Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უფრო მწვანე, უფრო დიდი, უფრო სწრაფად

by იზა გვარამაძე
July 24, 2025
in ინტერვიუ, ყველა სიახლე
0
უფრო მწვანე, უფრო დიდი, უფრო სწრაფად
0
SHARES
0
VIEWS
ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, მწვანე კონცეფციის სივრცეები უკვე წლებია, ურბანული ცხოვრების ახალ სტანდარტად ყალიბდება. გასულ თვეში Maqro Development-მა თავისი ყველაზე მასშტაბური პროექტი – „მაქრო სითი თბილისი“ წარადგინა. ორ კვირაში მრავალფუნქციურ კომპლექსში 700-ზე მეტი ბინა გაიყიდა, რაც კომპანიას სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდისა და უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებისკენ უბიძგებს. 

ავტორი: იზა გვარამაძე

თბილისში მწვანე სივრცეებზე მოთხოვნა უკვე წლებია, იზრდება. როცა ქალაქი უფრო მჭიდროდ შენდება, სატრანსპორტო სისტემა რთულდება, და ცხოვრების ტემპი ჩქარდება, მწვანე კონცეფციის არქიტექტურა არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ეკონომიკურ სტრატეგიად იქცევა – დეველოპერული კომპანიებისთვისაც და მყიდველებისთვისაც.

Maqro Development-მა, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2013 წელს დაიწყო, ამ ტენდენციას წლების წინ აუღო გეზი. მისმა ახალმა, ყველაზე მასშტაბურმა პროექტმა — „მაქრო სითი თბილისმა“ — წარდგენიდან ორ კვირაში 700 ბინა გაყიდა. გაყიდვების ტემპი, როგორც კომპანიაში ამბობენ, პროექტის კონცეფციის — მწვანე, მრავალფუნქციური და შედარებით ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სივრცის — მიმართ მზარდ ინტერესს უსვამს ხაზს.

„ასე მოკლე დროში მსგავსი შედეგის ჩვენებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კომპანიის მიერ არჩეული  სტრატეგია გამართლებულია“, – გვეუბნება Maqro Development-ის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი, სოფო წამალაშვილი.

მისი თქმით, დღევანდელი მომხმარებელი ეკომეგობრულ მახასიათებლებს გაცილებით გაცნობიერებულად აფასებს, ვიდრე წლების წინ. აქედან გამომდინარე, კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებში — „მწვანე ბუდაპეშტით“ დაწყებული და „მწვანე ალმასით“ გაგრძელებული — რეკრეაციული ზონებისთვის გამოყოფილი სივრცე ეტაპობრივად გაიზარდა. თუ „ბუდაპეშტში“ გამწვანებულ ტერიტორიას 3,500 მ² ეთმობოდა, „ალმასში“ ეს რიცხვი თითქმის შვიდჯერ მეტი იყო. ახალ კომპლექსში, რომელიც 100,000 მ²-ზე დიდ ფართობს მოიცავს, მწვანე სივრცეებისთვის ტერიტორიის თითქმის ნახევარი გამოიყო.

„ცხოვრების აჩქარებული ტემპისა და გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გათვალისწინებით, დღეს ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რეკრეაციული სივრცეები სახლთან რაც შეიძლება ახლოს ჰქონდეთ, რათა განსატვირთად სხვაგან წასვლა, პირიქით, სტრესთან არ იყოს დაკავშირებული“, – გვეუბნება სოფო წამალაშვილი.  

სწორედ ამიტომ, გამწვანების გარდა, „მაქრო სითი თბილისის” არქიტექტურულ ნაწილში გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურა, ღია და დახურული ფიტნეს-სივრცეები, ველო- და სარბენი ბილიკები, საცურაო აუზები, კალათბურთისა და ჩოგბურთის მოედნები, პროექტი ასევე მოიცავს საბავშვო ბაღსა და გასართობ ზონებს, რაც შექმნის თვითკმარ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. 

პროექტის დეტალებზე საუბრისას Maqro-ს წარმომადგენელი სხვა მიდგომასაც უსვამს ხაზს – კომპანიის გადაწყვეტილებას, მომხმარებელს ბინები მხოლოდ დასრულებული სახით შესთავაზოს. 

„მწვანე ბუდაპეშტი“ ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო ქვეყანაში, რომელიც ბაზარს სრულად დაკომპლექტებულ, ტექნიკით აღჭურვილ ბინებს სთავაზობდა“, – ამბობს სოფო წამალაშვილი. 

კომპანიამ ეს ნაბიჯი ახალმობინადრეებისთვის დისკომფორტის თავიდან არიდების მიზნით გადადგა და მიდგომამაც გაამართლა – მათგან დადებითი უკუკავშირი მიიღო. 

„მაქრო სითი თბილისის” რეკორდული გაყიდვები იმანაც განაპირობა, რომ საცხოვრებელი სივრცეები ნებისმიერი ტიპისა და საჭიროების მქონე მომხმარებლის მოთხოვნებს ერგება. პროექტში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ბინა: სტანდარტული, ტერასული და ეზოს მქონე აპარტამენტები. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს მრავალფეროვნება მისაწვდომობასა და პირად სივრცეს შორის ბალანსს ქმნის. სტანდარტული ბინები გონივრულ დაგეგმარებასა და ენერგოეფექტიან სისტემებს ეყრდნობა, ტერასული აპარტამენტები ხედებსა და ღია სივრცეებზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ეზოს მქონე ბინები — ბუნებასთან სიახლოვეზე.

„პროექტის პირველ ეტაპზე -ყურადღება მცირე ზომის აპარტამენტებზე გავამახვილეთ – ბინებზე, რომელთა ფართობი სულ რაღაც 45 მ²-დან იწყება“, – აღნიშნავს სოფო წამალაშვილი.

საწყის ეტაპზე კომპანია მყიდველებს იმაზე გაცილებით დაბალ ფასს სთავაზობს, ვიდრე პროექტის დასრულებისას ან შემდეგაა. კომპანიის სტრატეგია კვლავაც ამართლებს: „მწვანე ბუდაპეშტისა“ და „მწვანე ალმასის“ შემთხვევაში, საწყისი ფასი $700 იყო, პროექტის დასრულებისას ეს რიცხვი $1500-მდე, მოგვიანებით კი მეორეულ ბაზარზე $2,700-მდე გაიზარდა. „მაქრო სითი თბილისში“ გაყიდვები $1,250-დან დაიწყო, თუმცა ეს ფასი დიდხანს ვერ შენარჩუნდება. 

„არსებული შედეგებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ბინები სწრაფად იყიდება, რაც ფასის ზრდას პრაქტიკულად გარდაუვალს ხდის“, – აცხადებს სოფო წამალაშვილი. 

პროექტის ინვესტორული ნაწილი შვეიცარიული Mövenpick Living-ის ბრენდირებული აპარტამენტების დამატებით ძლიერდება. კომპანიის მტკიცებით, ეს განახლებადი შემოსავლისა და მაღალი ხარისხით მომსახურების გარანტიაა, გათვლილი მომხმარებელზე, რომელიც უძრავ ქონებას არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ საინვესტიციოდაც იყენებს.

კომპანიაში გაგვიმხილეს, რომ რამდენიმე თვეში ახალ პროექტს ბათუმშიც დააანონსებენ. იგეგმება მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც, როგორც Maqro-ში ამბობენ, ინფრასტრუქტურით, მასშტაბითა და კონცეფციით რეგიონში გამორჩეული იქნება.

„იმისათვის, რომ მომხმარებელმა უძრავი ქონების შეძენა საუკეთესო პირობებით კვლავაც შეძლოს, მნიშვნელოვანია, სიახლეებს თვალი ადევნოს და დროულად იმოქმედოს“, – აღნიშნავს Maqro Development-ის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი. 

S

Previous Post

რა შედეგი გამოიღო რუსული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრამ?

Next Post

Tesla-ს შემოსავლები II კვარტალში 12%-ით შემცირდა

იზა გვარამაძე

Next Post
Tesla-ს შემოსავლები II კვარტალში 12%-ით შემცირდა

Tesla-ს შემოსავლები II კვარტალში 12%-ით შემცირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result