Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თბილისში ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტი გაიმართა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თბილისში ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტი გაიმართა
0
SHARES
0
VIEWS

ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, ინვესტიციების მოზიდვისა  და ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავების მიზნით, თბილისმა, უკვე მესამედ, ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა.

ღონისძიება 15-16 ივლისს გაიმართა თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის“,  საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ „აქსელის“ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით და აჭარა ჯგუფის, გრანთ თორნთონ საქართველოსა და ნოქსტონის მხარდაჭერით.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვივნენ ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან. ვიზიტის მიზანი საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია იყო, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.

ვიზიტის პროგრამა მოიცავდა შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, პრეზენტაციებსა და ნეთვორქინგს. ღონისძიებებისას განიხილეს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, ტექ-ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები და მათი როლი ინვესტირებისთვის სტარტაპების მომზადების პროცესში.

სამიტის ფარგლებში გაიმართა სპეციალური „ფიჩინგ ვორკშოპიც“ (Pitching workshop) ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი საინვესტიციო პროექტები ინვესტორების წინაშე წარედგინათ. პრეზენტაცია სულ შვიდი ქართულმა სტარტაპმა გააკეთა და მათ შორის საუკეთესოდ აგრონექტი (Agronnect) დასახელდა. გამარჯვებული სტარტაპი საფრანგეთში გაემგზავრება ინვესტორთა უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე წარსადგომად.

აგრონექტი არის პლატფორმა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად, ონლაინ დაიქირაონ წამყვანი აგრონომები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აპლიკაციის შექმნაში, გარდა ქართული გუნდისა, მსოფლიოს ათამდე სხვადასხვა აგრონომიული კომპანიაა ჩართული და სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა ზუსტი პროტოკოლის გაწერა. აპლიკაციის მიზანია, აღმოფხვრას აგრონომიულ ცოდნასთან დაკავშირებული ხელმისაწვდომობის პრობლემა მთელ მსოფლიოში და ფერმერს გაუხსნას გზა, მიიღოს პროფესიონალური რეკომენდაცია. აპლიკაცია სექტემბრიდან რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გაეშვება და გეგმებიც გლობალურია.

სამიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა Founder Institute-ის პანელური დისკუსია/ვორკშოპი სტარტაპების დაფინანსების თემაზე. ღონისძიებაზე გამოცდილმა ვენჩურულმა კაპიტალისტებმა და ანგელოზ ინვესტორებმა დეტალურად განიხილეს კომპანიისთვის ინვესტიციის მოზიდვის გზები.

ანგელოზ ინვესტორთა მესამე საერთაშორისო სამიტი თბილისში სასტუმრო რუმსსა და სტამბაში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

ანგელოზ ინვესტორთა ვიზიტი დედაქალაქში თანადაფინანსებული იყო თბილისის მერიისა და ევროკავშირის მიერ. ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“  მომავალშიც განაგრძობენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს.

Previous Post

ლაშა თავართქილაძე ამერიკულ რაგბიში

Next Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result