Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ლაშა თავართქილაძე ამერიკულ რაგბიში

by Davit Tsiramua
ივლისი 19, 2022
in ინტერვიუ, სპორტი, ყველა სიახლე
0
ლაშა თავართქილაძე ამერიკულ რაგბიში
0
SHARES
0
VIEWS

ქართველი მორაგბე და რუმინეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ლაშა თავართქილაძე ამერიკაში ბავშვთა და მოზარდთა რაგბის კლუბს აყალიბებს. პროექტი უკვე დაწერილია, სპონსორები კი მოძიებული. მწვრთნელი მიზნად ისახავს დაანონსებული კლუბი ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ლიდერად აქციოს, სადაც მომავალი ვარსკვლავები გაიზრდებიან. ამისთვის კი ის სამ ქვეყანაში – საქართველოში, რუმინეთსა და ახალ ზელანდიაში დაგროვილ გამოცდილებას გამოიყენებს. Forbes Georgia-მ ამერიკაში მყოფ მწვრთნელთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც, ბუნებრივია, გვერდი ვერც ქართულ რაგბის ავუარეთ.

ლაშა, აშშ-ში ბავშვთა და მოზარდთა რაგბის კლუბის ჩამოყალიბების პროცესი რა ეტაპზეა?

დავიწყოთ იმით, რომ ამერიკა, თავისი რესურსით, ყველა სფეროში მოწინავეა. პირველად ქვეყნის სარაგბო ისტორიაში დაარსდა უმაღლესი ლიგა, აქტიურად მიმდინარეობს MLR-ჩემპიონატი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები აქაურ სარაგბო  სივრცეში, მით უმეტეს, თუ ქვეყნის რესურსს გავითვალისწინებთ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის მხარდაჭერა და ფუნდამენტის შექმნა, რაც გულისხმობს  ბავშვთა და მოზარდთა რაგბის  განვითარებას, მაღალი რანგის სპორტსმენების ჩამოყალიბების მიზნით. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ  სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს მიწევს აქ მოღვაწეობა. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ კლუბის ჩამოყალიბებაზე, ძირითადად იურიდიულ და ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებთ. ეს კომპლექსური სამუშაოა და ბევრი საკვანძო საკითხის გათვალისწინება გვიწევს.

რაც შეეხება ინოვაციებს, რის დანერგვას ფიქრობთ კლუბში?

რეალურად ძალიან  დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, ამ ყველაფერს დიდი დრო და რესურსი სჭირდება, პროექტი გამზადებული გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით თითოეულ საკითხს. არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მათ. ეს დროდადრო გამოჩნდება.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ახალი ზელანდიის სარაგბო ორგანიზაცია Crusaders-თან პროფესიული თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ვგეგმავთ. ეს ორგანიზაცია ლიდერია მსოფლიო ბაზარზე, მე თავად გავიარე საწვრთნელი კურსები ამ ორგანიზაციაში და ძალიან  მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან. თავის დროზე Crusaders-ში მოხვედრამ და სამუშაო პროცესში ჩართვამ  უნიკალური გამოცდილება და ინფორმაცია მომცა. სხვათა შორის, ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც ხვდა წილად იქ მოხვედრა. მათთან მემორანდუმის ფარგლებში მოთამაშეებს საზაფხულო სარაგბო სკოლებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავგზავნით. გარდა ამისა, სწორედ ახალი ზელანდიიდან აკადემიის მწვრთნელების ჩვენთან მოწვევას ვაპირებთ.

ამერიკამდე თქვენ რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი იყავით, იქ ამოწურეთ საკუთარი თავი? რა მიღწევები დატოვეთ რუმინულ რაგბიში?

ეს მწვრთნელის ამპლუაში ეროვნულ დონეზე ასპარეზობის ჩემი პირველი ნაბიჯები იყო. თუმცა რუმინეთში არსებული ყველაზე დიდი სპორტული ორგანიზაცია CSM Bucharest-ის სარაგბო კლუბის მთავარი მწვრთნელიც ვიყავი. ჩემთვის ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჩემი მოღვაწეობის პირველივე წელს კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მეფის და ქვეყნის თასები მოიგო. ასევე დავნერგე ინოვაციური სიახლეები, რომელთაც დღესაც აქტიურად და წარმატებით იყენებენ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში.

ქართულ რაგბიზეც რომ ვისაუბროთ, ბოლო 15 წლის განმავლობაში დიდი წინსვლა გვაქვს ამ კუთხით. თუმცა გამოწვევები ბევრია. რა სჭირდება ქართულ რაგბის?

დიახ ასეა, მიუხედავად გაზრდილი ინვესტიციებისა, ამ სფეროში ის წარმატება, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა მიაღწია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან შეუსაბამოა. მოგეხსენებათ, რაგბი თავისი კომპლექსურებიდან გამომდინარე ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ახლა მსოფლიო რეიტინგით მე-12 ვართ, ეს ძალიან კარგი შედეგია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან ამ რეიტინგით მოწინავე ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენსას რომ შევადაროთ, ძალიან დიდ განსხვავებას ვნახავთ. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ ექვსი ერის მონაწილე გუნდი დავამარცხეთ, ამ გამარჯვების შემდეგ, ვფიქრობ, ექვსი ერის კარი ჩვენთვის უნდა გაიღოს. ქართულ რაგბის მეტი რესურსი რომ ჰქონდეს, კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნებოდა.

რაგბის კავშირის წლევანდელი ბიუჯეტი 27.5 მლნ ლარს შეადგენს. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი რაგბის დაფინანსებაში?

გააჩნია ქვეყანას და მდგომარეობას, ასევე თავად სპორტის კონკრეტული სახეობის მნიშვნელობას ქვეყნისთვის, რამდენად პრიორიტეტულია ის. მე ვფიქრობ, რომ რაგბი არის ჩვენი სავიზიტო ბარათი, ჩვენ ვახერხებთ, კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე, ამიტომ საქართველოს შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ დიახ, რაგბი უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან კერძო სექტორი არ არის საკმარისად ძლიერი და არც ჩართული ამ სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგადასახადო სისტემის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მორგებული ამ სფეროში ინვესტირებით დაინტერესებულ კერძო სექტორზე. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს კეთილი ნება უნდა იყოს, რომ კერძო სექტორს მოსთხოვოს და გაუკეთოს ოპტიმალური შეთავაზებები სპორტში ინვესტირების წახალისების მიზნით.

საერთო ჯამში, თქვენი აზრით, რამდენად კარგი ბიზნესია სპორტი და კონკრეტულად რაგბი?

ბოლო წლების განმავლობაში, რაგბი გაცილებით საინტერესო გახდა კომერციული კუთხითაც, რა თქმა უნდა, თამაშის  განვითარების ფონზე, გაიზარდა დაფინანსება, როგორც კერძო სექტორისგან, ასევე სახელმწიფოსგან. თუმცა, თუ შევადარებთ ფეხბურთს, ძალიან დიდ სხვაობაა არა მხოლოდ ფინანსების, არამედ კომერციული დეტალების კუთხითაც. ამიტომ გააჩნია, რას ვგულისხმობთ, როდესაც კარგ ბიზნესს ვახსენებთ, ყველაფერი შედარებითია.

დაბოლოს, თქვენს სამომავლო გეგმებს რომ დავუბრუნდეთ, გარდა ამერიკაში კლუბის ჩამოყალიბებისა, რა შედის თქვენს გეგმებში მიმდინარე და მომავალი წლისთვის?

ამჟამად ვთანამშრომლობ ნიუ-იორკის კლუბ Old Blue Ragby-სთან, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლუბია ტიტულოვანი წარსულით. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ამ გუნდის წევრი მოთამაშის ამპლუაში ვიყავი და ყოველთვის მქონდა მათთან დაბრუნების სურვილი. ამიტომ მიმდინარე და მომავალი წელი ბოლომდე გაწერილი მაქვს ამ კუთხით. ჩემი ყურადღება კონცენტრირებული იქნება Old Blue Ragby-სა და ბავშვთა და მოზარდთა რაგბის კლუბის ჩამოყალიბება-განვითარებაზე.

Previous Post

ინფლაცია საქართველოში და მსოფლიოში • ივნისი-ივლისი

Next Post

თბილისში ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტი გაიმართა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თბილისში ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტი გაიმართა

თბილისში ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტი გაიმართა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Recent News

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result