Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თანამშრომლების შესანარჩუნებლად კომპანიები დამატებითი ბენეფიტების შეთავაზებას იწყებენ

by Davit Tsiramua
ოქტომბერი 21, 2021
in COVID-19, მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
თანამშრომლების შესანარჩუნებლად კომპანიები დამატებითი ბენეფიტების შეთავაზებას იწყებენ
0
SHARES
0
VIEWS

კორონავირუსის პანდემიის კვალდაკვალ, დასაქმებულების მიერ დაკავებული სამსახურებრივი პოზიციების მასობრივი დატოვება შეინიშნება. ამ ყველაფრის ფონზე თანამშრომლების შესანარჩუნებლად კომპანიები თანამშრომელთათვის ფინანსური სარგებლის ზრდას იწყებენ.

Bank of America-ს ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს ფინანსური სარგებლის პროგრამებს თანამშრომლებს დამსაქმებლების 46% სთავაზობს, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით მაღალი მაჩვენებელია. ამავდროულად, Morgan Stanley at Work-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანური რესურსების სპეციალისტების 26%-მა თანამშრომლებისთვის, პანდემიით გამოწვეულ სტრესთან გასამკლავებლად, დამატებით ფინანსური სარგებლისა და სხვადასხვა ბენეფიტის შემოღება გადაწყვიტა. შეღავათები მოიცავს ფინანსურ ტრენინგებს, სტუდენტური სესხით დახმარებას, გადაუდებელ შემნახველ დახმარებას, ფინანსურ დაგეგმვას და მათ შორის, საპენსიო დანაზოგებსაც.

აღსანიშნავია, რომ კომპანიების მხრიდან მსგავსი შეთავაზებები შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს კადრების დაქირავებისა და შენარჩუნების პროცესში. SHRM-ის კვლევა აჩვენებს, რომ მომუშავე პერსონალის 52% სწორედ მსგავსი ტიპის სარგებელს აქცევს ყურადღებას. მაგალითისთვის, Morgan Stanley at Work-ის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კომპანიამ, მას შემდეგ რაც დიდი კონკურენციისა და თანამშრომლების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ფინანსური კეთილდღეობის პაკეტი შეიმუშავა, რაც ინდივიდუალურ ფინანსურ დაგეგმვას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევებში კომპანიების მიერ გაწეულ ხარჯებს მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს.

Lockton Retirement Services-ის კვლევით დადგინდა, რომ მაღალი ფინანსური სტრესის ქვეშ მყოფი თანამშრომლები ორჯერ უფრო ხშირად იღებენ ავადმყოფობის დროს გამოსაყენებელ შესვენებას, მაშინ როდესაც ისინი ავად არ არიან. რა თქმა უნდა, ფინანსურ  საკითხებთან დაკავშირებული სტრესი და შფოთვა კორონავირუსამდეც არსებობდა. 2018 წლის კვლევა აჩვენებს, რომ დასაქმებულების 53%-ისთვის მათი ფინანსური მდგომარეობა შემაშფოთებელი, 44%-ისთვის კი მისი განხილვაც კი სტრესული იყო. თუმცა პანდემიამ, განსაკუთრებით ქალებისთვის და ფერადკანიანებისთვის, არსებული მდგომარეობა უფრო მეტად გაამძაფრა.

Previous Post

ილონ მასკი: Starlink-ი ავიახაზებს უფრო სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფს

Next Post

JAM news: აზერბაიჯანში პირველი „ჭკვიანი სოფელი“ აშენდება

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
JAM news: აზერბაიჯანში პირველი „ჭკვიანი სოფელი“ აშენდება

JAM news: აზერბაიჯანში პირველი „ჭკვიანი სოფელი“ აშენდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result