Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

JAM news: აზერბაიჯანში პირველი „ჭკვიანი სოფელი“ აშენდება

by Davit Tsiramua
ოქტომბერი 21, 2021
in ეკონომიკა, რეგიონი, ყველა სიახლე
0
JAM news: აზერბაიჯანში პირველი „ჭკვიანი სოფელი“ აშენდება
0
SHARES
0
VIEWS

JAM news-ის ცნობით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პირველი „ჭკვიანი სოფლის“ მშენებლობა იწყება. „ჭკვიანი სოფელი“ მწვანე, ალტერნატიულ ენერგიასა და დაგეგმვის ჭკვიან სისტემას გამოიყენებს. საწყის ეტაპზე ჯამში 450, სამ-, ოთხ- და ხუთოთახიანი სახლების მშენებლობა იგეგმება.

დოვლეტიარლის პირველი „ჭკვიანი დასახლება“ ფიზულის რეგიონში, ყარაბაღის ომის შედეგად აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნებულ ტერიტორიაზე აშენდება. მწვანე და ალტერნატიული ენერგიის გამოსამუშავებლად იქ განთავსდება 50-მეგავატიანი მოცულობის მზის პანელები, რომლებზეც ოცი ადგილობრივი მცხოვრები იმუშავებს. გარდა ამისა, „ჭკვიანი სოფლის“ ფარგლებში გაიხსნება სკოლა, ბაღი, სკვერი, დასახლების ცენტრში კი – ბაზარი. ჩამოყალიბდება აგროტურიზმისა და სასტუმროების ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის „ჭკვიანი სოფლის“ გეგმა რამდენიმე ბიზნესპროექტის  განხორციელებასაც ითვალისწინებს. მაგალითად, სოფლის მიმდებარედ „ჭკვიანი სოფლის მეურნეობის“ განთავსება იგეგმება, რომელიც იქ მობინადრეებს სოფლის მეურნეობაში ჩართავს და მათ არც მისი მშენებლობა შეუქმნის დისკომფორტს. ასევე, დოვლეტიარლის ტერიტორიაზე ამოქმედდება პომიდვრის მეწარმეობა, რომლის ფარგლებშიც 40 მუდმივი და 300 სეზონური სამუშაო ადგილი შეიქმნება. დამატებით 85 მუდმივ სამუშაო ადგილს  მეფრინველეობის ფერმა უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მწვავედ დგას ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემა. უმეტეს რეგიონში ინტერნეტი მხოლოდ ერთი პროვაიდერითაა უზრუნველყოფილი და დიდი ქალაქების მოსახლეობის უმეტესობამ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაც კი არ იცის.

ეკონომისტ ელმირ საფარლის განცხადებით, „ჭკვიანი ქალაქისა“ და „ჭკვიანი სოფლის“ მეშვეობით, რეგიონში ყველა საწარმო თუ მომსახურების ობიექტი ერთიანი ფორმით იქნება მართული. ეს, თავის მხრივ, რეგიონში უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების მოსაზიდად და ძლიერი ტექნოლოგიური პროექტების განსახორციელებლად მყარ ნიადაგს შექმნის. საფარლი აღნიშნავს, რომ „ჭკვიანი ქალაქისა“ და „ჭკვიანი სოფლის“ პროექტებს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ყარაბაღში ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.

Previous Post

თანამშრომლების შესანარჩუნებლად კომპანიები დამატებითი ბენეფიტების შეთავაზებას იწყებენ

Next Post

Starlink-ის ინტერნეტის წინასწარი შეკვეთა საქართველოდანაც შეგიძლიათ

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Starlink-ის ინტერნეტის წინასწარი შეკვეთა საქართველოდანაც შეგიძლიათ

Starlink-ის ინტერნეტის წინასწარი შეკვეთა საქართველოდანაც შეგიძლიათ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

Recent News

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result