Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in საქართველო
0
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში,  ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომცემლობა “რუსთაველი 850”-ია. 

“ვეფხისყტაოსნის” ახალი გამოცემის უნიკალურობა მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილ ტექსტთან ერთად, არის ე.წ. წერეთლისეული ილუსტრაციები, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსახურებაა. პირველად ”ვეფხისტყაოსნის” სრული ინგლისური თარგმანი, რომელიც მარჯორი უორდოპმა შეასრულა, 1912 წელს, ლონდონში,  ოლივერ უორდროპის მიერ გამოიცა (მარჯორი უორდროპი იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და). 

წერეთლისეულ ხელნაწერს და მასში დაცულ უცნობი მხატვრების მიერ შესრულებულ უნიკალურ ილუსტრაციებს საინტერესო ისტორია აქვს. მრავალი თავგადასავალის შემდეგ უნიკალური ხელნაწერი საბოლოოდ წერეთლების საკუთრება გახდა, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ის ყდაში ჩასვა, თბილისში ჩამოიტანა, მაგრამ გზაზე ეტლში დარჩა. ამის შემდეგ ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილს ჩაუვარდა ხელში. ექვთიმემ კი ის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. მოგვიანებით, წერეთლების დაჟინებული მოთხოვნით, რამოდენიმე დღით ხელნაწერი კვლავ წერეთლებს გადაეცათ. თუმცა, ექვთიმეს მცდელობით ხელნაწერი უკან დაბრუნდა. სამწუხაროდ, ხელნაწერიდან 10 ილუსტრაცია ამოჭრილი იყო. 1911 წლის ბოლოს, ექვთიმე თაყაიშვილმა ოქსფორდიდან მიიღო ოლივერ უორდროპის წერილი, რომელიც იტყობინებოდა, რომ დაკარგულ ილუსტრაციებს ვაჭრები ლონდონში ყიდნენ. უორდროპმა გადაიღო სურათების ფოტოპირები და ექვთიმე თაყაიშვილს გამოუგზავნა თბილისში. სწორედ უორდროპების წყალობით გახდა ცნობილი სად ინახებოდა დაკარგული ილუსტრაციები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა სამშობლოში დააბრუნა.  

“განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ საქართველოს ბანკს ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეროვნული საგანძურის-”ვეფხისტყაოსნის” ინგლისურ ენაზე ხელახლა გამოცემაში, რომელიც დამშვენებულია წერეთლისეული ხელნაწერი “ვეფხისტყაოსნის” 36 ილუსტრაციით, მათ შორისაა ის 9 ილუსტრაციაც, რომლის მოძიებაში და საქართველოში დაბრუნებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ოლივერ უორდროპს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წიგნის პრეზენტაცია ასევე ისტორიულ, “საკრედიტო საზოგადოების” შენობაში გაიმართა, რომელიც პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში და რომელიც ბანკმა ისტორიული სახით შეინარჩუნა. “ვეფხისტყაოსანთან” დაკავშირებით საქართველოს ბანკი პარტნიორთან ერთად კიდევ არაერთ სიახლეს გეგმავს. კერძოდ, შეიქმნა სპეციალური პლატფორმა shotarustaveli.ge, სადაც განთავსდება “ვეფხისტყაოსნის” ყველა გამოცემის ელექტრონული კატალოგი, გამოიცემა შოთა რუსთაველის აფორიზმების კრებული, რომლის მიზანია “ვეფხისტყაოსნის” პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ “,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Previous Post

გენიოსი წამლები შტერი სილიკონისგან

Next Post

ჯორჯო არმანიმ T-Mobile-ის აღმასრულებელი დირექტორის პენტჰაუსი შეიძინა

მაგდა დოლიძე

Next Post
ჯორჯო არმანიმ T-Mobile-ის აღმასრულებელი დირექტორის პენტჰაუსი შეიძინა

ჯორჯო არმანიმ T-Mobile-ის აღმასრულებელი დირექტორის პენტჰაუსი შეიძინა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result