Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გენიოსი წამლები შტერი სილიკონისგან

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in სტრატეგიები
0
გენიოსი წამლები შტერი სილიკონისგან
0
SHARES
0
VIEWS

შეუძლია თუ არა უზარმაზარი რაოდენობის მონაცემებს სასწაულმოქმედი წამლების შექმნაში ადამიანის გამოცდილების დამარცხება? დაფნი კოლერმა ამ კითხვაზე  შესაძლოა, მოულოდნელი პასუხი გაგცეთ. 

არცთუ ისე ბევრი მეცნიერი იღებს ხოლმე მიპატიჟებას ფოტოგადაღებებისთვის, თუმცა დაფნი კოლერისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. “ეს ხდება პრაქტიკულად ყველა ღონისძიებაზე, რომლებსაც ტექნოლოგიების ხალხი ესწრება, – ამბობს კოლერი ერთი ბოლოდროინდელი ფოტოს შესახებ.  – ეს, ცოტა არ იყოს, უხერხულია.  არ გეგონოთ, ვფიქრობდე, რომ მე ყველაფერ ამას ვიმსახურებ”. 

სელფის მოთხოვნები კოლერის ვარსკვლავობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია, რასაც მან 20 წლის მანძილზე კომპიუტერული მეცნიერების, ბიოლოგიისა და განათლების შეჯერებით მიაღწია. გზად კი მიღწევების მთელი ჩამონათვალიც დააგროვა: 18 წლის ასაკში მიიღო იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი; 26 წლის ასაკში გახდა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფოკუსით მანქანურ სწავლებაზე; დაახლოებით ერთი ათწლეულის შემდეგ მოიგო მაკ არტურის “გენიოსის გრანტი” კვლევისთვის, რომელიც აერთიანებდა ხელოვნურ ინტელექტსა და გენომის მეცნიერებას; გახდა $1-მილიარდიანი (შეფასებული) “კურსერას” თანადამფუძნებელი, ერთ-ერთი პირველი პლატფორმისა, რომელიც მსოფლიოში ყველას აძლევს საუნივერსიტეტო კურსების უფასოდ გავლის საშუალებას. 

51 წლის ინოვატორის შემდეგი ნაბიჯი: Insitro, კომპანია სამხრეთ სან-ფრანცისკოში, რომელიც მიზნად ისახავს ახალი წამლების პოვნას უზარმაზარი რაოდენობის მონაცემებში ძიების შედეგად. თუ მან გაამართლა, ის რადიკალურად შეცვლის წამლების აღმოჩენის პირობებს. 

ლაბორატორიის ბიოლოგები, როგორც წესი, კონცენტრირებული არიან წამლების სამიზნე რამდენიმე სპეციფიკურ პროტეინზე. წარუმატებლობის შემთხვევაში, მონაცემების მეცნიერები სხვებს აძლევენ რჩევებს ცდებისთვის. Insitro-ს, ამისგან განსხვავებით, სურს ბევრად მეტი მონაცემების მოგროვება, სანამ ბიოლოგები ნადირობაზე უარს იტყვიან. ის გამოიყენებს უპირატესობებს ბიოინჟინერიასა (მაგალითად, Crispr-ის გენურ მოდიფიკაციებში) და პროგრამებში, რომლებიც საშუალებას აძლევს კომპიუტერებს, ისეთი რაღაცები დაინახონ, რაც ადამიანის თვალს გამორჩება ხოლმე. 

კოლერი თავისი  გასხივოსნების მომენტს ასე აღწერს: “თუ საკმარისი მონაცემები გაქვს, მანქანური სწავლება დღეს გასაოცარ რამეებს აკეთებს. ჩვენ, როგორც იქნა, მოგვეცა საშუალება, რომ შევქმნათ ბიოლოგიური მონაცემები დიდ მასშტაბებში”. 

Insitro-ს გამოთვლების ექსპერტები და ბიოლოგები ერთად მონაწილეობენ ლაბორატორიის ექსპერიმენტებში მასობრივი საგანგებო მონაცემების ჯგუფების შესაქმნელად. ამის შემდეგ მანქანური სწავლების მოდელები პოულობენ კანონზომიერებებს და გვთავაზობენ ახალ ტესტებსა და პოტენციურ თერაპიას. ავტომატიზებული პიპეტის მანქანების მსგავსი რობოტები ადამიანური შეცდომების რიცხვს ამცირებენ. ყველაფერი ეს საშუალებას აძლევს Insitro-ს, ჩაატაროს “ექსპერიმენტები კვირებში, წლების ნაცვლად”. 

ხელოვნური ინტელექტი პლუს ბიოლოგია, მისი გამოცდილება  ინვესტორებისთვის “ცაში გადაწყვეტილი ქორწინება” იყო, ამბობს ის. ექვს თვეში კოლერმა $100 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა ARCH Vetures-ისგან, Andreessen Horowitz-ისგან, Foresite Capital-ისგან, Alphabet’s venture fund GV-ისა და Third Rock-ისგან, რასაც მოგვიანებით შეუერთდნენ ჯეფ ბეზოსი და სხვები. აპრილში მან შეთანხმება გააფორმა Gilead Sciences-თან, რომელმაც Insitro-ს $15 მილიონი მისცა და დაჰპირდა $1 მილიარდს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების მომაკვდინებელი ფორმის სამკურნალო საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში. ვარაუდობენ, რომ ეს ავადმყოფობა მალე გახდება ღვიძლის გადანერგვის მთავარი მიზეზი. 

“ძალიან ცოტა ადამიანს თუ ესმის ამ ურჩხულის ორივე მხარე, – ამბობს მანი სუბრამანიანი, რომელიც Gilead-ში ღვიძლის დაავადების კლინიკურ კვლევას უძღვება. – როგორც ბიოლოგიის, ისე ღრმა სწავლების”.

 Insitro-ს მომავალი შემოსავლები Gilead-ისგან იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ის იმ ხუთი პროტეინის ამოცნობას, რომლებიც წამლების სამიზნედ უნდა იქცნენ, და შემდეგ რამდენად შესაძლებელი იქნება ამ პროტეინების მიზანში ამოღების შედეგად ღვიძლის ავადმყოფობის თერაპიის დამტკიცება. ვალდებულებებზე დამოკიდებული გადახდები, რომლებიც მოიცავს წარმატებული წამლების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს, Insitro-ს Forbes-ის AI 50-ში – ხელოვნური ინტელექტის ყველაზე იმედისმომცემი კომპანიების რეიტინგში – ადგილის მოპოვებაში დაეხმარა. 

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უფრო სწრაფი და იაფი წამლების აღმოჩენა 20-ზე მეტი სტარტაპის ოცნებაა. მათ შორისაა Notable Labs-ი, $55 მილიონით ვენჩურული კაპიტალის სახით, და Verge Genomics-ი, $36 მილიონით. Novartis-მა განაცხადა Microsoft-თან ხუთწლიანი AI თანამშრომლობის შესახებ, და Merk-სა და GSK-ს ასევე აქვთ სტარტაპ-თანამშრომლობა. 

ხელოვნური ინტელექტი ბიოლოგიას არ ამარტივებს. “არ ვფიქრობ, რომ ეს პლატფორმა ჯადოსნური იქნება”, – ამბობს კოლერი. 

სანამ Insitro მოსავალს მოიწევს, ასიათასობით ლაბორატორიული ტესტი უნდა განხორციელდეს. კოლერს ამისთვის საკმარისი ენერგია აქვს. Insitro-ს ოფისში ის ერთი ადგილიდან მეორეზე გადარბის – თავისი საოფისე სკამი 53-დან ერთ-ერთ თანამშრომელს დაუთმო, რადგან არასდროს ხმარობდა მას – ის Macrophag-ად (სისხლის თეთრი უჯრედი) წოდებული ოთახიდან, Elastic Net-ად (მონაცემების მოდელირების ტექნიკა) წოდებულ ოთახში გადადის, უახლესი ლაბორატორიული ტექნოლოგიით თავის მოსაწონებლად.

თუ Insitro-მ განძს მიაგნო, ის დიდი ფარმაცევტული კომპანიების შესყიდვების ინტერესის ცენტრში მოექცევა. მაგრამ კოლერი ამბობს, რომ არ სურს Insitro-ს დიდი ორგანიზაციის ხახაში ჩაკარგვის მოწმე გახდეს. მას თავისი ბრენდირებული წამლების კეთების სურვილი აქვს. საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ ადამიანები, რომლებიც მას ფოტოსესიებზე ეპატიჟებიან, უფრო ჯანმრთელები იყვნენ Insitro-ს დახმარებით. კოლერს იმედი აქვს, რომ ისინი მას პირადად ეტყვიან: “თქვენი დახმარებით მე სიცოცხლე შევინარჩუნე”.

Previous Post

ნოემბერში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 13 პროცენტით გაიზარდა

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

მაგდა დოლიძე

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result