Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კლუბები, რომლებიც კვარაცხელიას შეძენით ინტერესდებიან

by იზა გვარამაძე
იანვარი 24, 2023
in მსოფლიო, საქართველო, სპორტი, ყველა სიახლე
0
კლუბები, რომლებიც კვარაცხელიას შეძენით ინტერესდებიან
0
SHARES
0
VIEWS

ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ აქტიურად მოექცა. სერია A-ს მე-18 ტურის შეხვედრაში, რომელიც 13 იანვარს შედგა, ხვიჩამ თავი ერთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, გარდა ამისა, მატჩში არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა. საბოლოო ჯამში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.

მედიაში, გარდა კვარაცხელიას გამორჩეული თამაშის აღნიშვნისა, ქართველის შეძენით არაერთი გრანდის დაინტერესების შესახებაც დაიწერა. თავდაპირველად, Daily Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა ლონდონის „არსენალის“ ხუთ სატრანსფერო სამიზნეს შორისაა. როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, „მეთოფეების“ რადარზე 21 წლის ქართველი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ლონდონელებმა უკრაინული დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელის, მიხაილო მუდრიკის დამატება ვერ შეძლეს – მუდრიკი მეორე ლონდონურ კლუბს, „ჩელსის“ 15 იანვარს შეუერთდა.

ამის შემდეგ, სხვადასხვა მედიაწყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას ტრანსფერში „არსენალს“ კიდევ ერთი ინგლისური გრანდი, „ლივერპული“ შეეცილება. თუმცა აღსანიშნავია, რომ „ლივერპულის“ ქართველით დაინტერესების შესახებ მანამდეც არაერთხელ დაიწერა. ხვიჩას სახელს ასევე უკავშირებდნენ „ტოტენჰემ ჰოტსპურსაც“.

რამდენიმე დღის წინ კი, Daily Mail-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს „მანჩესტერ სიტი“ აქტიურად აკვირდება. Goal.com-ის ცნობით, როგორც ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი აცხადებს, პრემიერ-ლიგის კლუბისგან ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, ხვიჩას შეძენით სხვადასხვა გრანდის დაინტერესების საპასუხოდ, „ნაპოლის“ დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ იტალიური კლუბი კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს. „შემიძლია გითხრათ, რომ კვარაცხელია 100%-ით ხელშეუხებელია. ის სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილად არ გამოჩნდება“, – აღნიშნა მაშინ ჯუნტოლიმ.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გასული წლის 1-ელ ივლისს გახდა. იტალიელებმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ თუ ტრანსფერის განხორციელებისას ხვიჩას საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენდა, ამჟამად ეს მაჩვენებელი 60 მილიონს უდრის (მონაცემი ბოლოს 2022 წლის 11 ნოემბერს განახლდა).

ახლახან, Marca-მ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა გაყიდვასაც ესპანური სპორტული გამოცემა მინიმუმ €100 მილიონად პროგნოზირებს. საინტერესოა, რომ მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

აქვე გეტყვით, რომ მოცემული დროისთვის კვარაცხელიას „ნაპოლის“ რიგებში საერთო ჯამში 20 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან 15 მატჩი იტალიის სერია A-ში, 5 შეხვედრა კი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა. ქართველის ანგარიშზე სერია A-ში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

Previous Post

მეცნიერებმა და ვინჩის პარადოქსის 500-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს

Next Post

Forbes: ამერიკის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედების 2023 წლის რეიტინგი

იზა გვარამაძე

Next Post
Forbes: ამერიკის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედების 2023 წლის რეიტინგი

Forbes: ამერიკის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედების 2023 წლის რეიტინგი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Recent News

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result