Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: ამერიკის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედების 2023 წლის რეიტინგი

by Salo Papalashvili
იანვარი 24, 2023
in მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
Forbes: ამერიკის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედების 2023 წლის რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS

როგორც აღმოჩნდა, გასულ წელს აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნასა და მილიარდერების ქონების შემცირებას გულუხვ ქველმოქმედთა შემოწირულებებზე ნამდვილად არ უმოქმედია. Forbes-ის შეფასებით, 2020 წლის ბოლოსთვის, მსოფლიოს 25 ყველაზე გულუხვი მილიარდერის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაცემულმა  თანხამ $196 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, მეგაქველმოქმედების მიერ ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხა $169 მილიარდს უტოლდებოდა.

აღსანიშნავია, რომ შემოწირულებების $29 მილიარდით ზრდის მიუხედავად, გასულ წელს რეიტინგში წარმოდგენილი ტოპ-25 ქველმოქმედის კოლექტიური ქონება 15%-ით, $936 მილიარდამდე შემცირდა. აქედან ჩვიდმეტმა ხელი მოაწერა ბილ გეიტსისა და უორენ ბაფეტის მიერ შექმნილ The Giving Pledge-ის ინიციატივას, რაც სიცოცხლის განმავლობაში და გარდაცვალების შემდგომ ქველმოქმედებისთვის ქონების მინიმუმ ნახევრის შეწირვას ითვალისწინებს. იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ინიციატივის მთავარი დებულება შეასრულეს, ჩაკ ფინი, დენი სანფორდი და ჯორჯ სოროსი არიან, თუმცა ეს უკანასკნელი, ქონების ნახევარზე მეტის ქველმოქმედებისთვის გაღების მიუხედავად, The Giving Pledge-ს არ შეერთებია.

2023 წლის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედი მილიარდერების სათავეში კვლავ უორენ ბაფეტია, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი, რომელმაც, Forbes-ის გამოთვლით, გასულ წელს თითქმის $5.4 მილიარდი, სიცოცხლის განმავლობაში კი $51.5 მილიარდი გასცა – დაახლოებით $13 მილიარდით მეტი, ვიდრე რეიტინგის მეორეადგილოსანი გეიტსების მიერ გაღებული თანხა.

მიმდინარე წლის რეიტინგში არიან ახალწვეულებიც, Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი და ჰეჯ-ფონდის მაგნატი კენ გრიფინი, რომელთა მიერაც ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა, შესაბამისად, $2.55 მილიარდსა და $1.56 მილიარდს უტოლდება.

წარმოგიდგენთ Forbes-ის 2023 წლის ამერიკელი ფილანთროპების ტოპ-25-ეულს:

  1. უორენ ბაფეტი – Berkshire Hathaway; ქონება: $106 მილიარდი

სიცოცხლის განმავლობაში გაცემული თანხა: $51.5 მილიარდი – ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა

  1. ბილ გეიტსი და მელინდა გეიტსი – Microsoft-ი; $102 მილიარდი, $6.6 მილიარდი

სიცოცხლის განმავლობაში გაცემული თანხა: $38.4 მილიარდი – ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა

  1. ჯორჯ სოროსი – ჰეჯ-ფონდები; $6.7 მილიარდი

სიცოცხლის განმავლობაში გაცემული თანხა: $18.4 მილიარდი – დემოკრატია, განათლება, ადამიანის უფლებები

  1. მაქკენზი სკოტი – Amazon-ი; $27.8 მილიარდი

გაღებული თანხა: $14.43 მილიარდი – ეკონომიკა, რასობრივი და გენდერული თანასწორობა

  1. მაიკლ ბლუმბერგი – Bloomberg LP-ი; $76.8 მილიარდი

გაღებული თანხა: $14.4 მილიარდი – კლიმატური ცვლილება, ჯანდაცვა, განათლება

  1. ჩარლზ „ჩაკ” ფინი – Duty Free Shoppers-ი; $2 მილიონზე ნაკლები

გაღებული თანხა: $8 მილიარდი – მეცნიერება, ადამიანის უფლებები, ახალგაზრდები

  1. გორდონ და ბეტი მურები– Intel-ი; $7 მილიარდი

გაღებული თანხა: $5.8 მილიარდი – მეცნიერება, გარემო

  1. ჯიმ და მერილინ საიმონსები – ჰეჯ-ფონდები; $28.1 მილიარდი

გაღებული თანხა: $5.2 მილიარდი – საბაზო მეცნიერება, მათემატიკა

  1. მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი – Facebook-ი; $49.3 მილიარდი

გაცემული თანხა: $3.9 მილიარდი – მეცნიერება, განათლება, სისხლის სამართალი

  1. ფილ და პენი ნაითები – Nike; $47.3 მილიარდი

გაცემული თანხა: $3.37 მილიარდი – განათლება

  1. ედიტ ბროდი და ოჯახი – ინვესტიციები; $6.9 მილიარდი

გაცემული თანხა:  $3.14 მილიარდი – განათლება, ხელოვნება, მეცნიერება

  1. ჯეფ ბეზოსი – Amazon-ი; $116.9 მილიარდი

გაცემული თანხა: $2.79 მილიარდი – გარემო, განათლება

  1. სტივ და კონი ბალმერები – Microsoft; $76.5 მილიარდი

გაცემული თანხა: $2.9 მილიარდი – ეკონომიკური მობილურობა

  1. სერგეი ბრინი – Google; $77.9 მილიარდი

გაცემული თანხა: $2.55 მილიარდი – პარკინსონის დაავადება, ეკონომიკური მობილურობა, კლიმატის ცვლილება

  1. ლინ და სტეისი შუსტერმანები – ნავთობი, ინვესტიციები; $3.2 მილიარდი

გაცემული თანხა: $2.52 მილიარდი – განათლება, ებრაული საზოგადოება, გენდერული და რეპროდუქციული თანასწორობა

  1. მაიკლ და სიუზან დელები – Dell-ის კომპიუტერები; $52 მილიარდი

გაცემული თანხა: $2.43 მილიარდი – განათლება, ეკონომიკური სტაბილურობა

  1. თ. დენი სანფორდი – საბანკო საქმე, საკრედიტო ბარათები; $2 მილიარდი

გაცემული თანხა: $2.25 მილიარდი – ჯანდაცვა, განათლება

  1. დონალდ ბრენი – უძრავი ქონება; $17.4 მილიარდი

გაცემული თანხა: $2.1 მილიარდი – განათლება, კონსერვაცია

  1. დასტინ მოსკოვიცი და კარი ტუნა – Facebook-ი, Asana; $6.8 მილიარდი

გაცემული ქონება: $2.1 მილიარდი – გლობალური ჯანმრთელობა, სისხლის სამართალი

  1. პიერ და პამ ომიდიარები – Ebay; $9.1 მილიარდი

გაცემული თანხა: $1.82 მილიარდი – სიღარიბის დაძლევა, ადამიანის უფლებები, განათლება

  1. ჩარლზ კოხი – Koch Industries; $58.9 მილიარდი

გაცემული თანხა: $1.8 მილიარდი – განათლება, სიღარიბის დაძლევა, სისხლის სამართალი

  1. ჯორჯ კაიზერი – ნავთობი და გაზი, საბანკო საქმე; $13.8 მილიარდი

გაცემული თანხა: $1.68 მილიარდი – განათლება, ჯანმრთელობა, სიღარიბის დაძლევა

  1. ლორა და ჯონ არნოლდები– ჰეჯ-ფონდები; $3.3 მილიარდი

გაცემული თანხა: $1.63 მილიარდი – განათლება, სისხლის სამართალი, ჯანმრთელობა

  1. კენ გრიფინი – ჰეჯ-ფონდები; $32.3 მილიარდი

გაცემული თანხა: $1.56 მილიარდი – განათლება, ეკონომიკური მობილურობა, სამედიცინო კვლევა

  1. ტედ ტერნერი – საკაბელო ტელევიზია; $2.4 მილიარდი

გაცემული თანხა: $1.4 მილიარდი – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გარემო

Previous Post

კლუბები, რომლებიც კვარაცხელიას შეძენით ინტერესდებიან

Next Post

თიბისისა და EBRD-ის თანამშრომლობით, რეგიონში პირველად, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ქვეშ, საწარმოების დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში იქნება შესაძლებელი

Salo Papalashvili

Next Post
თიბისისა და EBRD-ის თანამშრომლობით, რეგიონში პირველად, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ქვეშ, საწარმოების დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში იქნება შესაძლებელი

თიბისისა და EBRD-ის თანამშრომლობით, რეგიონში პირველად, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ქვეშ, საწარმოების დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში იქნება შესაძლებელი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Recent News

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result