Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ხიდები ევროპასთან – დიდი ქართული შეკრება სტრასბურგში

by იზა გვარამაძე
September 3, 2025
in ბიზნესი, ღონისძიებები, ყველა სიახლე
0
ხიდები ევროპასთან – დიდი ქართული შეკრება სტრასბურგში
0
SHARES
0
VIEWS

2025 წლის 20-23 ოქტომბერს სტრასბურგში ქართველი ემიგრანტების დიდი შეკრება – ხიდები ევროპასთან გაიმართება, რომელიც ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს, ევროპულ ბაზარს დაუახლოვდეს და ქართველ ემიგრანტებთან კავშირები განამტკიცოს.  ღონისძიება 7 ივნისს, პრინსტონში (აშშ) ქართველების მასშტაბური შეკრების წარმატებული გამოცდილების გასაგრძელებლად გაიმართება.

ორგანიზაცია ხიდების მშენებლების მიერ დაგეგმილი ღონისძიება  დასავლურ ღირებულებების გარშემო პასუხისმგებლობიანი ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებას ისახავს მიზნად, რაც ხაზს უსვამს პრინციპს: ”Values matter, and they make you stronger, helping you become more competitive in real life” (ღირებულებები მნიშვნელოვანია, ისინი გვაძლიერებს და გვეხმარება, რომ რეალურ ცხოვრებაში უფრო კონკურენტუნარიანი ვიყოთ)

“The Builders of Value-Based Bridges Inc. ევროპაში ოფიციალური წარმომადგენლობის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ში ქართველი ემიგრანტი ბიზნესმენების მიერ არის დაფუძნებული.

პლატფორმა ოპერირებს დავოსის ფორუმის მსგავსი ბიზნესმოდელით, რომელიც თავისი პროექტებით ქართველ ემიგრანტებსა და ემიგრაციულ ერთობებს აძლიერებს, რათა მიღებული სინერგიით ჩამოყალიბებულმა კავშირმა საქართველოს პოლიტიკურ–ეკონიმიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ორგანიზაცია კულტურისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, დიპლომატებს, უფლებადამცველებს, ეკონომისტებს, განათლების, კულტურის, მედიცინისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.

მეტაფორულად, ჩვენ ერთად ვაშენებთ ღირებულებაზე დაფუძნებულ ხიდებს დასავლეთის ემიგრაციულ დიასპორებსა და საქართველოს შორის“ — აცხადებს ზურაბ კაპანაძე, ხიდების მშენებლების CEO. 

ღონისძიების მიზანია:

  • საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერა;
  • საქართველოსა და დიასპორის გასაძლიერებლად ემიგრანტთა რესურსის ეფექტიანი გამოყენება;
  • ბიზნესისგარემოსთან სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობების ინტეგრაცია.
რას მიიღებს ბიზნესორგანიზაცია ღონისძიებაზე დასწრებით

ღონისძიება პასუხისმგებლობიან ბიზნესებს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებსა და სტანდარტებს იზიარებენ, უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს:

მიზნობრივი აუდიტორია: ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლებლობას გაძლევთ, ახლოდან გააიცნოთ
500,000-იანი ემიგრანტი აუდიტორიის აქტიური ნაწილი, რითაც შეძლებთ, პოტენციურად კიდევ უფრო მეტ ემიგრანტთან გქონდეთ წვდომა.

კავშირები: შეძლებთ, ახლოს გაიცნოთ ევროპასა და ამერიკაში წარმატებული ბიზნესისტორიის მქონე ქართველი კოლეგები.

ბიზნესცნობიერების ამაღლება: მონაწილეები შეხვდებიან გამოცდილ სპიკერებს ცნობილი ფრანგული კომპანიებიდან და გაეცნობიან ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკას

რეკრუტინგის შესაძლებლობები: ღონისძიებას დაესწრება ასობით ქართველი სტუდენტი თუ კურსდამთავრებული ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან. ისინი სიამოვნებით ითანამშრომლებდნენ ორგანიზაციებთან, რომლებთანაც საერთო ღირებულებებით იქნებოდნენ დაკავშირებულები.

ევროპულ ბაზარზე ოპერირებისთვის საჭირო ინფორმაციას ბიზნესები მიიღებენ უშუალოდ ადგილობრივი პარტნიორისგან — საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონის, ელზასის, ეკონომიკური განვითარების სააგენტო ADIRA-სგან. სააგენტოს მხარდაჭერით კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა შეიტყონ, როგორ განახორციელონ ბიზნესის აქტივობების ნაწილობრივი ან სრული რელოკაცია ევროპაში.

ღონისძიების პროგრამა და სპიკერები:

4-დღიანი ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს:

◾ პანელური დისკუსიები:

ქართულ-ევროპული ურთიერთობები; მედია და ადამიანის უფლებები; ახალგაზრდა ამბასადორები, ბიზნესი; ემიგრაციული გაერთიანებები.

◾ დადასტურებული სპიკერები და მოდერატორები:

შოთა დიღმელაშვილი – ფორბსის მთავარი რედაქტორი; ანა ცხოვრებოვა – ჟურნალისტი; სოსო ბერიკაშვილი – ეკონომისტი; ელისო ჯარიშვილი – ჟურნალისტი; დათო გორგილაძე – მწერალი; ზურა ვარდიაშვილი – ჟურნალისტი; მაია ოთარაშვილი – ამერიკის საგარეო საქმეთა ცენტრის დელფი ვიცე-პრეზიდენტი; ნინო დოლიძე – ISFED-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არჩევნების ექსპერტი. ღონისძიებაზე სპიკერები იქნებიან როგორც ევროკავშირის ქვეყნების ქართული საემიგრაციო გაერთიანებების წარმომადგენლები, ასევე ევროპარლამენტარები, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და ბიზნესლიდერები ბალტიისპირეთიდან და უკრაინიდან.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ჟურნალისტი მიროსლავა ღონღაძე და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

◾ კულტურული პროგრამა:

  • ლანა ღოღობერიძისა და ნინო კირთაძის ფილმების ჩვენება;
  • თეატრი სახელოსნო 42-ის სპექტაკლი საქართველო 1921-1924. რეჟისორი – ლევან წულაძე (ჭოლა);
  • მუსიკა: ბენდი Laudspeakers, ნიკა ჩოხელი და სხვა მუსიკოსები;
  • ევროპასა და აშშ-ში მოქმედი ქართული ბიზნესების გამოფენა-გაყიდვა.

◾ დასკვნითი ღონისძიება:

Half Day Conference ევროპარლამენტის მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც საინტერესო და მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართება.

მონაწილეობისა და რეგისტრაციის პირობები:

რადგან ღონისძიების ხარჯები იფარება პარტნიორი/სპონსორი ბიზნესების მიერ, მასზე დასწრება უფასოა, თუმცა მსურველებისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია და QR კოდის მიღება.

რეგისტრაციის გავლა ოფიციალურ ვებგვერდზე 20 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

სპონსორობისა და პარტნიორობის შესაძლებლობები:

რადგან ღონისძიების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოსა და დასავლეთს შორის დაზიანებული ხიდების აღდგენასა და ახლის აშენებას, პარტნიორებად და სპონსორებად განვიხილავთ მხოლოდ ისეთ კომპანიებს, რომლებიც თავიანთი ღირებულებით თანხვდენაში არიან ღონისძიების სულისკვეთებასთან.

დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: enterprise@bridgesofvalues.org

გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ

თვალი ადევნე სიახლეებს Bridges Strasbourg 2025 ღონისძიებასთან დაკავშირებით

🔹 ღონისძიების პარტნიორები

  • GéNaissance – ღონისძიების ადგილობრივი პარტნიორი
  • Forbes Georgia – მედიაპარტნიორი
  • Nexia Georgia – ბიზნესპარტნიორი
Previous Post

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება – მოემზადე, ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტისათვის ახალი თიბისი ბარათით

Next Post

პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის EU-ში გაწევრებას არ ეწინააღმდეგება

იზა გვარამაძე

Next Post
პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის EU-ში გაწევრებას არ ეწინააღმდეგება

პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის EU-ში გაწევრებას არ ეწინააღმდეგება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

Recent News

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result