Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გულწრფელობის და გამბედაობის მნიშვნელობა განათლების გზაზე – ეკატერინე ჭონიშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

by Anina Tepnadze
August 25, 2025
in სიახლეები
0
გულწრფელობის და გამბედაობის მნიშვნელობა განათლების გზაზე – ეკატერინე ჭონიშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ამერიკის შეერთებული შტატების სამაგისტრო-სასტიპენდიო პროგრამის, Fulbright-ის თანადამფინანსებელი 2014 წლიდან გახდა. 

რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამაში ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. 

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული ეკატერინე ჭონიშვილი გახდა, რომელიც ორეგონის შტატში, Oregon State University-ში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ისწავლის. 

განათლების გზაზე არ გაჩერდე

ეკატერინე პროფესიით ფიზიკოსია, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა, მანამდე კომაროვის სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო. სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში, შემდეგ კი სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობდა და პროგრამირების მიმართულებით აგროვებდა სამუშაო გამოცდილებას. 

ამჟამად ეკატერინე ხელოვნური ინტელექტით არის დაინტერესებული და Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობაც საკუთარი ინტერესებისა და ცოდნის განვითარების მიზნით გადაწყვიტა.

„Fulbright-ის პროგრამის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, თუმცა უშუალოდ აპლიკაციის შევსება და მონაწილეობის მიღება შარშან პირველად გადავწყვიტე. აპლიკაცია მოცულობითია, საჭირო იყო სამოტივაციო წერილი, რეკომენდატორების მოძიება, უნივერსიტეტების შერჩევა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ Fulbribght-ი სრულად შეესაბამება ჩემს მიზნებსა და სურვილებს, ყველა ეს საჭირო პროცედურა დიდი მოტივაციით და პასუხისმგებლობით გავიარე”, – აღნიშნავს ეკატერინე.

კონკურსში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა უნივერსიტეტების შერჩევაა, თუმცა Fulbright-ის კომისია საბოლოოდ თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ უნივერსიტეტებში გაანაწილებს გამარჯვებულებს:

“ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არჩეული უნივერსიტეტი ყოფილიყო კონკურენტუნარიანი. ჯერ კიდევ კომაროვის სკოლაში, სადაც კონკურენცია და სისტემატური გამოცდები ყოველდღიური რეალობა იყო, შევეჩვიე აქტიურ შრომასა და ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს. უნივერსიტეტების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი მათ კავშირს ინდუსტრიასთან. ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩემთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ აკადემიური განათლება და თეორიული ცოდნა, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების რეალური შესაძლებლობები”, – გვიყვება ეკატერინე. 

ეკატერინე ამერიკაში სწავლის შემდეგ გეგმავს, საქართველოში დაბრუნდეს და შეძენილი გამოცდილებით საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესში.

“მსურს  მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო ამერიკაში სწავლის პერიოდი. გარდა ამისა, დამოუკიდებლად ცხოვრება, ახალი კულტურა და ახალი ადამიანები, ვფიქრობ, მნიშვნელოვან გამოცდილებას მომცემს. საქართველოში ბოლო წლებია, რაც ხელოვნური ინტელექტი ფეხს იკიდებს. ჩემი  უმთავრესი მიზანია,  საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთო ადგილობრივ პროფესიულ გარემოში და ხელი შევუწყო AI-ის ინტეგრაციას სხვადასხვა სფეროში”, – აღნიშნავს ეკატერინე. 

მომავალ ფულბრაიტელებს, რომლებიც შესაძლოა ჯერ ვერ ბედავენ აპლიკაციის შევსებას კი ურჩევს:

“არაფერია შეუძლებელი.  ყველას ვურჩევდი, რომ აპლიკაციის შევსებამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საკუთარ მიზნებზე. გულწრფელობა დიდ კონკურენციაში გამარჯვების მთავარი იარაღია. ამის შემდეგ კი მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ პროცესს, იფიქრონ სიღრმისეულად თითოეულ შეკითხვაზე, დეტალურად აღწერონ საკუთარი გამოცდილება და მომავალი მიზნები”, – გვიყვება ეკატერინე. 

თუ თქვენც გსურთ, ისწავლოთ საზღვარგარეთ, აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

Previous Post

Forbes Georgia | 2025 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

Next Post

ინაუგურაციის შემდეგ ტრამპმა $100 მილიონის ღირებულების ობლიგაციები შეიძინა

Anina Tepnadze

Next Post
ინაუგურაციის შემდეგ ტრამპმა $100 მილიონის ღირებულების ობლიგაციები შეიძინა

ინაუგურაციის შემდეგ ტრამპმა $100 მილიონის ღირებულების ობლიგაციები შეიძინა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result