Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes Georgia | 2025 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

by Forbes.ge
August 27, 2025
in არქივი
0
Forbes Georgia | 2025 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი
0
SHARES
0
VIEWS

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2025 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

◾ ყდაზე | საერთაშორისო აღიარება ადგილობრივი წარმატებისათვის | ავტორი: ანინა ტეფნაძე

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Moore უკვე 17 წელია, საქართველოში წარმატების ისტორიას ქმნის. SARAS-ის მონაცემებით, Moore-ი 2024 წელს 63%-ით გაიზარდა და ამჟამად საქართველოში მოქმედ აუდიტორულ კომპანიებს შორის მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო შემოსავლების წლიური 63%-იანი ზრდით მე-2 ადგილზეა საქართველოში.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

რეიტინგი

◾ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კერძო სკოლები

საქართველოში 200-ზე მეტი კერძო სკოლაა, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას სახელმწიფო რეგულირების პირობებში ახორციელებენ. ასეთ სკოლებში კი დაახლოებით 70 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც ქვეყანაში მოსწავლეების რაოდენობის 11%-ია. არსებული სკოლების თითქმის 25%-ის აქტივების ღირებულება მილიონ ლარს აღემატება, ხოლო სკოლების დანარჩენი 75% მცირე ზომისაა. 

გთავაზობთ 2023 წლის მანძილზე მიღებული ამონაგების მიხედვით ყველაზე შემოსავლიანი კერძო სკოლების ორმოცდაათეულს

◾ რაში იხარჯება თბილისის ბიუჯეტი?

2025 წელს ქალაქ თბილისის ბიუჯეტი 2.3 მილიარდი ლარია. ეს არის ის თანხა, რაც წელს თბილისის მთავრობამ უნდა დახარჯოს. 2024 წელთან შედარებით ბიუჯეტი 9.3%-ით, 194 მლნ ლარით არის გაზრდილი. ბოლო 10 წელიწადში თბილისის ბიუჯეტი თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. ამჟამად არსებული თბილისის ბიუჯეტის კანონპროექტით, 2025 წელს თბილისის მთავრობა 2.3 მილიარდ ლარს დახარჯავს, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს. წარმოგიდგენთ, თუ რით ივსება და რაში იხარჯება თბილისის ბიუჯეტი. 

წაიკითხეთ სრულად 

მოსაზრება

◾ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა: არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური და ცივილიზაციური ზიანი | ავტორი: თენგიზ ვერულავა

ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის და­კარ­გ­ვით, საქართველოსთვის დასავლეთისგან დისტანცირება არ არის მხოლოდ პოლიტიკური მარცხი. ეს, პირველ ყოვლისა, ეგზისტენციალური, ცივილიზაციური და კულტურული ზიანია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს განვითარების იმ გზას, რომლისკენაც ქვეყანა საუკუნეებია, მიისწრაფვის.

წაიკითხეთ სრულად

◾კავკასიურ ცარცის წრეში მხოლოდ საქართველო რჩება? | ავტორი: აკა ზარქუა

2021 წელს სომ­ხე­თის ვადამდელი არჩევნების გასაშუქებლად ჩასულმა ადგილობრივებისგან საინტერესო ხუმრობა მოვისმინე – ყარაბაღის მეორე ომიდან სულ რამდენიმე თვე იყო გასული, ქვეყანაში იმედგაცრუებისა და მარცხის ატმოსფერო იოლად შესამჩნევი იყო, სწორედ მწვავე პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც. „სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთი ყოველთვის კონფლიქტს უჭერდა მხარს”, – ასე ჟღერდა ხუმრობა, რომელშიც ჩვეულზე უფრო დიდი სიმართლის მარცვალი იყო. ყარაბაღის კონფლიქტი, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, დნესტრისპირეთისა და სხვების მსგავსად, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენისა და წნეხის მთავარი ინსტრუმენტი იყო.

წაიკითხეთ სრულად

ინტერვიუ

◾ კვლავ გავხადოთ უკრაინა დიადი | ავტორი: პეტრო ჩერნიშოვი

77 წლის სტივ ფორბსი, Forbes-ის ბრენდის დამფუძნებლის შვილიშვილი და Forbes U.S.-ის ამჟამინდელი მთავარი რედაქტორი, ეკონომიკური თავისუფლების დიდი ხნის დამცველი და რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერია. რას ფიქრობს ის გლობალურ პოლიტიკასა და მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე და რა რჩევებს სთავაზობს ის უკრაინას წარმატებული ქვეყნის ასაშენებლად? 

ანტრეპრენიორები

◾ დინამიკური მენიუ დინამიკური სამყაროსთვის | ავტორი: ანინა ტეფნაძე

სტარტაპი Chama ბავშვობის მეგობრებმა, თორნიკე გაგუამ და გიორგი ლორიამ 20 წლის ასაკში შექმნეს. დინამიკური ციფრული მენიუების პლატფორმა რესტორნებს დატვირთულობის ოპტიმიზაციაში ეხმარება, მომხმარებლებს კი შესაძლებლობას აძლევს, სასურველ კერძებში ნაკლები გადაიხადონ. სტარტაპი GITA-ს 150,000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. Forbes Georgia თორნიკესა და გიორგის სარესტორნო ინდუსტრიაზე, სტარტაპის შენების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

წაიკითხეთ სრულად

◾ მენტორპრენიორი| ავტორი: იზა გვარამაძე

დავით ციცქიშვილის ანტრეპრენიორული მოგზაურობა დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო. ამ გზაზე არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა მწარე გამოცდილებამ არათუ წინსვლა შეაწყვეტინა, არამედ წარმატებისკენ მის მთავარ მეგზურად იქცა. მიზნისკენ გზის გაკვალვაში ახლა უკვე სხვა ახალბედა მეწარმეებს ეხმარება, თვითონ კი ახალი ანტრეპრენიორული თავგადასავლებისთვის ემზადება. 

პარტნიორებისაგან

◾ ჩარჩოებს მიღმა: უძრავი ქონების ახლებური გააზრება | ავტორი: ანინა ტეფნაძე

საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის გაჯერებასთან ერთად, სტანდარტული საინვესტიციო მოდელები მოძველდა. Idea Developmentის თანადამფუძნებელი გიორგი ფოცხვერია დარწმუნებულია, რომ მომავალი მონაცემებზე დაფუძნებულ პერსონალიზაციაშია. Idea Invest-ის მეშვეობით, ის ქმნის პლატფორმას, რომელიც ამ ცვლილებას მომზადებული შეხვდება.

წაიკითხეთ სრულად

◾ ხელმისაწვდომი საწვავის პორტალი | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე 

საქართველოს საწვავის ბაზარზე კონკურენცია იზრდება, თუმცა “პორტალი” ქსელის გაფართოებასა და ხარისხის შენარჩუნებას ერთდროულად ახერხებს, რაც დღეს ბევრისთვის გამოწვევად რჩება.

წაიკითხეთ სრულად.

◾ კურორტების განვითარების ახალი სტანდარტი | ავტორი: იზა გვარამაძე

Petra Group-ი უძრავი ქონების ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა, თუმცა მის ძირითად ბირთვს სექტორის გამოცდილი ექსპერტები წარმოადგენენ. თინათინ კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, კომპანია საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით დამოუკიდებელი კონცეფციის კურორტებს ქმნის და მიზნად ისახავს, საქართველოში კურორტების განვითარების ახალი სტანდარტი დაამკვიდროს. 

წაიკითხეთ სრულად 

ეკონომიკა 

◾ საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა — მიზეზი |  ავტორი: ეგნატე შამუგია

შრო­მის ბა­ზარ­ზე ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის დადებითი დინამიკა მიმდინარე პერიოდშიც შენარჩუნდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.7%-ით გაიზარდა, რაც რეალურ გამოხატულებაში (სამომხმარებლო ფასების ინდექსით კორექტირებული) ხელფასების დონის 8.8%-იანი მატებაა. პირველი კვარტალის მდგომარეობით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2,100 ლარია.

წაიკითხეთ სრულად

◾ როგორი იყო ტურიზმისთვის 2025 წლის პირველი ნახევარი? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

სა­ქარ­თ­ვე­ლო იმ ქვეყ­ნე­ბის რიგ­ში­ა, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი, ეკონომიკის ზრდა და ლარის კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვნად არის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე დამოკიდებული. მაგალი­­­­­­­თად, 2024 წელს საქონლით საგარეო ვაჭრობაში საქართველოს 6.6 მილიარდი დოლარის დეფიცი­­­­­­­ტი ჰქონდა, საიდანაც 3.9 მილიარდი დოლარი ტუ­­­­­­­რისტებისგან მიღებულმა თანხამ დაფარა.

საკითხავი

◾ ატროპატენედან აზერბაიჯანამდე | ავტორი: ნიკა ხოფერია

აზერბაიჯანი, როგორც ამიერკავკასიის ერთ-ერთი სახელმწიფოს, ისე აზიის დიდი ისტორიული რეგიონის ძველი სახელია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და რომელიც ანტიკურობიდან მოდის. რა გეოგრაფიულ არეალს მოიცავს აზერბაიჯანი, რას წარმოადგენდა ისტორიულად და რომელ ცივილიზაციებს უარსებიათ ამ სივრცეში? 

 

Tags: top
Previous Post

ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო ბრენდები ევროპაში

Next Post

გულწრფელობის და გამბედაობის მნიშვნელობა განათლების გზაზე – ეკატერინე ჭონიშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გულწრფელობის და გამბედაობის მნიშვნელობა განათლების გზაზე – ეკატერინე ჭონიშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

გულწრფელობის და გამბედაობის მნიშვნელობა განათლების გზაზე – ეკატერინე ჭონიშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result