Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ზაკი ასაკში შედის

by Davit Tsiramua
December 6, 2023
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერნეტი, კომპანიები, მსოფლიო, პროფილი, სტრატეგიები, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ზაკი ასაკში შედის
0
SHARES
0
VIEWS
40-თან მიახლოების პარალელურად სოციალური მედიის თითით საჩვენებელ ბიჭს, თავისი ბილ გეიტსის მომენტები უჩნდება: რბილდება (ცოტათი), მწიფდება (ცოტა უფრო მეტად) და შემაძრწუნებელი თავდაჯერებულობით თავდაყირა აყენებს თავის კომპანიას. ესაა დიდი ფსონი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების მომავალზე – და მის მემკვიდრეობაზე.

აკვარიუმად წოდებულ შუშის კედლიან საკონფერენციო ოთახში მჯდომი მარკ ცუკერბერგი აწარმოებს ხარჯსარგებლიანობის ანალიზს საკითხზე, რომლის გამოც ის ახალი ამბების ჰედლაინებში მოხვდა: საბრძოლო ხელოვნება.

დღეს ის თავში დარტყმებს სხეულზე დარტყმებს ადარებს. „სახეში დარტყმა დიდად არ მტკივა, – ამბობს ის. – ეს უბრალოდ ტვინს აზიანებს“.

ილონ მასკთან გალიაში შერკინებამ, რომელსაც ახდენა აშკარად არ უწერია („ვვარაუდობდი, რომ ის ამას არ გააკეთებდა“), ცუკერბერგს აქტუალობა ყველაზე სულელური გზით დაუბრუნა, მაგრამ ის ასევე ემსახურებოდა ბიზნესმიზანსაც: თავისი კარიერის განმავლობაში ის, როგორც წესი, ძირს უთხრიდა თავის მონუმენტურ მიღწევებს არასწორი ნაბიჯების ჭაობში შეტოპვითა და დემოკრატიის დამღუპველი სკანდალებით. ასე რომ, მასკთან პაექრობა იშვიათობას წარმოადგენდა: შესაძლებლობა, ეთამაშა გმირი Tesla-ს თავხედ ანტაგონისტ აღმასრულებელ დირექტორთან, იმის დემონსტრირებით, რომ Facebook-ის ყოფილი „ჩვილი აღმასრულებელი დირექტორი“ Meta-ს დიდ კაცად გადაიქცა.

„ის, რაც განსაზღვრავს თქვენს ბედს, თქვენი კონკურენტი არაა, – ამბობს ის. – საქმე ისაა, თუ როგორ მართავ ამას“.

ასეთი მიდგომა დროულია. მომავალ მაისს ცუკერბერგი 40 წლის გახდება, მისი ქონება $106 მილიარდადაა შეფასებული (მე-8 ნომერი Forbes 400-ში), ფილანთროპიული ერთეული, რომელიც შექმნილია მაქსიმალური გავლენისთვის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის გარდაქმნის ვალდებულებით, რომელზეც მას პრაქტიკულად ტოტალური კონტროლი აქვს. მრავალი თვალსაზრისით, მას აქვს ბილ გეიტსის მომენტი. ცუკერბერგის მსგავსად, გეიტსმაც მიატოვა Harvard-ი ისტორიულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპანიის შესაქმნელად. ცუკერბერგის მსგავსად, ის იყო თავისი სფეროს ნერდი ბიჭი-საოცრება. ცუკერბერგის მსგავსად, მან შეიძინა თაყვანისმცემლები, მტრები და გამოიწვია ანტიმონოპოლიურის შეშფოთება მწვერვალებისკენ მიმავალ უხეშ, დაუნდობელ გზაზე.

შემდეგ კი, თავის 40-იანებში, გეიტსმა სცენარი შეცვალა. მან გარდაქმნა თავისი იმიჯი სასტიკი მონოპოლისტიდან გლობალურ ქველმოქმედამდე, რის წყალობითაც მისი კომპანია და დანატოვარი გამარჯვებული დარჩა.

როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოიყურებოდეს ცუკერბერგისთვის? მისი მეგობარი და თანატოლი, Spotify-ის დამფუძნებელი დანიელ ეკი, აღწერს ნარატიულ რკალს, რომელსაც მიმდინარე მომენტამდე მივყავართ.

შეუსრულებელი მისია — თავის მეუღლესთან, პედიატრ პრისცილა ჩანთან ერთად, ცუკერბერგმა დაისახა პოტენციურად სიზიფური ამოცანა: დაეხმაროს მეცნიერებას საუკუნის ბოლომდე ყველა დაავადების განკურნებაში, მართვაში ან პრევენციაში. ჩანი ამბობს: „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რაზე საუბარსაც ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი შვილების სიცოცხლეში შესაძლებელი იქნებოდა“.

ეს არის „სოციალური ქსელის მარკი“, – ამბობს ეკი, 2010 წლის ფილმზე, რომელიც ასახავდა Facebook-ის დამფუძნებელს, როგორც ამპარტავან, ორპირ გენიოსს. და შემდეგ არის „Cambridge Analytica ანუ „ბოროტი მარკი’“, – ამბობს ის და გულისხმობს კომპანიის მონაცემების შეგროვების სკანდალს.

რასაც დღევანდელ მარკთან მივყავართ. „ის ბევრად უფრო ავთენტურია თავის საჯარო პერსონაში, – ამბობს ეკი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მისი სამი მარკი ასახავს საზოგადოების აღქმას და არა მის აზრს. – მან ბევრი რამ ისწავლა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და გულში ახალი ცეცხლი გაუჩნდა. მან გააცნობიერა, რომ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს, რადგან აქვს ეს უზარმაზარი პლატფორმა… მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ცოტა ძველი მარკიც, სადაც ის ფსონს დებს რაღაცებზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეუბნება, რომ „ეს არასოდეს იმუშავებს“. მათ შორის ყველაზე საგულისხმოა სავარაუდოდ $100 მილიარდის ინვესტიცია ფანტასტიკურ, მაგრამ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ, მეტავერსად წოდებულ ვირტუალურ სამყაროში, რომელში ჩადებული ფულიც შეიძლება ვერ ამოიღოს კიდევ შვიდი წლის განმავლობაში, ან საერთოდ ვერასდროს.

ცუკერბერგმა აითვისა „სამყაროს საბრძოლო ხელოვნების ხედვა“, პირადად და Meta-სთვის, ამბობს ის. ეს მეტყველებს პატივისცემაზე, მიზანზე, დისციპლინაზე და მენეჯმენტის სახელმძღვანელოების ბევრ სხვა კლიშეზე. მაგრამ საბოლოოდ, ეს მესამე, უფრო მოწიფული ცუკერბერგი დაეყრდნობა სხვა MMA-პრინციპს: თვითშემეცნებას. „როდესაც შეჯიბრში მიდიხარ, სხვა ადამიანს კი არ ებრძვი, არამედ ებრძვი საკუთარ თავს, არა? – ამბობს ის. – თქვენ უბრალოდ ცდილობთ, იყოთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია“.

***

თავის გარდასახვის გზაზე ცუკერბერგი არაჩვეულებრივად თავისუფალია. პროფესიონალურად მას ვერავინ ეტყვის, რა უნდა გააკეთოს. Facebook-ს აქვს ორმაგი აქციების სტრუქტურა, რაც მას შეუზღუდავ კონტროლს ანიჭებს. ამჟამად ის ფლობს B-კლასის წილების 99%-ს და აქვს ხმის მიცემის მთლიანი უფლების 61%, რაც მას არაანგარიშვალდებულ პირად აქცევს, რომლის დათხოვნაც შეუძლებელია.

„შეგიძლიათ თუ არა შეკრიბოთ ყველა სხვა საერთო აქციონერი მარკის წინააღმდეგ ხმის მისაცემად? – კითხულობს მისი მეგობარი და Facebook-ის თანადამფუძნებელი დასტინ მოსკოვიცი. – არა, არ შეგიძლიათ“.

ეს იყო სოციალური ქსელის მარკის ფუნდამენტური ნაბიჯი – შემოთავაზებული, არც მეტი არც ნაკლები, Napster-ის თანადამფუძნებლისა და Facebook-ის ყოფილი პრეზიდენტის შონ პარკერის მიერ, რაც განსახიერდა ცუკერბერგის ადრეულ სავიზიტო ბარათებში, რომლებზეც ეწერა I’m CEO, BITCH. Facebook-ის პირველ დღეებში საკუთარი ბედის კონტროლის საჭიროებამ იმძლავრა. ცუკერბერგი იხსენებს 2006 წელს, როდესაც Yahoo-მ $1 მილიარდი შესთავაზა მაშინ სულ რაღაც ორი წლის Facebook-ის შესაძენად. „როცა მე არ მინდოდა კომპანიის გაყიდვა, ინვესტორები ალბათ ფიქრობდნენ: ‘იქნებ სხვა გუნდი აგვეყვანა?’ და ამ დროს პასუხობ: ‘აჰ, ამის გაკეთება არ შეგიძლიათ’“, – ამბობს ის და ჩუმად იცინის.

გასაგებია, რომ ცუკერბერგი ამას უყურებს, როგორც ნიშან-თვისებას და არა როგორც შეცდომას. „მსოფლიოში უამრავი კომპანიაა, ევრი კაპიტალი რომ აქვს… მაგრამ არა აქვს ხელმძღვანელობა ან გამგეობის სტრუქტურა, რომელიც მათ მომავალზე დიდი ფსონების დადების საშუალებას მისცემდა, – ამბობს ის. – ჩვენ ვართ დამფუძნებლების მიერ კონტროლირებული კომპანია“.

ეს უდავოდ დაეხმარა Facebook-ს რამდენიმე შენაძენის განხორციელებაში, რაც ოდესღაც გაბედულად აღიქმებოდა, მაგრამ ახლა მას პატივისცემით (WhatsApp-ი), ცნობისმოყვარეობით (Oculus-ი) ან მოწიწებით უყურებენ (Instagram-ი, ამ საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო კორპორაციული შესყიდვა).

ცუკერბერგის ზღაპრული ქონება

2008 წელს, 24 წლის ასაკში, Facebook-ის დამფუძნებელი იყო ყველაზე ახალგაზრდა თვითნაბადი მილიარდერი, ოდესმე FORBES 400-ში მოხვედრილებიდან. შვიდი წლის შემდეგ ის ყველაზე ახალგაზრდა იყო ტოპ-ათეულში.

მიუხედავად ამისა, ამ წარმატებებმა, როდესაც Facebookმა 2012 წელს თითქმის $82 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია გამოაქვეყნა, ასევე გამოიწვია „ბოროტი მარკის“ პერიოდი, რომელიც შეიძლება შეჯამდეს ერთი სიტყვით: თავხედობა. 2010-იანი წლების შუა ხანებში ცუკერბერგმა მიდვესტში მოსმენების ბრეინშტორმინგი მოაწყო მეთევზეებთან, ფერმერებთან და მეხანძრეებთან ერთად. იმავდროულად, მენლო-პარკში, კალიფორნიაში, მისი კომპანია, რომელიც მსოფლიოს ყველა სხვა კომპანიაზე უკეთ აკავშირებს, დემოკრატიაზე უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმისთვის გამოიყენებოდა.

ეს სერიოზული საქმეა: 2014 წელს Facebook-ის ალგორითმმა გააძლიერა მიანმარში ეთნიკური ძალადობის მოწოდებები, რამაც ხელი შეუწყო გენოციდის წაქეზებას როჰინჯას უმცირესობის წინააღმდეგ. 2016 წელს Cambridge Analytica-მ, დონალდ ტრამპის კამპანიის კონსულტანტმა, არასწორად გამოიყენა Facebook-იდან შეგროვებული მონაცემები საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა პროფილების შესაქმნელად. იმავე წელს რუსეთმა არსებითად აქცია Facebook-ი უთანხმოების გამომწვევ ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტად. 2021 წელს მამხილებელმა ფრენსის ჰაუგენმა გამოავლინა, რომ Facebook-ის ხელმძღვანელობამ იცოდა იმ ზიანის შესახებ, რაც მისმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს – ამის მიუხედავად, უპირატესობას ანიჭებდა მოგებასა და ზრდას.

„მარკ ცუკერბერგის მემკვიდრეობა იქნება ის, რომ მისმა კომპანიამ მთავარი როლი შეასრულა დემოკრატიის დათრგუნვაში, – ამბობს ვენჩურული კაპიტალისტი როჯერ მაკნემი, Facebook-ის ადრეული ინვესტორი (და Forbes-ის ყოფილი ინვესტორი), რომელიც მას ღიად აკრიტიკებს. – Facebook-ის გარეშე, მსოფლიო სულ სხვანაირად… და ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. მათთვის, ვისაც სიკეთის კეთების ამხელა შესაძლებლობა ჰქონდა, ეს ტრაგედიაა“.

ამასთან დაკავშირებით, ცუკერბერგი, რომელმაც თავდაპირველად უარყო შეშფოთება Facebook-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის შესახებ, როგორც „სიგიჟე“, მაშინაც კი, როცა ეს მის ცხვირწინ ხდებოდა – ამბობს: „მსოფლიოს ზოგიერთ მთავრობას კვლავ ექნება მსგავსი კამპანიების გატარების მცდელობები“, და დასძინა: „ვფიქრობ, ჩვენი გუნდები ბევრად უფრო დახვეწილნი არიან ამ საკითხის მოგვარებაში“.

სულ ესაა, რასაც ჩვენ, სავარაუდოდ, მივიღებთ. ხმის მიცემაზე კონტროლი მეტწილად განსაზღვრავს იმას, რომ ის მხოლოდ ბოდიშით შემოიფარგლოს. „ჩვენ არასაკმარისად შევაფასეთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს დიდი შეცდომა იყო – თქვა მან კონგრესის მოსმენაზე 2018 წელს, როცა ბოდიშს იხდიდა Cambridge Analytica-ს სკანდალის გამო. – ეს ჩემი შეცდომა იყო და ვწუხვარ. მე დავიწყე Facebook-ი, მე ვმართავ მას და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც აქ ხდება“.

მაგრამ პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება სხვადასხვა რამაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიგანტური აქტივების ფირმები, რომლებიც მხარს უჭერენ მას, მათ შორის Vanguard-ი, BlackRock-ი და Fidelity, ხედავენ, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა, მან აქციონერებისთვის უდავოდ დიდი რეკორდი დაამყარა. ბოლო სამი წლის განმავლობაში Meta-ს აქციები ჩამორჩებოდა S&P 500-ს თითქმის 16 პროცენტული პუნქტით, მაგრამ მათ აჯობეს ინდექსს 31 და 367 პროცენტული პუნქტით, შესაბამისად, ხუთი და ათი წლის განმავლობაში.

კეთილგანწყობილ დიქტატურებს თეორიულად შეუძლიათ დიადი საქმეების კეთება. „უბრალოდ, მსოფლიოში ვერ ნახავთ ბევრ ადგილს, სადაც შეგიძლიათ ისეთი გრძელვადიანი ფსონები დადოთ, როგორც ჩვენ გვაქვს“, – ამბობს ცუკერბერგი და ეს სწორია. მაგრამ თვითშეცნობის გარეშე, ეს კეთილგანწყობა უფრო „ბოროტ“ მარკს წააგავს, რომელსაც ეკი ახსენებდა – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი დირექტორის მმართველობა შეიძლება ნახევარ საუკუნეს აღემატებოდეს.

„ვფიქრობ, რომ Meta-ში დიდხანს დავრჩები“, – ამბობს ცუკერბერგი.

***

ძნელია ვინმეს მომწიფების მომენტის ზუსტად დადგენა, მაგრამ ცუკერბერგისა და მესამე მარკის მიხედვით, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით ბევრად უარესი შედეგიც შეიძლება დამდგარიყო.

Facebook-ის აქციამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. კომპანიის ღირებულება ახლა $1.1 ტრილიონს უკაკუნებდა, ხოლო თავად ცუკერბერგი დაახლოებით $136 მილიარდად ფასდებოდა. მისი ძალისხმევა მეტავერსისთვის ტემპს იკრებდა. მომდევნო თვეში მან განაცხადა Facebook-ის სახელის Meta Platforms-ად გადაკეთების შესახებ და თავისი ბრენდი დადო ფსონზე, რომ მეტავერსი გახდებოდა კომპიუტერების მომავალი – რაც სწორედ დამფუძნებელზე ორიენტირებული დიდი ფსონის მაგალითია.

„რაზე ხარჯავ მთელ ამ ფულს? მოკლედ, ჩვენ ჩვეულებრივ სათვალეში სუპერკომპიუტერის მოთავსებას ვცდილობთ“.

შემდეგ მოვიდა ანგარიშიც დროც. მომდევნო 14 თვის განმავლობაში, Meta-ს აქციები 75%-ით დაეცა, წლიური შემოსავლის პირველად დაცემის გამო, 2022 წელს წმინდა შემოსავალი 41%-ით შემცირდა. ცუკერბერგის ქონებამ $33 მილიარდამდე იკლო. ამაში წვლილი შეიტანა 2021 წლის კონფიდენციალურობის განახლებამ Apple-ის მობილურ ოპერაციულ სისტემა iOS-ში, რამაც გაართულა ტექნიკური კომპანიებისთვის მომხმარებლების თვალყურის დევნება აპებში. და კიდევ ერთი დამნაშავე: კონკურენცია TikTok-ისგან.

გასულ წელს ცუკერბერგმა მაშინ რაღაც განსხვავებული გააკეთა. არავითარი წინ მიწოლა. არავითარი დაგვიანებული ნახევრად ბოდიში. სამაგიეროდ, მან მიდგომა შეცვალა. მას შემდეგ, რაც ოთხი წლის განმავლობაში მუშახელი 33,600-დან 87,000-მდე აიყვანა, ცუკერბერგმა გასულ ნოემბერში გამოაცხადა 11,000-ზე მეტი თანამშრომლის – კომპანიის 13%-ის დათხოვნის შესახებ, შემდეგ კი, მიმდინარე მარტს, ამ რიცხვს კიდევ 10,000 დაამატა. „ჩვენ შარშან ძალიან მკაცრი ზარები განვახორციელეთ, – ამბობს ის პირდაპირ. – ეს ნამდვილად არაა ის, რისი გაკეთებაც შეიძლება გინდოდეს“.

„ჩვენ შევეცადეთ, შეგვექმნა კომპანიის საოპერაციო ჩარჩო ორი მიზნისთვის, – განაგრძობს ის. – ერთი იყო, დაგვეწყო უფრო ეფექტიანად მუშაობა და უკეთესი პროდუქტები უფრო სწრაფად შეგვექმნა. მეორე იყო ფინანსური სივრცის უზრუნველყოფა ნებისმიერი მოულოდნელი დაბრკოლების გადასალახავად, რათა განვაგრძოთ ინვესტირება გრძელვადიან ხედვაში, რაც მეტწილად სწორედ ეს ორი ძირითადი ინვესტიციაა, რომელთაც ჩვენ ვაკეთებთ ხელოვნურ ინტელექტსა და მეტავერსში“.

ხედვა არ შეცვლილა იმის მიუხედავად, რომ მეტავერსი ზოგიერთმა უკვე ჩამოწერა, როგორც წარუმატებლობა და ცუკერბერგმა საჯაროდ განაცხადა, რომ ფულის ანაზღაურებას ათი წელი დასჭირდება. Meta-მ უკვე დააგროვა დაახლოებით $40 მილიარდის საოპერაციო ზარალი ალტერნატიული ვირტუალური სამყაროს იდეაზე დადებული ფსონის შედეგად, რომელსაც მისი Reality Labs-ის ჯგუფი ხელმძღვანელობს, მაგრამ ცუკერბერგი მაინც მთლიანად საქმეში რჩება. ეს მოლიპული გზაა: Horizon Worlds-მა — უფასო ვირტუალური რეალობის აპლიკაცია Quest VR-ყურსასმენებისთვის, რომელიც უნდა გამხდარიყო განსაცვიფრებელი გამოცდილებისა და VR-საკონფერენციო ზარების ეპოქის მაცნე — გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის სამიზნე 500,000 ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლის ნაცვლად 200 000-ზე ნაკლები ჰყავს, თებერვალში Wall Street Journal-ის მიერ მოყვანილი შიდა დოკუმენტის მიხედვით. ცუკერბერგიც კი აღიარებს, რომ Horizon Worlds-ი ვერ აკავებს მომხმარებელს ისე, როგორც საჭიროა. „ერთია იმის თქმა, რომ ‘კარგი, ეს შთამბეჭდავი გამოცდილებაა’, – ამბობს ის. – და სხვაა, რომ ‘მინდა ყოველ კვირას მსგავსი შეხვედრის ჩატარება’“.

„მაგალითად, Reality Labs-ში განსხვავებულ ინვესტიციას განვახორციელებდი, ყველაფერი რომ ჩემი გადასაწყვეტი იყოს“, – დასძენს სიუზან ლი, Meta-ს მთავარი ფინანსური დირექტორი.

ლი აღნიშნავს, რომ მისი შენიშვნა გასაკვირი არ იქნება ცუკერბერგისთვის, რომელიც მსგავსი დებატების მომხრეა. და როდესაც მან მიიღო კრიტიკა და კურსი გამოასწორა, ბაზრებმაც უპასუხეს. Meta-ს აქციების ღირებულება სამჯერ გაიზარდა 2022 წლის ბოლოდან მოყოლებული – მას დაეხმარა დაახლოებით $38 მილიარდის ღირებულების აქციების შესყიდვები გასული წლის დასაწყისიდან. ანალიტიკოსთა კონსენსუსის პროგნოზით, წელს შემოსავალი 14%- ით გაიზრდება, თითქმის $133 მილიარდამდე, ხოლო წმინდა შემოსავალი 50%-ით $34 მილიარდამდე, რაც მის ორი წლის წინანდელ მაქსიმუმს უახლოვდება. შედეგად, წილის ზრდამ ცუკერბერგი კვლავ პლანეტის ათ უმდიდრეს ადამიანთა შორის მოახვედრა.

მისთვის მეტავერსი არის გრძელვადიანი ხედვის ნაწილი, რომელიც არა მხოლოდ VR და AR, არამედ ხელოვნურ ინტელექტსაც მოიცავს. გეიტსის მსგავსად, რომელმაც თებერვალში Forbes-თან ინტერვიუში აღწერა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ბოლოდროინდელი მიღწევები, როგორც „ისევე მნიშვნელოვანი, როგორც კომპიუტერი ან ინტერნეტი“, ცუკერბერგი ხელოვნური ინტელექტის მეინსტრიმინგს ტრანსფორმაციულ მოვლენად ხედავს. და ისევე, როგორც ბევრმა სხვა ტექნიკურმა გიგანტმა, Meta-მ ასევე შექმნა დიდი ენის მოდელი, რომელზედაც მოამზადებს მისი მომავლის განმსაზღვრელ AI-ს, სახელწოდებით Llama 2. ის ღია წყაროა და ინტეგრირებული იქნება Meta-ს მრავალფეროვან პროდუქტში.

ფართოდ დახუჭული თვალები — Meta’s Quest-ყურსასმენის უახლესი ვერსია გთავაზობთ „შერეულ რეალობას“ (ვირტუალური რეალობისა და ფიზიკური სამყაროს ნაზავი) და გამოვა შემოდგომაზე; ეღირება $500.

„AI ყველაფერს გასწვდება“, – ამბობს ის და აღწერს ახლა უკვე ნაცნობ ახალ სამყაროს, რომელიც იწყება ჭკვიანი თანაშემწეებით და მთავრდება ჩვენი კოლეგების ჰოლოგრამებით საქმიან შეხვედრებზე. ცუკერბერგი ასევე ხედავს AI-ს, რომელიც Meta-ს სხვადასხვა პლატფორმაზე მცხოვრებ „პერსონაჟებს“ ქმნის. „მათ ექნებათ Instagram და Facebook პროფილები, – ამბობს ის. – თქვენ შეძლებთ მათთან საუბარს WhatsApp-ში, Messenger-სა და Instagram-ში და ისინი ავატარების სახით ვირტუალურ რეალობაში განსახიერდებიან“.

ის აღიარებს, რომ ხელოვნური ინტელექტი კიდევ ერთი ძვირად ღირებული მომავალი აზარტული თამაშია, მაგრამ ის Meta-ს ერთადერთი გადამწყვეტი აქციონერია და მას უძირო მოთმინება აქვს. „მოკლედ, სრული გაფართოებული რეალობის სათვალეებამდე მისვლას დამატებით დრო დასჭირდება. და სწორედ ამისკენ მიდის Reality Labs-ის ბიუჯეტის დიდი პროცენტი. ასე რომ, როდესაც ხალხი ამბობს: „რაში ხარჯავ ამდენ ფულს“? საქმე ამგვარადაა: „ჩვენ ვცდილობთ ჩვეულებრივ სათვალეში სუპერკომპიუტერის მოთავსებას“.

იმ შემთხვევაში, თუ Meta ამის შესრულებას პირველი მოახერხებს, ის შეძლებს ახალი ბაზრის განსაზღვრას. თუ ასე არ მოხდა, ეს იქნება ძვირად ღირებული სწრაფი მარცხი, როგორც ბევრი აქამდე: Facebook-ტელეფონი, დღეს უკვე მიტოვებული Portals-ის ვიდეოჩატის მოწყობილობა, გაუმართავი კრიპტოვალუტის მცდელობა Libra.

„აქ ჩვენი გამოცდილება არის წარუმატებლობა, მუდმივი წარუმატებლობა, ისეთი რამის მუდმივად კეთება, რაზეც ვფიქრობთ, რომ ხალხს მოეწონება“, – ამბობს Meta-ს ტექნოლოგიების დირექტორი ენდრიუ ბოზ ბოსვორტი. „ხალხს კი არ მოსწონს ისინი და ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ: ‘რატომ არ გიყვართ ეს?’ ჩვენ ამ კითხვას განუწყვეტლივ ვსვამთ. შემდეგ მას ჩვენ ვიმეორებთ, ვიმეორებთ და ვიმეორებთ, სანამ არ ვიპოვით პროდუქტის საბაზრო შესაბამისობას. ესაა ის, რაც ჩვენ ძალიან კარგად გამოგვდის“.

***

თუ პირველი ორი მარკი საზოგადოების აღქმას ეფუძნება, მესამე მარკმა ნამდვილად გააცნობიერა, თუ როგორ შეცვალა გეიტსმა თავისი იმიჯი იმ დიდი საზოგადოებრივი საქმის მეშვეობით, რომლებზეც მან ყურადღება თავის 40-იანებში გაამახვილა. ცუკერბერგი, რომელიც იმ დროს მხოლოდ 26 წლის იყო, Giving Pledge-ის ერთ-ერთი თავდაპირველი ხელმომწერი გახლდათ. კამპანიას სათავეში უდგანან გეიტსი და უორენ ბაფეტი, რომლებიც მილიარდერებს თავიანთი ქონების მინიმუმ ნახევრის ფილანთროპიაზე დახარჯვას სთხოვენ.

„ბილს ძალიან მტკიცედ სწამს, რომ თუ გსურთ, კარგად აკეთოთ ფილანთროპიული სამუშაო, როგორც დისციპლინა, თუ გსურთ ასაკში შესვლისთვის იყოთ კარგი ამ საქმეში, უნდა ივარჯიშოთ“, – ამბობს ცუკერბერგი.

2015 წელს, მათი ქალიშვილის დაბადებამდე, ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანმა, მას მისწერეს წერილი, სადაც პირობა დადეს, რომ Facebook-ის აქციების 99%-ს გადასცემდნენ თავიანთ ფილანთროპიულ მისიას, რომელსაც მოგვიანებით Chan Zuckerberg Initiative-ი დაარქვეს. დღეს მისი ფასი დაახლოებით $103 მილიარდია (პლუს $4.2 მილიარდი, რაც მათ უკვე გასცეს). თუ ისინი პირობას შეასრულებენ, და არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ეს არ მოხდება, CZI გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საქველმოქმედო ინიციატივა, მეორე გეიტსისა და მისი ყოფილი მეუღლის, მელინდა ფრენჩ გეიტსის შემდეგ, და შესაძლოა უფრო დიდიც – გააჩნია Meta-ს სამომავლო შედეგებს.

ჩანი აღწერს CZI-ს, როგორც „აბსურდულ შესაძლებლობას“. იგი არატრადიციულად შეიქმნა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რომელიც ფულის გაცემის გარდა ახორციელებს ვენჩურულ ინვესტიციებს მისი მიზნების შესაბამის მოგებიან კომპანიებში. ის ასევე აფინანსებს ადვოკატირების სამუშაოს. შპს-ის კონფიგურაცია ნიშნავს, რომ ცუკერბერგი და ჩანი არ იღებენ დაუყოვნებლივ საგადასახადო შეღავათს და არც უნდა გაამჟღავნონ მისი საქმიანობა. მაგრამ როდესაც ისინი შპს-დან აქტივებს გადასცემენ CZI-ის საქველმოქმედო ფონდს, რომელსაც აქვს $7 მილიარდის აქტივები (მისი ბოლო საგადასახადო განაცხადის მიხედვით), წყვილს ეხება საგადასახადო გამოქვითვა და სავალდებულო გამჟღავნების ვალდებულება. CZI-ის გაბედული მიზანია, დაეხმაროს მეცნიერებას საუკუნის ბოლომდე ყველა დაავადების განკურნებაში, მართვასა და პრევენციაში. სრული ქულები მაღალი მიზნისთვის, მაგრამ მკურნალობის უზრუნველყოფის რეალობა რთულია. ჩანი შეუდრეკელია. „პატივია მუშაობა იმ პრობლემებზე, რომლებიც ხალხს შეუძლებლად მიაჩნია“, – ამბობს ის.

ამ მიზნით, CZI გეგმავს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი AI გამოთვლითი კლასტერის შექმნას სიცოცხლის მეცნიერების არაკომერციული კვლევებისთვის, ცდილობს რა, უფრო სრულად მოახდინოს სხვადასხვა ადამიანის უჯრედების მოდელირება, რათა გაიგოს, თუ როგორ იქცევიან ისინი ჯანმრთელად და დაავადებულად. The Chan Zuckerberg Institute for Advanced Biological Imaging-ი, რომელიც დაფუძნებულია რედვუდში, კალიფორნიაში, უკვე ავითარებს ახალ გზებს უჯრედების მაღალი გარჩევადობის სანახავად, რათა ხელი შეუწყოს დაავადების ადრეულ გამოვლენას.

ასეთმა ექსპანსიურმა აზროვნებამ ცუკერბერგის მოქმედება შეცვალა. როდესაც მისი CZI-ის მიერ მხარდაჭერილი პირები სწავლობენ დაავადებებს, „მარკ სამმა” საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარი პროდუქტიულობის გასაზრდელად ჯანსაღი ცხოვრების წესი მიიღო, ვარჯიშობს თითქმის ყოველდღე და სძინავს მთელი რვა საათის განმავლობაში. ჯიუჯიტსუსთან და MMA-სთან ერთად ის ერთვება ბრძოლაში, მაგრამ პატივისცემითა და უფრო გააზრებული გზით. და ის აშკარად აცნობიერებს, რომ შეიძლება განიწმინდოს გასული ათწლეულის ცოდვებისგან, თუ მიაღწევს თუნდაც ნაწილს იმ პირობიდან, რაც CZI-მ დადო.

„რაზეც ფსონს დადებთ, იქიდან მხოლოდ მესამედმაც რომ იმუშაოს, – ამბობს ის, – ვფიქრობ, ეს მსოფლიოსთვის მაინც ძალზე ღირებული რამ იქნება“.

Previous Post

განვითარების უწყვეტი პროცესი

Next Post

IBM-მა კვანტური გამოთვლების ახალი ჩიპი წარადგინა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
IBM-მა კვანტური გამოთვლების ახალი ჩიპი წარადგინა

IBM-მა კვანტური გამოთვლების ახალი ჩიპი წარადგინა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result