Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ვიზალიბერალიზაცია: შესაძლებლობები და გამოწვევები

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ვიზალიბერალიზაცია: შესაძლებლობები და გამოწვევები
0
SHARES
0
VIEWS

2015 წლის 18 დეკემბერს, კვირის ბოლოს – პარასკევ დღეს, სულ ცოტა ხნით ადრე მანამ, სანამ საშობაო შვებულებაში გავიდოდა, ბრიუსელის ევროკავშირის ლიდერთა სამიტიდან გამოსულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ევროკავშირში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის შეთავაზებით, შეიძლება ითქვას, დამდეგი ახალი წელი მიულოცა საქართველოს – ბლოკში უკრაინასა და კოსოვოსთან ერთად.

თუმცა საახალწლო მოლოცვებში ევროკავშირი მაინც ვერ გამოდგა ჩემპიონი. რუსეთმა აჯობა! ეს ხუმრობით. უფრო რეალისტურად რომ მივუდგეთ, დიდი ალბათობით მოხდა ის, რომ სანდო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ხმებს იმაზე, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მიიღებდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან წინმსწრები და ერთგვარი პოზიტიურად პრევენციული განცხადების გავრცელება მოჰყვა (და თანაც, ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ზუსტად 2015 წლის 17 დეკემბერს). იმას, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შეწყვიტოს, საქართველოს მთავრობა ენთუზიაზმით შეხვდა.

მოსკოვისგან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შეწყვეტის შესახებ შემოთავაზებულ წინადადებას არავინ ელოდა; თუმცა ევროკავშირის მხრიდან საქართველო-უკრაინა-კოსოვოს ბლოკის ქვეყნებისთვის ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებაზე კრემლიდან რაიმე ტიპის რეაქციის მოლოდინი, ცხადია, პოლიტიკურ ელიტებში დიდი ხანია, არსებობდა. ეს იმიტომ, რომ რუსეთთან პრობლემების არსებობა ევროკავშირის მიერ თავისუფალ სავიზო რეჟიმში მოხვედრილი სამივე ამ ქვეყნის საერთო მახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს.

რუსეთი რომ არასანდო სავაჭრო პარტნიორია, ამაზე კონსენსუსი პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ხანია, არსებობს. ამიტომ პრეზიდენტ პუტინის მხრიდან იმავე განცხადებაში საქართველოდან რუსეთში ღვინის გაზრდილი ექსპორტის მაგალითზე გაკეთებული მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკური აქტივობის დინამიკა შთამბეჭდავად გამოიყურება, ნაკლებად არის მხედველობაში მისაღები. ვფიქრობ, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კიდევ ერთი გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ოსი და აფხაზი ხალხის გადასაწყვეტია და ისიც, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება არის შესაძლებელი. ამ სიტყვებიდან რაიმე განჭვრეტადი და პროგნოზირებადი მოსალოდნელი სცენარის შესახებ დასკვნის გამოტანა რთულია, მაგრამ ამ ორ დღეში განვითარებულმა მოვლენებმა გვასწავლა, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და რაიმე ტიპის ჩარჩოში მოქცევა თურმე მაინც ევროკავშირზე გადის. ეს კი, სკეპტიკოსებისთვის საქართველოს ევროკავშირთან დამეგობრებით და ამისგან გამომდინარე შესაძლებლობების ახალ პრიზმაში დანახვისა და დისკურსის სხვა სიბრტყეზე გადატანისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია.

უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა პუტინმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უბრალოდ სიტყვის მასალად არ ახსენა. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციიდან გამომდინარე შესაძლებლობებს როცა ვახსენებთ, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების თემა სწორედაც რომ თავშია. მოლაპარაკებების ოფიციალურად გახსნამდეც კი ევროკომისიის თანამშრომლებს ქართული მხარისთვის მრავალგზის და მრავალგვარად აქვთ ნათქვამი, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებას კონფლიქტის მოგვარებასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ემპირიული დაკვირვებითაც კი ცხადი ხდება, რომ 2015 წლის 18 დეკემბრიდან მოყოლებული აფხაზეთსა და სამაჩაბლოს იზოლირებულ მოსახლეობაში ქართული ბიომეტრიული პასპორტის ქონის ინტერესი აუცილებლად გაიზრდება. ამას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსეულის გადარჩენილი წევრის, მოლდოვას, მაგალითი ნათლად ადასტურებს, რომელმაც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოზე ერთი წლით ადრე, 2014 წლის აპრილში მიიღო. უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე მოლდოვას მეამბოხე და განდგომილმა ტრანსნისტრიის რეგიონის მოსახლეობამ, სადაც 30%-ზე მეტი ეთნიკური რუსია, მოლდოვას სახელმწიფო პასპორტებით ევროპაში მოგზაურობის მზარდი სურვილი მალევე დააფიქსირა. ამიტომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ფაქტორის “გაყინულ კონფლიქტებზე” გავლენის გასაზომად, მოლდოვას ტრანსნისტრიის მაგალითის მხედველობაში მიღება ნამდვილად ღირს.

საქართველო და მოლდოვა – ორივე ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის გადარჩენილი წევრები არიან და საბჭოური წარსულის გამო ევროინტეგრაციის გზაზე პერმანენტულად თანაზომად პრობლემებს აწყდებიან. თუმცა ევროკავშირთან მიღწეული მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის “გაყინულ კონფლიქტებზე“ გავლენის მოხდენის მიღმა, ვიზალიბერალიზაციის ასპექტში ამ ორი ქვეყნის შედარება არასწორია. მოლდოვაში სხვა რეალობაა, რადგან ამ ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2014 წელს ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე დე ფაქტო უკვე ჰქონდა მიღწეული მოლდოველების მიერ მეზობელ და ამავდროულად ევროკავშირის წევრ რუმინეთის მოქალაქეებთან საერთო წინაპრების არსებობის მტკიცების მეშვეობით. ამდენად, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ოფიციალურად მიღწევამდე, მოლდოვის მოსახლეობის დიდ ნაწილს რუმინული პასპორტები უკვე ხელში ეკავა. რუმინული პასპორტები კი ევროკავშირის მოქალაქეობასა და ლეგალურად მუშაობის უფლებას ნიშნავს, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის შემოთავაზებაში გათვალისწინებული არ არის. ამდენად, ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებულმა სქემამ, ანუ შენგენის ზონაში ყოველ 180 დღეში ერთხელ უვიზოდ შესვლისა და მაქსიმუმ 90 დღით დარჩენის ნებართვამ, ვერ ჩაანაცვლა მოლდოველების რუმინეთის მოქალაქეობის მიღებისკენ არსებული მზარდი სწრაფვა.

ქართველებისთვის კი ხელისუფლებას კიდევ ბევრჯერ მოუწევს განმარტების გაკეთება იმაზე, რომ ევროკავშირის მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ანთებული მწვანე შუქი ხალხების დაახლოებას ისახავს მთავარ მიზნად; ამდენად, მხოლოდ ტურისტული ან მსგავსი მიზნებისთვის შესვლის გამარტივებას მოიცავს, რაც ავტომატურად გამორიცხავს სამუშაოს მაძიებელთათვის სპეციალური ნებართვის არსებობას ან მოპოვების შესაძლებლობას. ამ პირობებში, სწავლის მსურველთათვისაც კი შენგენის ზონაში ყოფნა, თუ დარჩენის პერიოდი 90 დღეს აღემატება, – (თუმცა კი 2010 წლის 17 ივნისის შეთანხმების საფუძველზე გამარტივებულს, მაგრამ მაინც) – სავიზო რეჟიმს დაქვემდებარებული აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდ გამოწვევად საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირით ფრუსტრაციის თავიდან აცილების კამპანიის სწორად დაგეგმვა მგონია, რაც სახელისუფლებო სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაციის, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართვით კომპლექსური საინფორმაციო კამპანიის წარმართვის გარეშე ვერ განხორციელდება. სწრაფი მოქმედება საზოგადოების ყველა სეგმენტის სწორად ინფორმირებისათვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რადგან იმ პირობებში, როცა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბენეფიტების ათვისება ქართული მხარის მიერ ამ ეტაპზე ვერ ხერხდება და ამიტომ მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგები ერთი შეხედვით ზედაპირზე არ ჩანს, სავიზო რეჟიმის გამარტივებით გამოწვეული ეიფორია სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს ევროინტეგრაციის განგრძობადი პროცესით გამოწვეულ ნიჰილიზმად. იმის თქმა მინდა, რომ ის, რაც ცალსახა გამარჯვებაა ახლა, მომავალში დიდი მარცხის საწინდარი შეიძლება გახდეს.

გამარტივებული სავიზო რეჟიმის მიღების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ევროპაში დიდ ნაკადებად გადინებისა და იქ არალეგალურად დარჩენის, ასევე ე.წ. “ბრეინ-დრეინისა“ და “ბრეინ-უეისთის“ თემა რომ ამ კონტექსტში გადაჭარბებულია, ამას ისევ მოძმე მოლდოვას ვიზალიბერალიზაციის შემდგომ დღემდე ერთი წლის სტატისტიკა მოწმობს. მოლდოვიდან ერთი წლის განმავლობაში გასულთა 90% უკან დაბრუნდა, ხოლო მათი რაოდენობა, ვისაც გასვლაზე უარი ეთქვა ან გავიდა, მაგრამ შენგენის ზონაში დარჩენის წესები დაარღვია – უმნიშვნელოდ მცირეა. მოლდოვაში მიგრაციის რისკების გაქრობა რუმინეთის მოქალაქეობის მიღებასთან კორელაციაში არის აღქმული და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არც ერთ შემთხვევაში არ არის დანახული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან ბმაში.

ეს სურათი სანდოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით მასობრივი მიგრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მოხდა. ხოლო პირველ პერიოდში ამ ქვეყნების მოსახლეობისგან დაცლით გამოწვეული კრიზისი მოგვიანებით დაბალანსდა, მას შემდეგ ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პარალელურად მიგრანტების მიერ სამშობლოში გადმორიცხული გზავნილები მხოლოდ პირველადი საჭიროებების მოხმარებასა და საცხოვრებლების სახით კერძო საკუთრების შეძენის ნაცვლად ბიზნესში ინვესტირებისთვის იქნა მიმართული, რამაც ამ ქვეყნებში ცოცხალი მუშახელის დეფიციტიც კი შექმნა.

მანამდე კი, სანამ ჩვენთან ეკონომიკის ზრდის დიდი ტემპების გამო ადგილობრივ ცოცხალ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება, ქართველებს შეუძლიათ მშვიდად იმოგზაურონ ევროპაში, და, სავარაუდოდ, რუსეთშიც; გაერთონ, კარგი დრო გაატარონ, და თან აუცილებლად შეადარონ და გამოიტანონ დასკვნა – სად ჯობია და სად ურჩევნიათ – ევროკავშირში, თუ საბჭოთა კავშირის რეინკარნაციად მონათლული ევრაზიული კავშირიც რაიმე ალტერნატივას წარმოადგენს?!

გილოცავთ ახალ წელს!

Previous Post

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.3 პროცენტით გაიზარდა

Next Post

2015 წელს საქართველოში 2.2 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
2015 წელს საქართველოში 2.2 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

2015 წელს საქართველოში 2.2 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Кому подойдет kraken даркнет рынок в 2026 году

July 3, 2026

Полезные советы по работе с kraken darknet market ссылка

July 3, 2026

Детальный разбор Kraken: актуальная ссылка и безопасный доступ

July 3, 2026

Надежный способ работы с официальным сайтом Кракен

July 3, 2026

Recent News

Кому подойдет kraken даркнет рынок в 2026 году

July 3, 2026

Полезные советы по работе с kraken darknet market ссылка

July 3, 2026

Детальный разбор Kraken: актуальная ссылка и безопасный доступ

July 3, 2026

Надежный способ работы с официальным сайтом Кракен

July 3, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result