Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ვირტუალური ბიზნესპარტნიორი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes Woman
0
ვირტუალური ბიზნესპარტნიორი
0
SHARES
0
VIEWS

ბიზნესის ვირტუალური პარტნიორი, კომპანია “ბია” ქართული ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტია. ის დღეს 40 000-მდე კომპანიას იტევს და 165 ქვეყანაში მათ პოპულარიზაციაზე ზრუნავს. ბიზნესმონაცემთა ამ ბაზას კი უკვე მესამე წელია, “ბიას” დირექტორის მოადგილე, სალომე კუკავა მართავს, – რომელმაც Forbes Woman-ს ვირტუალური სამყაროს შემქმნელების რეალურ სივრცეში უმასპინძლა.

ბიამდე დიდ ჰოლდინგში – “ალიანს ჯგუფში” მივიდა. შეთავაზება ჯერ კიდევ ლონდონში სწავლისას მიიღო და საქართველოში დაბრუნებისთანავე, კომპანიაში კორპორაციული კომუნიკაციებისმიმართულება ჩაიბარა. თუმცა “ბიამდეც” და ლონდონამდეც საკუთარ თავზეც ბევრი იმუშავა და სხვა კომპანიებისთვისაც, სანამ საკუთარი თავი არ იპოვა. უკვე მეცხრეწელია, “ალიანს ჯგუფის” გუნდის წევრია და აქედან ბოლო სამი ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის-ბიზნესინფორმაციის სააგენტოს – “ბიას” დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

თვითდამკვიდრებისა და ნდობის მოპოვების გზა – როგორ მიგიღოთ ქართულმა ბიზნესმა?

თავიდან ძალიან რთული იყო დაგვემტკიცებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი როლი მათ განვითარებაში. ინფორმაციის გაცემა დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ჯერ კიდევ 2002 წელს, როდესაც აიეტ კუკავამ “ბია” დააფუძნა, მონაცემთა ბაზაში სულ 3,000-მდე კომპანია იყო რეგისტრირებული. “ბიას” გუნდს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ კომპანიებისთვის ჩვენი მისია გაგვეცნო. რთულია, დაარწმუნო კომპანია,განდოს მისიინფორმაცია და დაუმტკიცო, რომ შენ ამ ინფორმაციას სწორ მიმართულებას აძლევ.

მაგრამ, 16 წლის განმავლობაში, ჩვენ რეალურად დავანახეთ კომპანიებს ბიასგან მიღებული სარგებელი. ძირითადად, ყველამ საკუთარ კომპანიაზე, პრაქტიკაში გამოსცადა, რა სარგებელი მოაქვს “ბიას”. ჩვენ ვართ მათი ერთადერთი ვირტუალური ბიზნესპარტნიორი – გამტარი ხიდი საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ინფორმაციის გაცვლის კუთხით.სოლიდური უცხოური კომპანია ინფორმაციის გადამოწმების გარეშე საქართველოში არ შემოდის, მოგვმართავენ პირდაპირ “ბიას” ან ჩვენს პარტნიორ კომპანიებს საკუთარ ქვეყანაში, რომლებიც ჩვენგან იღებენ ინფორმაციას. ჩვენ ვაკეთებთ პირველად კვლევას, ბაზრის ანალიზს და ბიზნეს ინფორმაციის ანგარიშს ვამზადებთ. უკვე 165 ქვეყანასთან ვცვლით ინფორმაციას, თუმცა,ყოველწლიურად ვამატებთ ახალ ბაზრებს. ძირითადად, ყველა ქვეყანა გვაქვს ათვისებული,რომლებიცსაქართველოთი ინტერესდებიან ან პირიქით – ქართულ ბიზნესს აქვს კონკრეტული საექსპორტო ბაზრის ინტერესი. ჩვენი მიზანია, კომპანიებს დავეხმაროთ ეფექტიანობის ზრდასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში. ყველა წარმატებული კომპანია იქნება ჩვენს ბაზაში და ჩვენ ვიზრუნებთ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე.

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ “ბიას“ ბაზაში მოხვდეს?

პირველ რიგში, აქტიური უნდა იყოს. დღეს გაცილებით მეტი კომპანიაა საქართველოში რეგისტრირებული, თუმცა,მხოლოდ 40 000‑მდეა განთავსებული “ბიას” ბაზაში. ჩვენ გვაქვს კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაცია. დაახლოებით 70 კრიტერიუმი გვაქვს, რომლითაც მათ ვაფასებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი კომპანიის შვიდი სხვადასხვა მიმართულების მენეჯერს 70 შეკითხვაზე უწევს პასუხის გაცემა,ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვმუშაობთ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ჩვენ ამ კომპანიებს რეკომენდაციას ვუწევთ და ინფორმაციას ვაწვდით მათ შესახებ უცხოელ პარტნიორებს, პოტენციურ ინვესტორებს, რომლებიცამ ინფორმაციის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას,რამდენად არის საინტერესო მათთვის საქართველოში, კონკრეტულ დარგსა და კომპანიასთან პარტნიორობა, განახორციელებენ თუ არა ინვესტიციას. ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ინფორმაცია იყოს სანდო.

და ამ მომსახურებას კომპანიებს უფასოდ უწევთ? რა არის თქვენი დაინტერესება?

ჩვენი მიზანია, ქართულ კომპანიებს შევუქმნათ ღირებულება, უცხოელი პარტნიორებისთვის მათზე სწრაფი, სანდო და ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებით. ასევე, ბიას ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ვეხმარებით,სწრაფი კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან შიდა ბაზარზე,სწორად მართონ პროცესები და გაიმარტივონ ინფორმაციის მოპოვებასა და ბაზრის ანალიზთან დაკავშირებული პროცესები. ჩვენი ბაზა ყოველდღიურადახლდება, თვეში დაახლოებით 500-მდე ახალი კომპანია ემატება და 2 000-მდე ახლდება. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ამაში 50 ადამიანია ყოველდღიურად ჩართული. კომპანიებს თავადაც აქვთ შესაძლებლობა, მართონ საკუთარი კომპანიის გვერდი და დაამატონ ინფორმაცია, რომელიც მათ მომხმარებლებს, ინვესტორებს თუ პარტნიორებს აინტერესებთ.

“ბია” ალბათ ერთადერთი კერძო კომპანიაა საქართველოში,რომლის მისიაა, ქართული კომპანიების განვითარებას შეუწყოს ხელი, რათა გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა რეგიონის მასშტაბით. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს.ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება, რადგან რეალურად ვხედავთ შედეგს, რომელიც ქართულ ეკონომიკაზეაისახება.

როგორ გამოვიყენოთ ბია.გე? რა სერვისს და შესაძლებლობას იძლევა ეს პლატფორმა?

მომხმარებელზე ორიენტირებული, ორენოვანი პორტალი ცოცხალ-რეჟიმში იძლევა შესაძლებლობას, მიიღო საჭირო, სანდო და უახლესი ინფორმაცია, რომელიც ზოგავს რესურსსადა ენერგიას. ორ წუთში შეგიძლიათ გააკეთოთ შიდა ბაზრის კვლევა. მონაცემთა ბაზაში განთავსებულია ინფორმაცია ეკონომიკის დარგების, სტატისტიკის, განვითარების დინამიკის, გეოგრაფიულ და სხვა ჭრილში, კომპანიის მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, უძრავი ქონების, იურიდიული ინფორმაციისა და ონლაინ პრესის შესახებ.”ბია” ასევე საკონსულტაციო მომსახურებას უწევს ქართულ კომპანიებს გაყიდვების ზრდის თუ ახალი საექსპორტო არხების მოძიების კუთხით, ეხმარება მათ ბაზრის წილის ზრდაში.

ამასთანავე,”ბია” ინოვაციური კომპანიაა და წლიდან წლამდე ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, რომელიც მათთვის მეტი კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული.ამჟამად,რამდენიმე მიმდინარე პროექტი გვაქვს და მომავალი სამი წლის გეგმაც უკვე გაწერილია.

მომავალი სამი წლის გეგმაში რა იგულისხმება? რას უნდა ველოდოთ “ბიასგან“?

თანამედროვე მსოფლიოში, აი-თი ტექნოლოგიების ერა დგას და ჩვენი კომპანია ფეხდაფეხ მიჰყვება ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს. ყოველწლიურად გვემატება 5-6 ახალი სერვისი და პროექტი. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო არის CRM-ეს არის “ბიას” ძირითად ბაზაზე მიბმული სპეციალური სამუშაო სისტემაგაყიდვების მენეჯერებისთვის. მენეჯერები, რომლებიც CRM-ს იყენებენ, პროგრამიდან,ფაქტობრივად, აღარ გადიან. ერთად აქვთ თავმოყრილი ყველა ინფორმაცია, მენეჯერებს ონლაინრეჟიმში შეუძლიათ აკონტროლონ გუნდის მუშაობა.

სასტარტო ეტაპზეა Business Follower – ბიზნეს მედია პლატფორმა ბიას ბაზაში არსებული კომპანიების შესახებ, მედია მონიტორინგის ინოვაციური პლატფორმა, რომელსაც მალე ბიზნეს კალენდარი დაემატება.

წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს ბიას საინვესტიციო და დარგობრივი ფორუმები, ასევე, სეგმენტური შეხვედრები სხვადასხვა დარგებთან, ბიას ახალი საკომუნიკაციო ფორმატის – Btalks-ის ფარგლებში, რომელიც ყოველთვიურად თითო დარგთან გამართავს შეხვედრებს და რეგიონებსაც მოიცავს.

შემდეგი სამი წლის გეგმა ძალიან მოცულობითი და ინოვაციებით დატვირთულია, რომელსაც მომხმარებელს პერიოდულად გავაცნობთ.

თქვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი – “აღადგინე ბორჯომის ტყე“ – რა ხდება ამ მიმართულებით?

“ბიამ” კამპანია “აღადგინე ბორჯომის ტყე” ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ ბორჯომში მასშტაბური ხანძარი გაჩნდებოდა. 2017 წელს მიზანი 750 000 ხის დარგვა იყო, რაშიც 200-მდე კომპანია იყო ჩართული. თუმცა,აგვისტოში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ეს რიცხვი გაიზარდადა სავარაუდოდ, სამ მილიონს აღწევს. “ბიამ” პასუხისმგებლობა აიღო, რომ თავიდან დარგოს კომპანიების სახელზე ის ხეები, რაც დაიწვა. კამპანიას გაზაფხულიდან გავააქტიურებთ.

როცა დისტანცია უკმარისობას აჩენს, კომუნიკაცია ვირტუალურიდან რეალურში გადმოდის და წელიწადში ორჯერ, “ბია” საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმებს მასპინძლობს. ახლა გუნდი მაისისთვის ემზადება, რათა ქართულ კომპანიებს უცხოელი ინვესტორების პირისპირ გაცნობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცეს.

Previous Post

პარლამენტის (დ)ეფექტი

Next Post

ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით ევროკავშირმა რუსეთს გადაასწრო

მაგდა დოლიძე

Next Post
ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით ევროკავშირმა რუსეთს გადაასწრო

ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით ევროკავშირმა რუსეთს გადაასწრო

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026

Recent News

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result