Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ვინ განიხილება ბორის ჯონსონის შემცვლელად, მისი თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში

by Davit Tsiramua
ივნისი 6, 2022
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ვინ განიხილება ბორის ჯონსონის შემცვლელად, მისი თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში
0
SHARES
0
VIEWS

გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. პრემიერი დაკავებული  თანამდებობიდან შესაძლოა კორონავირუსის პერიოდში კარანტინის წესების დარღვევის გამო გადააყენონ. შეგახსენებთ, რომ ჯონსონს ლოკდაუნის პერიოდში მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებებზე დასწრება ედება ბრალად, რისთვისაც პრემიერმა პარლამენტს ბოდიში უკვე მოუხადა.

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში კენჭისყრა მას შემდგომ ჩაინიშნა, რაც კონსერვატიული პარტიის სულ მცირე 54-მა წევრმა, პარტიის დეპუტატების 15%-მა, ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადა. კონსერვატიული პარტიის დეპუტატები ფარულად კენჭს უყრიან ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს, მისი გადაყენებისთვის კი დეპუტატების უმრავლესობა, მინიმუმ 180 ხმაა საჭირო.

უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, პარტია ახალი ლიდერის გამოსავლენად  არჩევნებს ჩაატარებს, ხოლო თუ ჯონსონი თანამდებობას შეინარჩუნებს, მოქმედი პრემიერი უნდობლობის გამოცხადებისგან კიდევ ერთი წელი იქნება დაცული. თუმცა საინტერესოა, ვინ განიხილება გაერთიანებული სამეფოს პრემიერობის კანდიდატად, ბორის ჯონსონის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში.

ლიზ ტრასი: ვებგვერდ Conservative Home-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, პარტიის წევრებს შორის  რჩეული გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასია. გასულ წელს ტრასის ტანკზე გადაღებული ფოტოც გავრცელდა, რამაც ბევრს გაერთიანებული სამეფოს პირველი პრემიერი ქალის, მარგარეტ ტეტჩერის 1986 წლის ცნობილი სურათი გაახსენა.

46 წლის ტრასმა ჯონსონის პრემიერობის პერიოდში პირველი ორი წელი საერთაშორისო ვაჭრობის მდივნის თანამდებობაზე გაატარა, შარშან კი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირთან მთავარ მომლაპარაკებლად დაინიშნა. ელიზაბეტ ტრასის განცხადებით, ბორის ჯონსონს მისი სრული მხარდაჭერა აქვს და კოლეგებსაც სწორედ ამისკენ მოუწოდებს.

ჯერემი ჰანტი: ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა 2019 წელს გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თანამდებობისთვის ბრძოლაში მეორე ადგილი დაიკავა. მეტად სავარაუდოა, რომ 55 წლის ჰანტის სტილი, ჯონსონის პრემიერობის დროინდელი არეულობების შემდგომ, შედარებით უფრო სერიოზული და ნაკლებად საკამათო იქნება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰანტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა და მის რეპუტაციას პანდემიის პერიოდში ზიანი არ მიყენებია. როგორც წლის დასაწყისში ჰანტმა განაცხადა, პრემიერად გახდომის სურვილი მასში ჯერ კიდევ არ გამქრალა.

რიში სუნაკი: გასულ წლამდე რიში სუნაკი ჯონსონის შემცვლელებს შორის მთავარი ფავორიტი იყო. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეკონომიკის გადარჩენის პაკეტმა ქვეყანას თავიდან მასობრივი უმუშევრობა ააცილა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს  410 მილიარდი გირვანქა სტერლინგი ($514 მილიარდი) დაუჯდებოდა.

მიუხედავად ამისა, რიში სუნაკმა ბრიტანელების კრიტიკა ჯონსონთან ერთად ლოკდაუნის წესების დარღვევისა და ოჯახებისთვის არასაკმარისი საარსებო ხარჯების გაცემის გამო დაიმსახურა. სუნაკიც ღიად უჭერს მხარს მოქმედ პრემიერ ბორის ჯონსონს.

ნადიმ ზაჰავი: განათლების საკითხებში მოქმედმა მდივანმა მოქალაქეების სიმპათია ვაქცინაციის მინისტრად ყოფნის პერიოდში დაიმსახურა, როდესაც გაერთიანებული სამეფო ვაქცინაციის მხრივ ყველაზე სწრაფი აქტივობით გამოირჩეოდა. ზაჰავის კონსერვატორი  კონკურენტებისგან პირადი ისტორია გამოარჩევს, ის ერაყიდან ლტოლვილია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ბავშვობაში ჩამოვიდა. 2010 წელს, პარლამენტში შესვლამდე, ზაჰავიმ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის კომპანია YouGov დააარსა.

პენი მორდანტი: თავდაცვის ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან გაპრემიერების შემდგომ ბორის ჯონსონმა გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მორდანტმა მხარი მის კონკურენტ ჯერემი ჰანტს დაუჭირა. მორდანტი ევროკავშირის დატოვებისადმი ძლიერი მხარდაჭერითაც გამოირჩეოდა. ამჟამად ვაჭრობის უმცროსი მინისტრის პოსტზე მყოფმა მორდანტმა, ლოკდაუნის წესების დამრღვევ პარტიებს „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ ამომრჩევლებს „პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის“ დანახვა სურთ.

Previous Post

ისრაელი საჰაერო საფრთხეებისგან თავის დასაცავად ლაზერულ იარაღზე მუშაობს

Next Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result