Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ვენესუელამ კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი ვალუტა წარადგინა

by Davit Tsiramua
ოქტომბერი 4, 2021
in ეკონომიკა, მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ვენესუელამ კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი ვალუტა წარადგინა
0
SHARES
0
VIEWS

გასული წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ინფლაციასთან გასამკლავებლად, ვენესუელამ კიდევ ერთი ახალი ვალუტა წარადგინა, რომელსაც 6-ით ნაკლები ნული ექნება. ვენესუელური ვალუტის, ბოლივარის, ყველაზე მაღალი ნომინალი ადრე 1 000 000 ბოლივარის კუპიურა იყო, რომლის ღირებულებაც ამჟამად $0.25-ს უდრის. ამიერიდან კი აღნიშნული კუპიურა 1 ბოლივარის ნომინალი გახდება.

ახალი კუპიურა სახელმწიფომ პარასკევს წარადგინა. ყველაზე მაღალი ნომინალი ამიერიდან 100 ვენესუელური ბოლივარი იქნება, რომლის ღირებულებაც $25-ზე ნაკლებს შეადგენს. ვენესუელის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ახალი კუპიურის წარდგენა არ განაპირობებს ვალუტის გამყარებას ან გაუფასურებას, არამედ მისი მიზანი კუპიურის უფრო მცირე მასშტაბით გამოყენების ხელშეწყობაა.

ცვლილება მიზნად ისახავს ფულადი ტრანზაქციებისა და ბუღალტრული ოპერაციების გამარტივებას, რასაც მნიშვნელოვნად ართულებდა უამრავი ნული კუპიურებზე. ქვეყანაში არსებულმა ძლიერმა ინფლაციამ კერძო ბანკები იძულებული გახადა,  ფიზიკური პირების მიერ ყოველდღიურად გასანაღდებელი თანხის რაოდენობა შეეზღუდათ. გარდა ამისა, ამ ქმედებებმა მოქალაქეები აიძულა, გადახდის მეთოდად გამოეყენებინათ ან ამერიკული დოლარი, ან გადახდის ელექტრონული საშუალებები.

შეგახსენებთ, რომ ათწლეულების განმავლობაში ნავთობის ფასის დაცემისა და წარმოების შემცირების ფონზე ვენესუელის მთლიანი შიდა პროდუქტი 2013 წლიდან 80%-ით შემცირდა. აღნიშნული კრიზისის გამომწვევ მთავარ მიზეზებს შორის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციების ნაკლებობა სახელდება.

ვენესუელურმა ვალუტამ 2012 წლიდან საკუთარი ღირებულება თითქმის სრულად დაკარგა. ქვეყნის სტატისტიკის სამსახური ინფლაციის მონაცემებს უკვე აღარ აქვეყნებს.

Previous Post

უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტირების აკრძალვა ნოემბრამდე გაახანგრძლივა

Next Post

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result