Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უწყვეტი პროცესი

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ტექნოლოგიები
0
უწყვეტი პროცესი
0
SHARES
0
VIEWS

ვაჭრობის ფინანსირება თიბისის პრიორიტეტული მიმართულებაა, ფაქტორინგი კი მისი შედარებით ახალი პროდუქტი, რომელიც ბიზნესს დაფინანსების პროცესს გაუმარტივებს.

[MAINPICTURE]

საბანკო პროდუქტების გაციფრულება უწყვეტი პროცესი გახდა, განსაკუთრებით – ახალ რეალობაში. თიბისიმ სერვისების გამარტივების ფარგლებში, ვაჭრობის დაფინანსების ერთ-ერთი ინსტრუმენტი – ფაქტორინგი გააციფრულა. ახლა გამოწვევად მისი პოპულარიზაცია რჩება.

ფაქტორინგი შედარებით ახალი საბანკო პროდუქტია, რომელიც ინვოისის საფუძველზე დაფინანსებას გულისხმობს და რომელიც არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. თიბისიმ კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის დაფინანსების პროცესების გამარტივების მიზნით, ფაქტორინგის ციფრული პლატფორმა შექმნა.

აღნიშნული პლატფორმა მსოფლიოში ბიზნესისთვის საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მოქნილი პროდუქტია. მისი დახმარებით მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს ერთ ვირტუალურ სივრცეში უკავშირდებიან, რაც მხარეებს შორის განახლებული ინფორმაციის სწრაფად გაცვლას, ასევე დაფინანსების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს უზრუნველყოფს.

     

პლატფორმაზე წვდომა შესაძლებელია როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, ასევე მობილური ტელეფონიდან, ამიტომ, მისი დახმარებით, კომპანიის წარმომადგენლის ბანკში ვიზიტი მინიმუმამდე მცირდება – ხელშეკრულებას მხოლოდ ერთხელ აწერს ხელს და ფაქტორინგის ყოველი შემდგომი ტრანზაქცია პლატფორმის დახმარებით სრულდება. კომპანიას შეუძლია, ბანკში ვიზიტის გარეშე ატვირთოს ინვოისი და დაფინანსება მოითხოვოს. დებიტორი ინვოისს დისტანციურად ადასტურებს, კომპანია კი მარტივად, მინიმალურ დროში იღებს ბანკიდან დაფინანსებას. პლატფორმის საშუალებით კლიენტებისთვის ხელმისაწვდომია სრული ინფორმაცია როგორც მიმდინარე ოპერაციების, ასევე უკვე შესრულებული და დახურული ტრანზაქციების შესახებ. შესაბამისად, დებიტორს შესაძლებლობა აქვს, აკონტროლოს და სწორად დაგეგმოს საკუთარი ფინანსები.

ფაქტორინგის მოცულობა მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე მისი მოქნილობის გამო ყოველწლიურად მზარდია. 2019 წლის მონაცემებით, რომელთაც ფაქტორინგის საერთაშორისო ასოციაცია ავრცელებს, ამ ფინანსური ინსტრუმენტის მოცულობა დაახლოებით 2,9 ტრილიონი ევრო იყო მთელ მსოფლიოში. საქართველოში კი ფაქტორინგის მოცულობამ გასულ წელს 137 მლნ ევრო შეადგინა. „ჯამში მხოლოდ რამდენიმე ბანკს გვაქვს ეს პროდუქტი საქართველოში, მათგან კი თიბისის წილი დაახლოებით 80%-ია“, – აღნიშნა Forbes Georgia- სთან საუბრისას თამარ ხიზანიშვილმა, რომელიც თიბისი ბანკის ვაჭრობისა და სტრუქტურული ფინანსირების დეპარტამენტს უკვე ორი წელია, ხელმძღვანელობს.

ფაქტორინგით სარგებლობა ისეთ სექტორებში დასაქმებულ კომპანიებს შეუძლიათ, როგორიცაა: დისტრიბუცია, წარმოება, ფარმაცია, საბითუმო ვაჭრობა, მშენებლობა, ტრანსპორტირება და სხვა – ანუ ყვე ლას, ვინც რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას ყიდის და ყიდულობს.

თიბისიში განმარტავენ, რომ პროდუქტის მთავარი მიზანი გამყიდველის საბრუნავი კაპიტალის მიმდინარე საჭიროებების დაფინანსებაა, რაც მომავალში მისაღებ დებიტორულ დავალიანებას უკავშირდება. ამასთანავე, ფაქტორინგი უზრუნველყოფს საკრედიტო რისკის დაფარვას და დებიტორული დავალიანების ამოღების სერვისს გადაუხდელობის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად. მნიშვნელოვანია, რომ თიბისის მიერ უზრუნველყოფილი ფაქტორინგის ციფრული პლატფორმით სარგებლობა არა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებს, არამედ ყველა იმ კომპანიას შეუძლია, რომლებიც კორპორაციულ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში ოპერირებენ. ერთ-ერთი უპირატესობაა ასევე ისიც, რომ პლატფორმით სარგებლობა, პერსონალური კომპიუტერების გარდა, მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია.

თიბისი რამდენიმე წელია, ამ პროდუქტს თავის მომხმარებლებს სთავაზობს, თუმცა განსაკუთრებით აქტიურად – ბოლო ერთი წლის განმავლობაში. “ამ პროდუქტის გაციფრულება გასული წლის ბოლოს გადავწყვიტეთ და კარგადაც დაემთხვა ახალი გამოწვევებით სავსე პერიოდს, ვინაიდან შექმნილ პირობებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა“, – აღნიშნა თამარ ხიზანიშვილმა და დასძინა, რომ უზრუნველყოფის გარეშე დაფინანსება და ამავე დროს ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება სხვა საბანკო პროდუქტს არ შეუძლია.

თიბისის ფაქტორინგის პლატფორმის მომხმარებლები ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ათეულს შეადგენს. ბანკში მათი რიცხვის გაზრდასა და ზოგადად ამ პროდუქტის პოპულარიზაციაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. Forbes Georgia- სთან საუბრისას, თამარმა აღნიშნა, რომ საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს პროდუქტი საქართველოშიც, ისევე როგორც განვითარებულ ქვეყნებში, ერთ- ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახდეს.

“ევროპაში ფაქტორინგის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 13-15%-ს შეადგენს. განვადებით გაყიდვა ევროპის ბაზარზე, შეიძლება ითქვას, რეალურად ფაქტორინგით არის დაფინანსებული. საქართველოშიც ამ მიმართულებით აუცილებლად გვჭირდება გააქტიურება“, – განაცხადა თიბისის ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ ფაქტორინგის გარდა, თიბისი ბიზნესებს ვაჭრობის ფინანსირების სხვა ინსტრუმენტებსაც სთავაზობს, ესენია საბანკო გარანტიები და დოკუმენტური აკრედიტივები. აღნიშნული ინსტრუმენტებით პანდემიის პერიოდში და მანამდეც არაერთ ბიზნესს უსარგებლია. ასე მაგალითად, “რუსთავის ფოლადმა“ მსხვილი პროექტის განხორციელება და ექსპორტის გაზრდა შეძლო, “ბახვი ჰაიდრო პაუერმა“ კი რეაბილიტაცია დაიწყო.

“ახალმა რეალობამ ფინანსური გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. გლობალურად ფოლადზე ფასები შემცირდა. ამის მიუხედავად, თიბისის ხელშეწყობით, გეგმის მიხედვით ვახორციელებთ 30-მილიონდოლარიან ახალ პროექტს, რომელიც ახალი ქარხნის აშენებასა და წარმოების გაფართოებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ბანკმა ექსპორტის გაზრდის მიმართულებითაც შემოგვთავაზა მხარდაჭერა, მათ შორის – საბანკო გარანტიებით. შედეგად, წარმატებით ვზრდით ბიზნესს ექსპორტის კუთხითაც“, – ამბობს “რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, არჩილ მელიქაძე. მისივე თქმით, ისინი ფაქტორინგის ციფრულ პლატფორმასაც იყენებენ: „ფაქტორინგმა მოგვცა შესაძლებლობა, ისეთ მსხვილ კლიენტებთანაც გვემუშავა, რომელთანაც ადრე ვერ ვმუშაობდით“, – დასძინა მან.

“თიბისიმ რეაბილიტაციის პროექტი დაგვიფინანსა. ვცვლით ჩვენი ჰესის აგრეგატს, რაც კომპანიისთვის ნიშნავს იმას, რომ გაზრდის ეფექტიანობას, შესაბამისად კი – შემოსავალსა და ხარისხს. თიბისიმ აკრედიტივი გაგვიფორმა, რომლის ფარგლებშიც სესხი ფაქტობრივად ისეთი იაფი გამოვიდა, რომ პარტნიორობის ტოლფასი იყო“, – ამის შესახებ კი „ბახვი ჰაიდრო პაუერის“ დირექტორმა, ზვიად ჩუბინიძემ განაცხადა.

ვაჭრობის დაფინანსებით თიბისი პანდემიის კრიზისამდეც გამოირჩეოდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ამ სფეროში ბაზარზე თიბისის წილი 51,6%-ია. თამარ ხიზანიშვილი ამბობს, რომ თიბისისთვის ვაჭრობის ფინანსირება ერთ- ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. “აკრედიტივებისა და გარანტიების პორტფელი მიმდინარე ეტაპზე 2 მილიარდი ლარია“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ვაჭრობის დაფინანსების პროცესში, მათთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან ინდივიდუალური მიდგომა. “ბაზრის 51%-იანი წილი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებლები ჩვენთან მუშაობით კმაყოფილები არიან და ამ პროდუქტით აქტიურად სარგებლობენ“, – აღნიშნა თიბისი ბანკის ვაჭრობისა და სტრუქტურული ფინანსირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ვაჭრობის ფინანსირების კუთხით ბაზარზე მსხვილი წილის გარდა, თიბისიში ამ მიმართულებით მიღებული საერთაშორისო ჯილდოებითაც ამაყობენ. მიმდინარე წელს ბანკმა მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. კერძოდ, საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.

როგორც ქვეყნის საუკეთესო პროვაიდერს ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, თიბისის საერთაშორისო აღიარება მოპოვებული აქვს ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და გერმანული ბანკი – Commerzbank.

“ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა“, – აღნიშნა EBRD-ის მმართველმა დირექტორმა, ფრანსის მელიგმა, მაშინ როდესაც თიბისი საქართველოში 2019 წლის ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელეს.

თიბისიში ამბობენ, რომ მომხმარებელი მათგან ამ კუთხით კიდევ უფრო მეტ აქტიურობას უნდა ელოდოს. უახლოეს გეგმებზე საუბრისას, თამარ ხიზანიშვილმა, გარდა ფაქტორინგის პოპულარიზაციის გაზრდისა, ასევე აღნიშნა, რომ ვაჭრობის დაფინანსების გაციფრულებაც საჭიროა.

“ციფრული ტრანსფორმაცია თიბისის სტრატეგიაა. უბრალოდ, შექმნილმა რეალობამ ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე ვითარებამ კიდევ უფრო მეტი პროდუქტის გაციფრულების საჭიროება დაგვანახვა. ბანკის ფილიალში მოსვლისა და უშუალო კონტაქტის გარეშეც შესაძლებელია საბანკო მომსახურებისა და პროდუქტის მიწოდება მომხმარებლისთვის. ამ გზით ადამიანებს ცხოვრებას ვუმარტივებთ და დროს ვუზოგავთ. ბანკთან დაკავშირებიდან, მომსახურების მიღებამდე დრო მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ“, – განაცხადა მან.

Previous Post

არჩევნების მეორე ტური 8.6 მლნ ლარი ჯდება

Next Post

რა გამოწვევები არსებობს ვაქცინის მასობრივი წარმოებისა და ტრანსპორტირების კუთხით?

მაგდა დოლიძე

Next Post
რა გამოწვევები არსებობს ვაქცინის მასობრივი წარმოებისა და ტრანსპორტირების კუთხით?

რა გამოწვევები არსებობს ვაქცინის მასობრივი წარმოებისა და ტრანსპორტირების კუთხით?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

Recent News

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result