Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უცნობი სუპერგმირები: სისხლის უანგარო დონორები

by Davit Tsiramua
აგვისტო 23, 2024
in ინტერვიუ, საქართველო, ყველა სიახლე
0
უცნობი სუპერგმირები: სისხლის უანგარო დონორები
0
SHARES
0
VIEWS
„სისხლის უანგარო დონორები” სისხლის დონაციის მარკეტიზებულ სფეროში ჩუმ ალტრუისტულ რევოლუციას ახდენენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ციფრულ ეპოქაშიც კი სიცოცხლის ზეიმის ყველაზე ძლიერი იარაღი კვლავ ადამიანის გულშია. უანგარო სუპერგმირთა გეგმებსა და მიღწევებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მელანო დურმიშიძე გვიზიარებს.

როგორ და რა მიზნით გაჩნდა „სისხლის უანგარო დონორების” იდეა, რა არის თქვენი მიზანი?

„ადამიანი ადამიანისთვის დღეა“, – ჩვენი გუნდისთვის ამ გამოთქმას ბევრი ემოცია მოაქვს. ეს პირდაპირი მნიშვნელობით ასეა – სისხლის თითოეული უანგარო დონაცია პაციენტისთვის ახალი დღის მომტანია. ეს შეგრძნება, რომ სიცოცხლისთვის მებრძოლ ადამიანს შენს წილ სიცოცხლეს უზიარებ, ჩვენთვის დიდი შთაგონების წყაროა.

ორგანიზაცია ეხმარება ოჯახებს გადაარჩინონ თავიანთი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა დაავადებას ან აქვთ სისხლის გადაუდებელი საჭიროება. ჩვენი ხედვა და მიზანია, რომ საქართველოში სისხლის დეფიციტის გამო ადამიანების სიცოცხლეს არ ემუქრებოდეს საფრთხე. გვჯერა, რომ ყველა, ვინც სისხლს უანგაროდ გასცემს – სუპერგმირია.

რა განასხვავებს „სისხლის უანგარო დონორებს” სისხლის დონაციის სხვა ინიციატივებისგან?

ჩვენი მიდგომა სრულად პაციენტზეა ორიენტირებული. გუნდი ასრულებს მედიატორის როლს პაციენტების ოჯახებსა და დონორებს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის ბანკების უმეტესობა არის კერძო და მოგებაზე ორიენტირებული, ჩვენ საკუთარი მიდგომა გვაქვს – არ ვთანამშრომლობთ კონკრეტულ სისხლის ბანკებთან თუ კლინიკებთან. ამის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია სრული ფოკუსი შევინარჩუნოთ პაციენტის დახმარებაზე. ჩვენი ორგანიზაცია პირველია საქართველოში ამ მიმართულებით. მსოფლიოში ანალოგის მოძიებაც ძნელია, რადგან განვითარებულ ქვეყნებში საჭიროება ამ სიმწვავით უბრალოდ არ დგას.

შეგიძლიათ აგვიხსნათ, როგორ აკავშირებთ ერთმანეთთან დონორებსა და პაციენტებს?

ჩვენ ვამყარებთ კომუნიკაციას სოციალური ქსელების საშუალებით. მოთხოვნა კონკრეტული სისხლის ჯგუფის შესახებ მოგვდის პაციენტის ახლობლებისგან, ვუგზავნით კითხვარს და ვიღებთ დეტალურ ინფორმაციას. შემდეგ ვუკავშირდებით დონორებს, რომლებიც ჩვენთვის „სუპერგმირები” არიან. გავდივართ ყველა წინაპირობას და შემდეგ ვუზიარებთ დონორს დეტალებს, თუ სად და ვის სახელზე უნდა ჩააბაროს სისხლი. ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს პაციენტის ოჯახის დამატებით ხარჯებს და ინარჩუნებს ჩვენს პირდაპირ კავშირს დონორებთან. ორივე მხარესთან აქტიური კომუნიკაცია გვეხმარება, პულსზე ხელი გვედოს და გვესმოდეს, რა საჭიროებები აქვთ როგორც პაციენტის ოჯახის წევრებს, ასევე „სუპერგმირებს“, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესასრულებლად სრულიად უცნობი ადამიანებისთვის გამოყოფენ საკუთარ ძვირფას დროს. ამასთან,   ვცდილობთ, უკუკავშირი პასუხისმგებელ უწყებებამდეც მივიტანოთ.

როგორ მუშაობს თქვენი „გადაუხადე სხვას”-მოდელი?

პაციენტების დახმარების შემდეგ ხშირად გვეკითხებიან, რამდენი უნდა გადაიხადონ. ვფიქრობ, ჩვენი მნიშვნელოვანი მიგნება მთელ ჩვენს საქმიანობაში არის მიდგომა – „გადაუხადე სხვას”.  ჩვენ ვთხოვთ, გადახდის ნაცვლად, დარეგისტრირდნენ თავად ან დაარეგისტრირონ ოჯახის წევრები, რათა სიცოცხლის სიყვარული გაგრძელდეს. ეს მოდელი ყველას ახსენებს, თუ რა მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება. ასევე, დონაციის შემდეგ, სუპერგმირის თანხმობით გავცემთ მათ ნომერს პაციენტის ოჯახზე, რის შედეგადაც ისინი თავად გამოხატავენ მადლიერებას. რეალურად, ჩვენი საქმიანობა ადამიანებისთვის შეხსენებაა, თუ რა მნიშვნელოვანი ვართ ერთმანეთისთვის.

რა გავლენა იქონია თქვენი ორგანიზაციის მუშაობამ მისი შექმნიდან დღემდე?

2021 წლიდან დღემდე, 4000-მდე სუპერგმირის დახმარებით 3000-ზე მეტ ადამიანს შევუნარჩუნეთ ან გავუხანგრძლივეთ სიცოცხლე. ჩვენს ბაზაში დარეგისტრირებულთა რიცხვი კი 5000-ს აღემატება. გამჭვირვალობა და მაღალი სანდოობა ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპებია, რაც ნდობის შენარჩუნებაში გვეხმარება. პრობლემებსა თუ სიხარულს ვუზიარებთ ჩვენს გამომწერებს და აქტიურად ვართ მათთან ხაზზე. ჩვენი ორგანიზაციის გავლით ადამიანებს აქვთ საშუალება, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ის სუპერძალა, რომელიც დაგვეხმარება პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების მშენებლობაში.  

როგორია სისხლის დონაციის მნიშვნელობა დღევანდელ ციფრულ ეპოქაში?

მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, სისხლს ვერაფერი ჩაანაცვლებს. სისხლის დონაცია სხვა ადამიანისთვის სიცოცხლის გაყოფას ნიშნავს. უანგაროდ სისხლის გაღების სურვილი და სხვისი დახმარების კეთილი ნება პაციენტების დასახმარებლად ერთადერთი გზაა.

როგორ იმოქმედებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება თქვენს საქმიანობაზე?

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო ვალდებულია, რომ სისხლის დონაციების რეგულაციები ევროკომისიის რეგულაციებს შეუსაბამოს. ეს უზრუნველყოფს, რომ მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ყველა დონაცია უანგარო იყოს, რაც პაციენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

რა გზავნილს გაუზიარებდით პოტენციურ დონორებსა და საზოგადოებას?

ჩვენი სუპერგმირების არმიაში გაწევრიანება ნიშნავს, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერებული პოზიცია გაქვთ და ერთ აგურს დებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის. იმედია, მომავალში არავის მოუწევს სისხლის მოძიება სოციალური ქსელების მეშვეობით. დაბოლოს,  ასეთი უკუკავშირი, როგორიცაა „მე თქვენმა გუნდმა გადამირჩინა შვილი”, უდიდესი ბედნიერებაა და სხვა არაფერი შეედრება.

Previous Post

Life for Patients’ Heart

Next Post

„ჭავჭავაძის 64ბ“-მ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
„ჭავჭავაძის 64ბ“-მ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

„ჭავჭავაძის 64ბ“-მ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Recent News

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result