Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უცხოელი სტუდენტები: ქართული განათლების სექტორის (და ეკონომიკის?) მომავალი

by Davit Tsiramua
July 30, 2021
in Forbes EDU, მოსაზრება, საქართველო
0
უცხოელი სტუდენტები: ქართული განათლების სექტორის (და ეკონომიკის?) მომავალი
0
SHARES
0
VIEWS

ქართულ უნივერსიტეტებში დღეს 14 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ეს რიცხვი მუდმივად იზრდებოდა და საინტერესო­ა, რომ პანდემიის პერიოდშიც კი თითქმის ათი პროცენტით გაიზარდა. ძალიან ცოტა რამ იყო, რაც იზრდებოდა პანდემიის დროს და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ სექტორს ზრდის მყარი პოტენციალი აქვს.

უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უმნიშვნელოვანესია ქართული უმაღლესი განათ­­­­­­ლების სექტორისთვის, პირველ რიგში ფინანსური კუთხით, რაც აუცილებლად მოიტანს ხარისხობრივ განვითარებასაც. საქმე ისაა, რომ უცხოელი სტუ­­­დენტები ბევრად მეტს იხდიან, ვიდრე ადგილობ­­­­­­რივები. თუ ადგილობრივი სტუდენტი იხდის წლი­­ურად 2250 ლარიდან 8000 ლარამდე, უცხოელი სტუდენტისთვის სწავლის გადასახადი 5-6 ათასი აშშ დოლარია. უცხოელი სტუდენტები, ცხადია, მნიშვნელოვანია კერძო უნივერსიტეტებისთვის, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო, მაგ­­­­­­რამ ისინი ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, რომლებსაც უბრალოდ უფლება არა აქვთ, რომ ქართველ სტუდენტს 2250 ლარზე მეტი გადაახდევინონ, უცხოელებისთვის კი ეს შეზღუდვა არ მოქმედებს.

უცხოელი სტუდენტები კერძო უნივერსიტეტე­­­ბისთვის მაინც უფრო მნიშვნელოვანია, ამი­­­ტომ მათი რაოდენობა კერძო სასწავლებლებში ბევრად სწრაფად იზრდება. 2005 წელს სულ 144 უცხოელი სტუდენტი გვყავდა, აქედან 123 (85%) სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობდა, მხო­­­ლოდ 2014-15 წლებში გადაასწრეს კერძოებმა და დღეისათვის უცხოელი სტუდენტების ორ მესამედ­­­­­­ზე მეტი სწორედ კერძო უნივერსიტეტებზე მოდის. უცხოელების ნახევარზე მეტი (53%) ინდოეთიდან გვყავს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი (6%) და მესამეზე – ისრაელი (5%), პირველ ათ ქვეყანაზე მოდის უცხოელი სტუდენტების 86%. საერთაშორი­­­სო სტუდენტების უდიდესი ნაწილი (80%) საქარ­­­­­­თველოში ძირითადად მედიცინის პროგრამებზე სწავლობს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნი­­­ვერსიტეტებში და ეს კარგია, რადგან სამედიცინო განათლება ყველაზე ძვირია.

ეს ყველაფერი მხოლოდ უმაღლესი განათლე­­­ბისთვის, როგორც ერთი კონკრეტული სექტორის­­­­­­თვის არ არის მნიშვნელოვანი, ეს ასევე მნიშვნე­­­ლოვანია ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის. სხვადასხვა შეფასებით, უცხოელი სტუდენტი სა­­­ქართველოში წელიწადში ხარჯავს დაახლოებით $8000-ს, რაც მიმდინარე წლისთვის დაახლოებით 375 მილიონ ლარს ნიშნავს და ეს, თავის მხრივ, ეკონომიკის დაახლოებით 0.75%-ს შეადგენს. თითქოს არც ისე დიდი რიცხვია, მაგრამ საქარ­­­­­­თველოს ამ მიმართულებით ნამდვილად აქვს ზრდის პოტენციალი და საერთაშორისო სტუდენ­­­­­­ტების რაოდენობის გაზრდა 50 000-მდე შეუძლია, აქედან მიღებული შემოსავალი კი ქართული ეკო­­­ნომიკის 2%-ზე მეტია. ეს სინამდვილეში უზარ­­­­­­მაზარი რიცხვია, რადგან ამ ქვეყანაში არ არის ბევრი სფერო, რომელსაც ქართული ეკონომიკის­­­­­­თვის ამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა საგანმანათ­ლებლო სექტორზე მთლიანად, არამედ მხოლოდ უცხოელ სტუდენტებზე და მათ როლზე. ამხელა შემოსავლის გენერი­­­რება ეკონომიკისთვისაც კარგია, რაც უნივერსიტეტებს კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალებას მისცემს – შექმნიან ახალ, საერთაშორისოდ აკრე­­­დიტებულ, უფრო ხარისხიან (და უფრო ძვირად ღირებულ) პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავ­­­­­­ლის მობილიზებას როგორც მათთვის, ასევე ქართული ეკონომიკისთვის.

საქართველოს შეუძლია გახდეს განათლების ჰაბი რეგიონში და მო­­იზიდოს უფრო მეტი სტუდენტი. საგუ­­­ლისხმოა, რომ დღეს პრაქტიკულად არ გვყავს სტუდენტები მეზობელი სომხე­­­თიდან. საქართველოს ასევე შეუძლია გარკვეულწილად იტვირთოს ტრანზი­­­ტული ფუნქცია განათლების კუთხი­­­თაც – ორმაგი აკრედიტაციის, ორმაგი ხარისხის პროგრამები საშუალებას მოგვცემს, რომ სტუდენტებმა, მაგალი­­­თად, ინდოეთიდან და ჩინეთიდან (ეს უდიდესი პოტენციალის მქონე ბაზარი ჯერჯერობით საერთოდ აუთვისებელი­ა) ორი წელი ისწავლონ საქართველოში, შემდეგ ერთი წელი (წლები შეიძლე­­­ბა განსხვავდებოდეს პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე) – და­­­სავლეთ ევროპის ან ამერიკის პრესტი­­­ჟულ უნივერსიტეტში და მიიღონ ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. ეს უცხოელ სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაა­­­კეთონ გარკვეული ეკონომია, რადგან საქართველოში ცხოვრება შედარებით იაფია და მიიღონ იმავე ხარისხისა და აღიარების განათლება, რასაც მიიღებ­­­­­­დნენ სრულად დასავლეთში სწავლის­­­­­­გან. ქართული უნივერსიტეტებისთვის და ეკონომიკისთვის ეს დამატებითი შემოსავალი იქნება.

მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მთავრობის მიერ დაწესებული არა­­­ლოგიკური შეზღუდვები, რაც აფერ­­­­­­ხებს უცხოელი სტუდენტების შემოსვ­­­­­­ლას საქართველოში და ასევე რთული ბიუროკრატიული პროცედურები, რაც დაკავშირებულია პროგრამულ აკრე­­­დიტაციებთან და ავტორიზაციებთან. სასურველია, რომ სახელმწიფო ამ მხრივ მეტად მოქნილი და გახსნილი იყოს. ამ სფეროში, როგორც თითქმის ყველგან, ძალიან დიდი კონკურენციაა, მათ შორის – ჩვენს სამეზობლოში. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევძლოთ იმ ფუნქციების ჩვენს თავზე აღება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

ეს ჩვენი ყველას ინტერესია.

Tags: topblog
Previous Post

საქართველოს ბანკში სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების  გარანტიების მიღება გირაოს გარეშე, 1 დღეშია შესაძლებელი

Next Post

„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ — Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ — Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან

„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ — Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result