Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

USAID-ი მხარს უჭერს საქართველოში მოქალაქეებზე ორიენტირებულ პოლიტიკას

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
USAID-ი მხარს უჭერს საქართველოში მოქალაქეებზე ორიენტირებულ პოლიტიკას
0
SHARES
0
VIEWS

წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კომპლექსური საარჩევნო რეფორმა იწყება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას.

რეფორმის ფარგლებში, საქართველო ცვლის საპარლამენტო არჩევნების სისტემას, აუმჯობესებს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესს, არჩევნების პროცესის ადმინისტრირებასა და კამპანიის წარმოებას. ეს ცვლილებები საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, შექმნას პოლიტიკური პარტიების უფრო ძლიერი სისტემა, ხელი შეუწყოს თანაბარ საარჩევნო კონკურენციას და უზრუნველყოს ბალანსი და პლურალიზმი პარლამენტში.

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ინოვაციური პროექტების განხორციელებით, მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ რეფორმებს. ჩვენ არ ვიცვლით პოზიციას, და როგორც აქამდე, დღესაც არ ვირჩევთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მხარეს. პირიქით, ჩვენი მიზანია სხვადასხვა პოლიტიკური მისწრაფების მქონე მოქალაქეების გაძლიერება, რაც საქართველოს განვითარებისა და კონსოლიდაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

არჩევნები, პოლიტიკური პროცესები და ძლიერი საქართველო

ქართველ პარტნიორებთან ერთად, USAID-ი დახმარებას უწევს საქართველოს დემოკრატიული პროცესების წარმატებით განხორციელების პროცესში. თითქმის 30 წელია, მხარს ვუჭერთ საქართველოს პოლიტიკური პარტიების განვითარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის გაძლიერებას და სამოქალაქო საზოგადოების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების მონიტორინგის პროცესს.

2019 წელს USAID-მა 14 მილიონი დოლარით დააფინანსა ახალი, ოთხწლიანი ინიციატივა – საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამა. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ მხარეებს, განახორციელონ ახალი რეფორმები, მოემზადონ 2020 – 2021 წლების არჩევნებისთვის და აღმოფხვრან არსებული სირთულეები, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში.

მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის ხელშეწყობა

USAID-ის ახალი ინიციატივა დაფუძნებულია კვლევასა და საზოგადოების მოთხოვნებზე. პროგრამის მიზანია მოქალაქეებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკის გაძლიერება.

თუ გადავხედავთ საქართველოს პოლიტიკურ კლიმატს, აშკარაა, რომ სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის ნდობა პოლიტიკური პარტიებისადმი დაბალია. მსოფლიო ღირებულებების კვლევის (World Values Survey) თანახმად, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობას საქართველოს მხოლოდ ყოველი მეხუთე მოქალაქე გამოხატავს. ეს დამოკიდებულება განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ პოლიტიკოსები არ გამოხატავენ თავიანთი ამომრჩევლის ინტერესებს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გაირკვა, რომ ხუთიდან მხოლოდ ორ მოქალაქეს სჯერა, რომ პოლიტიკოსები საზოგადოების ინტერესებს იცავენ.

USAID-ის ახალი პროგრამის ძირითადი ბენეფიციარი საქართველოს მოსახლეობაა, ხოლო კონცეფცია საკმაოდ მარტივი – პოლიტიკური სისტემების მიმართ ნდობა გაიზრდება, თუკი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობის, და არა კონკრეტული პოლიტიკოსების ინტერესები.

ქვეყანაში მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია აქტიური ამომრჩევლის არსებობა. ჩვენი პროექტების მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკავშირება პოლიტიკურ პარტიებთან, მათთვის თავიანთი ინტერესების გაზიარება და დანაპირების შესრულების მოთხოვნა. ამომრჩევლები თავად უნდა იჩენდნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ინიციატივას და ასეთ შემთხვევაში საკუთარი ინტერესების დაცვის მეტი საშუალება ექნებათ. USAID-ის მიზანია, ამ პროცესს ხელი შეუწყოს მუდმივად და არა მარტო არჩევნების პერიოდში.

ადგილობრივი პარტნიორები, პრობლემების ადგილობრივად მოგვარება

საქართველო აძლიერებს საარჩევნო და პოლიტიკურ სისტემებს და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა. USAID-ი მსხვილ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოს ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს კარგად ესმით არსებული სირთულეები, რადგან მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირი აქვთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ორგანიზაციებმა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამების დასრულების შემდეგაც შეინარჩუნონ თავიანთი ფუნქციები და დაეხმარონ ქვეყანას დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელი, ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში. არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით, USAID-ი ითანამშრომლებს კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ პარტნიორთან.

ჩვენი ახალი ინიციატივა შვიდ სხვადასხვა პროექტს მოიცავს. მათგან ექვსი ადგილობრივი პარტნიორების მიერ ხორციელდება. მათ შორისაა USAID-ის ახალი პარტნიორებიც. რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, ამ ინიციატივაში ჩართული ადგილობრივი პარტნიორები გაორმაგებულ დაფინანსებას მიიღებენ. ეს შვიდი პროექტი ერთად იმუშავებს, როგორც ერთი პროგრამა, ერთი მიზნით – ჩატარდეს თანასწორი არჩევნები და პოლიტიკა მორგებული იყოს მოქალაქეთა საჭიროებებზე.

პროგრამის სტრუქტურა

USAID-ის ახალი ინიციატივის ერთ-ერთი წამყვანი განმახორციელებელია “საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმი” (CEPPS), რომელშიც სამი ორგანიზაცია შედის. CEPPS-ის ფარგლებში, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES) ხელს შეუწყობს საარჩევნო რეფორმების გატარებას; საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) – პოლიტიკური პარტიების განვითარებას; ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) – სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. USAID-ს არ ჰყავს ფავორიტები; ჩვენი მიზანია ყველა მნიშვნელოვან და დემოკრატიულ ინსტიტუტთან თანამშრომლობა. ჩვენი ორი ადგილობრივი პარტნიორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD), სხვადასხვა პროექტით ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას. დანარჩენი ოთხი ადგილობრივი პარტნიორი მონიტორინგის ფუნქციას შეასრულებს, დააკვირდება არჩევნებს, განახორციელებს პოლიტიკური დაფინანსებისა და არჩევნებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების მონიტორინგს. ეს პარტნიორები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” (PMMG); და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TIG).

საქართველომ მისი დამოუკიდებლობის პერიოდში დიდ პროგრესს მიაღწია. ვიმედოვნებთ, რომ USAID-ის ეს ახალი ინიციატივა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს მოსახლეობისთვის, მეტად ჩაერთონ დემოკრატიული განვითარების პროცესებში.

USAID-ის შესახებ:

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ი ხელს უწყობს საქართველოს, რათა ეს ქვეყანა გაძლიერდეს და დახმარების გარეშე შეძლოს პრობლემებთან გამკლავება, თავად დააფინანსოს, დაგეგმოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პროგრამები. 1992 წლიდან USAID-ი საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის გარდაქმნას დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ინტეგრირებული იქნება დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებში. USAID-ის 30-ზე მეტი პროგრამა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიული მმართველობის განვითარებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და სოციალურ ინკლუზიას.

Previous Post

Forbes Georgia. 2019 წლის ოქტომბრის ნომერი

Next Post

სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 57 მლნ ლარით გაიზარდა

მაგდა დოლიძე

Next Post
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 57 მლნ ლარით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 57 მლნ ლარით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Vulkan Bet – Quick‑Hit Gaming dla szybkiego gracza

July 9, 2026

Slota: Quick-Play Slots for Short, Intense Gaming Sessions

July 8, 2026

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026

Vinci Spin Casino: Domina las Ganancias Rápidas Con Cada Giro

July 8, 2026

Recent News

Vulkan Bet – Quick‑Hit Gaming dla szybkiego gracza

July 9, 2026

Slota: Quick-Play Slots for Short, Intense Gaming Sessions

July 8, 2026

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026

Vinci Spin Casino: Domina las Ganancias Rápidas Con Cada Giro

July 8, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result