Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უმსხვილესი კომპანიები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

by იზა გვარამაძე
February 16, 2024
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
უმსხვილესი კომპანიები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით
0
SHARES
0
VIEWS

ბოლო პერიოდში უმსხვილესი საჯარო კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც, თავის მხრივ, რეიტინგში მათი რიგითობა შეცვალა. ამ დროისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტულის მოსაპოვებლად Microsoft-ისა და Apple-ის რბოლა, ასევე Nvidia-ს აქციების ფასის რეკორდული ზრდა და ჩამონათვალში დაწინაურება იქცევს.

ცოტა ხნის წინ, Microsoft-მა $3-ტრილიონიანი ნიშნული კიდევ ერთხელ გადალახა და საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კომპანიების სიის სათავეში მოექცა. მოცემული დროისთვის, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ერთი აქციის ფასი $406-ს მცირედ აჭარბებს. ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 57%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება მოცემული მდგომარეობით Microsoft-ის მდევრად ქცეულ Apple-ს, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.84 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ Apple-ი, Microsoft-ის გარდა, ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ასევე შეძლო $3-ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვა.

მოცემული დროისთვის, iPhone-ის შემქმნელის ერთი აქციის ფასი დაახლოებით $184-ს შეადგენს. ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში Apple-ის აქციების ღირებულება თითქმის 48%-ით გაიზარდა.

უმსხვილეს კომპანიებს შორის ზრდით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia, რომელიც ბოლო პერიოდია, აქციების ღირებულებით რეკორდს რეკორდზე ხსნის. ამაზე გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმი და, შედეგად, ინვესტორების მხრიდან ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავლის მნიშვნელოვანი მატების მოლოდინი.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ზრდის მიხედვით 2023 წელს საუკეთესო შედეგი სწორედ Nvidia-ს ეკუთვნის. გასული წლის განმავლობაში მისი აქციების ღირებულება 239%-ით გაიზარდა. ჩიპების მწარმოებელი ზრდას მიმდინარე წელსაც  განაგრძობს და საბაზრო კაპიტალიზაციის უმსხვილეს კომპანიებს შორის უკან უკვე ჩამოიტოვა Amazon-ი და Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი.

მოცემული დროისთვის, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 1.79 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. შედეგად, ის ამჟამად მე-4 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. თვის დასაწყისში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, Nvidia მე-6 ადგილს სჯერდებოდა. ბოლო მონაცემებით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულება $726-ს აღემატება. ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასი გასული ერთი თვის განმავლობაში თითქმის 30%-ით არის გაზრდილი.

ტოპ-10 საჯარო კომპანია საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით: 

  1. Microsoft – $3.02 ტრილიონი
  2. Apple – $2.84 ტრილიონი
  3. Saudi Aramco – $2 ტრილიონი
  4. Nvidia – $1.79 ტრილიონი
  5. Alphabet (Google) – $1.78 ტრილიონი
  6. Amazon – $1.76 ტრილიონი
  7. Meta Platforms – $1.23 ტრილიონი
  8. Berkshire Hathaway – $873,88 მილიარდი
  9. Eli Lilly – $719,37 მილიარდი
  10. TSMC – $669.2 მილიარდი
Previous Post

Forbes: ქველმოქმედი ამერიკელი მილიარდერების 2024 წლის ტოპ-ათეული

Next Post

მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა – ქართველის ზედიზედ მე-10 გამარჯვება UFC-ში

იზა გვარამაძე

Next Post
მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა – ქართველის ზედიზედ მე-10 გამარჯვება UFC-ში

მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა - ქართველის ზედიზედ მე-10 გამარჯვება UFC-ში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025

Recent News

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result