Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უკავშირდება თუ არა საქართველოში კომუნიკაციების კანონის შეცვლა რუსულ ზეწოლას? – ბრიტანელი დეპუტატის კითხვა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
უკავშირდება თუ არა საქართველოში კომუნიკაციების კანონის შეცვლა რუსულ ზეწოლას? – ბრიტანელი დეპუტატის კითხვა
0
SHARES
0
VIEWS

“უკავშირდება თუ არა საქართველოს მიერ კომუნიკაციების კანონმდებლობის შეცვლა რუსულ ზეწოლას?”- ამ კითხვას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლორდი ჰარისი სვამს.

მის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვას, კონსერვატიული პარტიიის წევრი, ბარონესა ელისაბედ საგი პასუხობს, რომლის განცხადებითაც, დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში კომუნიკაციების სფეროში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩო აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტებს, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორებზე მათ გავლენას დეტალურად აკვირდება. შესაძლო რუსულ ზეწოლასთან ერთად, ლორდ ჰარისის კითხვა ამ კანონის საერთაშორისო ინვესტორთა საქმიანობაზე გავლენას შეეხებოდა.

“მივმართავ კითხვით მისი უდიდებულესობის მთავრობას, რა შეფასების გაკეთება შეუძლიათ მათ:

1) საქართველოში კომუნიკაციების სფეროში მიღებულ ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ამ სექტორში უცხოელი ინვესტორების მიმართ დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს?
2) რა შეფასების გაკეთება არის შესაძლებელი იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღება მოხდა რუსეთის მთავრობის ზეწოლის გამო?
3) ექნება თუ არა აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს რაიმე გავლენა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით?”- ნათქვამია ლორდ ჰარისის კითხვებში.

დეპუაუს 28 სექტემბერს მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრმა, ბარონესა ელისაბედ საგმა უპასუხა. მის პასუხში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის მთავრობისთვის ცნობილია იმ კითხვებს შესახებ, რომელიც აღნიშნული კანონმდებლობის მიღების პროცესში საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში მოღვაწე კომპანიებმა გამოთქვეს.

“ჩვენ ვიცნობთ იმ შეშფოთებას, რომელიც როგორც საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ქვეყნის პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქვეს. თავისმხრივ, ცვლილებები მარეგულირებელ ორგანოს ქვეყნის მედიისა და კომუნიკაციების სექტორის მიმართ დამატებით უფლებებს ანიჭებს.

საქართველოში ჩვენი საელჩოს მეშვეობით ჩვენ თვალყურს ვადევნებთ თუ რა შედეგები ექნება ამ კანონმდებლობას, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორებთან მიმართებით.

დიდი ბრიტანეთი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობენ იმ ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის, რომლებიც ქვეყანაში გამჭვირვალე მმართველობას, მედია-თავისუფლებას და ღია ბიზნეს გარემოს შექმნას უჭერენ მხარს.

ჩვენ ჯერ კიდევ ვადევნებთ თვალს ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგებს, შესაბამისად ჩვენი მხრიდან არ იქნება მიზანშეწონილი ამჟამად ვისაუბრობთ მისი შესაძლო წარმომავლობის შესახებ. იგივეს თქმა შეგვიძლია იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც რელევანტურ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობას უკავშირდება,”- ნათქვამია ბარონესა ელისაბედ საგის პასუხში.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი საქართველოში კომუნიკაციების სექტორში დაჩქარებული წესით მიღებული კანონმდებლობით დაინტერესდა. 4 სექტემბერს ახალი ციფრული დერეფანისა და კომპანია “კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით დეპუტატმა ქეთრინ უესთმა მიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ვენდი მორტონმა უპასუხა. მორტონის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის საელჩო “კავკასუს ონლაინის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ახალი კანონის მუხლი, რომლის შესახებაც ბრიტანელი დეპუტატების კითხვაში იყო საუბარი, კერძო კომპანიის წინააღმდეგ პირველად 1 ოქტომბერს გამოიყენა და კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Neqsol Holding-მა შეიძინა 49%-იანი წილი კომპანია Nelgado ლიმითედში, რომელიც “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიაა. სწორედ ეს გარიგება გახდა კომუნიკაციების კომისიისთვის სადავო.

ეს ტრანზაქცია მიმართული იყო Neqsol Holding-ის მიერ “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1,200-კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით შექმნილიყო ფართო საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებდა.

Neqsol Holding-ის ინფორმაციით, გარიგება შედგა ისე, რომ მის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ “კავკასუს ონლაინმა” დაარღვია კომუნიკაციების შესახებ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები, როდესაც მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება წინასწარ კომისიას არ შეუთანხმა.

2020 წლის ივლისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

Neqsol Holding-ის შეფასებით, ახალი კანონმდებლობა არაკონსტიტუციურია და ის რეგულატორს უპრეცედენტოდ ფართო უფლებებს ანიჭებს.

საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეფასება გააკეთეს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა და უცხოელმა დიპლომატებმა, რომელთა განცხადებითაც საქართველოს მიერ ციფრული აბრეშუმის დერეფნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები შესაძლოა რუსულ ზეწოლას უკავშირდებოდეს. ანალოგიური კითხვა დასვა 24 სექტემბერს აშშ-ის კონგრესმენმა კენ ბაკმა, რომლის განცხადებითაც, ახალი ციფრული დერეფანის პროექტის განხორციელება საქართველოს საუკეთესო ინტერესებში უნდა შედიოდეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თავად Neqsol Holding-ი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალს მიმართავს.

 

Previous Post

WAS THE COMMUNICATIONS LAW AMENDED BY THE PRESSURE FROM RUSSIA? – QUESTION OF A BRITISH MP

Next Post

ინტელექტის აგენტები

მაგდა დოლიძე

Next Post
ინტელექტის აგენტები

ინტელექტის აგენტები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

Recent News

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result