Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Uber-ი Didi-ის აქციების გაყიდვას აპირებს – Uber CEO

by Davit Tsiramua
December 22, 2021
in ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Uber-ი Didi-ის აქციების გაყიდვას აპირებს – Uber CEO
0
SHARES
0
VIEWS

Uber Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანია არასტრატეგიულ აქტივებში საკუთარი წილების გაყიდვას ცდილობს, მათ შორისაა პეკინში დაფუძნებული Didi Global Inc-ში არსებული აქციები.

ამერიკულმა ფირმამ ჩინეთის ბაზარი 2016 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც წელიწადში მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა. საბოლოოდ მან თავისი ჩინური ოპერაციები Didi-ის მიჰყიდა. ივნისში Didi-ის მიერ შეტანილი განაცხადის მიხედვით, Uber-ი  Didi-ის 12.8%-ს ფლობს.

„ჩინეთში საკმაოდ რთული გარემოა, ძალიან მცირე გამჭვირვალობით. ჩვენი კომპანია არ ჩქარობს აქციების გაყიდვას, ჩვენ ვცდილობთ, დროთა განმავლობაში მონეტიზაცია ფრთხილად მოვახდინოთ“, – აღნიშნა Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარა ხოსროუშაჰიმ.

ხოსროუშაჰის განცხადების შემდეგ Uber-ის აქციების ფასი 4.3%-ით $37.26-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ Uber-ს გასულ კვირას კომპანიის მასშტაბით მთლიანი ჯავშნების კუთხით საუკეთესო კვირა ჰქონდა. თუმცა ჯავშნების რაოდენობა პანდემიის წინა პერიოდის შედეგებს დაახლოებით 10%-ით ჩამორჩება.

მესამე კვარტალის მონაცემებით სხვადასხვა კომპანიაში Uber-ს დაახლოებით $13.1 მილიარდის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული, მათ შორის $4.1 მილიარდი Didi-ში. Uber-ის ეს პოლიტიკა –  გამოთავისუფლებული სახსრების სხვადასხვა კომპანიაში ინვესტირება – ზოგიერთი ინვესტორისათვის შემაშფოთებელია და Uber-ის მიმართ ნდობას ამცირებს.

საინტერესოა, რომ Uber-ის ოპერაციულმა ბიზნესმა გასულ კვარტალში პირველად მიაღწია მოგებიანობას კორექტირებული შემოსავლის საფუძველზე, მაგრამ მისმა  წილმა Didi-ში მესამე კვარტალში $2,4 მილიარდის წმინდა ზარალი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ Didi-ის აქციების ფასი, რომელიც ჩინეთის რეგულატორების მიერ მონაცემთა პრაქტიკის გამოძიების შედეგად შეირყა, დაახლოებით 53%-ით დაეცა მათი 30 ივნისის საწყისი საჯარო შეთავაზების ფასთან შედარებით. ჩინეთის რეგულატორების ზეწოლის შედეგად, თვის დასაწყისში Didi-მა განაცხადა, რომ ის დატოვებს აშშ-ის საფონდო ბირჟას და ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.

Previous Post

ტაქსის კომპანიამ ფატალური შემთხვევის შემდეგ „ტესლას“ მანქანების გამოყენება შეაჩერა

Next Post

Pfizer-ი სამედიცინო კანაფის ინდუსტრიაში $6.7-მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Pfizer-ი სამედიცინო კანაფის ინდუსტრიაში $6.7-მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს

Pfizer-ი სამედიცინო კანაფის ინდუსტრიაში $6.7-მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result