Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტურიზმის წილი საქართველოს და მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკებში

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
ტურიზმის წილი საქართველოს და მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკებში
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭო (WTTC) 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია უკვე 25 წელია მსოფლიოს 185 ქვეყნის ეკონომიკაზე ტურიზმის გავლენას სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით აფასებს.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მშპ-ში ტურიზმის პირდაპირი კონტრიბუცია 9.3% იყო და მოსალოდნელია რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2028 წლამდე 10.5%-მდე გაიზრდება.

მშპ-ში ტურიზმისა და მოგზაურობის პირდაპირი კონტრიბუცია ასახავს ეკონომიკურ აქტივობას, რომელსაც ქმნიან სასტუმროები, ტურისტული ორგანიზაციები, ავიაკომპანიები, სამგზავრო საშუალებები, რესტორნები. მთლიან კონტრიბუციაში კი შედის ყველა სფერო, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობასთან.

დასაქმებაში ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორის მთლიანი კონტრიბუცია გასულ წელს 27%-ს შეადგენდა, რაც 483 000 სამუშაო ადგილს მოიცავს. მათ შორისაა ისეთი სამუშაო ადგილები, რომლის შექმნასაც ხელი ტურიზმის ინდუსტრიამ შეუწყო. WTTC მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებლის 1,2%-ით ზრდას ელოდება, 489 000 სამუშაო ადგილამდე, ხოლო გრძელვადიანი პროგნოზი 2028 წლისთვის სამუშაო ადგილების 546 000-მდე გაზრდას   გულისხმობს. რაც შეეხება დასაქმებაში ტურიზმის პირდაპირ კონტრიბუციას, გასულ წელს სექტორში 140 500 სამუშაო ადგილი იყო, რაც მთლიანი დასაქმების 7.8%-ს შეადგენს, მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებლის 142 000-მდე ზრდაა მოსალოდნელი. 2028 წლისთვის პროგნოზი 161 000 სამუშაო ადგილი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს ტურიზმისა და მოგზაორობის სექტორში ინვესტიციებმა 435.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 3.6% იყო. WTTC 2028 წლისთვის მაჩვენებლის გაორმაგებას და 881.3 მლნ ლარამდე გაზრდას ელოდება.

მშპ-სთან მიმართებით ტურიზმის წილს WTTC მსოფლიოს 145 ქვეყანაში ითვლის და საქართველო მათ შორის 91-ე ადგილს იკავებს.

ანგარიშის მიხედვით, მშპ-ში ტურიზმის კონტრიბუციის 35.7% საქმიან ტურიზმზე მოდის, ხოლო 64,3% კი დასვენების მიზნით დახარჯული თანხებია. მთლიანი კონტრიბუციის 79,5% უცხოელ ვიზიტორებზე მოდის, ხოლო 20.5% ადგილობრივზე. შიდა ტურიზმის შემოსავლები ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს 4.9%-ით გაიზრდება, ხოლო უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი კი 5.7%-ით.

ჯამში მსოფლიოში ტურიზმისა და მოგზაურობის მთლიანი კონტრიბუცია მშპ-ში 62.9 მილიარდი დოლარია, საქართველოში კი 4.7 მილიარდი და შედეგად ქვეყანა მსოფლიოში 91-ე ადგილზეა. რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, თურქეთში ტურიზმისა და მოგზაურობის მთლიანი კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში 98 მილიარდ დოლარს აღემატება და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოლში მე-14-ე ადგილს იკავებს.  აზერბაიჯანი $5.6 მილიარდით 81-ე ადგილზეა, სომხეთი $1.7 მილიარდით 126-ზე, ხოლო უკრაინა კი $5.5 მილიარდით 83-ზე.

 

ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროში პირდაპირი დასაქმების წილით საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილზეა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ტურიზმი პირდაპირი გზით 140 300 სამუშაო ადგილს ქმნის. რეიტინგში საქართველოზე წინ დგას აზერბაიჯანი, სადაც 173 400 სამუშაო ადგილს ქმნის ტურიზმის სექტორი. ქვეყანა მსოფლიოში 68-ე ადგილზეა, უკრაინა 228 100 სამუშაო ადგილით 56-ე ადგილზეა, ხოლო თურქეთი 461 000 სამუშაო ადგილით 35-ე ადგილზეა. ბულგარეთი სიაში 90 000 სამუშაო ადგილით 98-ე ადგილზეა, ხოლო სომხეთი კი 117-ზე.

WTTC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტურიზმის არაპირდაპირ გავლენასაც ითვლის. ამ მხრივ საქართველოში გასულ წელს მშპ-ში ტურიზმისა და მოგზაურობის წილი კვლევის მიხედვით, 9.3% იყო და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 26-ე ადგილს იკავებს. სომხეთში ეს მაჩვენებელი 4.4%-ია და ის მსოფლიოში 67-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანში 4.2% (მსოფლიოში 74-ე ადგილი), თურქეთში 3.8% (მსოფლიოში 86-ე ადგილი).

ამავე გათვლით, ტურიზმში და მასთან დაკავშირებულ სფეროებში მომუშავეთა წილი საქართველოს მთლიან დასაქმებაში 7.8%-ია და საქართველო მსოფლიოს 145 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა. სომხეთი სიაში 82-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 85-ზე, ბულგარეთი 114-ზე, თურქეთი 168-ზე, უკრაინა კი 171-ზე.

კაპიტალურ ინვესტიციებში ტურიზმის წილით საქართველო მსოფლიოში 130-ე ადგილზეა.

WTTC-ს პროგნოზით, მშპ-ში ტურიზმის წილის ზრდა 2018 წელს საქართველოში 5.5% იქნება და ზრდის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა. შედარებისთვის 8.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი სომხეთში და ის მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

დასაქმებაში ტურიზმის წილი, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2018 წელს 1.2%-ით გაიზრდება და ზრდის მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 130-ე ადგილზეა.

Previous Post

Contribution of tourism to the economy of Georgia and other countries of the world

Next Post

BSTDB-ის ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა

მაგდა დოლიძე

Next Post
BSTDB-ის ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე  განთავსდა

BSTDB-ის ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Slotuna – Tu Destino de Rápida Acción para Slots Intensos

ივლისი 29, 2026

Funbet Casino: Tragamonedas de Rápida Suerte y Ganancias Rápidas para el Jugador Moderno

ივლისი 29, 2026

Fat Pirate Online Casino Recenzja: Szybkie Automaty i Ekspresowe Wygrane

ივლისი 28, 2026

Bitstake Casino: Quick‑Play Slots, Live Games & Instant Wins

ივლისი 28, 2026

Recent News

Slotuna – Tu Destino de Rápida Acción para Slots Intensos

ივლისი 29, 2026

Funbet Casino: Tragamonedas de Rápida Suerte y Ganancias Rápidas para el Jugador Moderno

ივლისი 29, 2026

Fat Pirate Online Casino Recenzja: Szybkie Automaty i Ekspresowe Wygrane

ივლისი 28, 2026

Bitstake Casino: Quick‑Play Slots, Live Games & Instant Wins

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result