Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტურიზმი საქართველოს ბანკის ანალიტიკაში

by Davit Tsiramua
July 21, 2022
in Forbes Property, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ტურიზმი საქართველოს ბანკის ანალიტიკაში
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკა მზარდია. აღნიშნულ ტენდენციას აკვირდებიან საქართველოს ბანკშიც, რომელიც ტურისტული ობიექტების პროექტებს აქტიურად აფინანსებს. ამჟამად ბანკის ანგარიშზე ტურიზმის სექტორში 1,230 გაცემული სესხია, რომელთა მოცულობაც 1 მლრდ ლარს აჭარბებს. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ბანკის დაფინანსებით ორი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ტურიზმის სექტორში მოლოდინებსა და შედეგებზე Forbes Georgia საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე კუპრაშვილის ანალიტიკას წარმოგიდგენთ.

ბატონო თორნიკე, რამდენად იგრძნობა საქართველოს ბანკის ბოლო მონაცემებში ქვეყანაში ტურიზმის სექტორის აღდგენის დინამიკა?

ტურიზმის აღდგენის ტემპი 2022 წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვანწილად გაზრდილია. 2022 წლის მაისში, 2019 წლის მაისთან შედარებით, ტურისტული შემოსავლები 96%-ით აღდგა, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა კი – 51.7%-ით. აღსანიშნავია, რომ სასტუმროებში განთავსებულ საქართველოს ბანკის პოს-ტერმინალებშიც შესრულებული ტრანზაქციები 2022 წლის მაისში, 2019 წლის მაისთან შედარებით, 79%-ით აღდგა.

ვფიქრობ, ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება ერთი ტურისტის მიერ დახარჯული თანხის ნიშნულის გაზრდა და ტურისტების მიერ საქართველოში მოგზაურობისას საშუალოდ გატარებული დღეების გახანგრძლივება. საქართველოში ტოპ-5 ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორი დღიურად საშუალოდ 2-2.5-ჯერ ნაკლებს ხარჯავს, დანარჩენი ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებთან შედარებით. ამასთან, ტურისტი საქართველოში საშუალოდ 4 ღამეს ატარებს, როცა, მაგალითად, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 7-8 ღამეა. თუმცა ვფიქრობთ, რომ ახალი, მაღალი კლასის განთავსების სასტუმროები და უფრო მეტი სხვადასხვა ტიპის გასართობი თუ სპორტული ღონისძიება ტურიზმის სექტორის სტაბილური განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს მოიტანს და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.

როგორია თქვენი პროგნოზი ტურიზმთან დაკავშირებით წლის ბოლომდე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ?

მოგეხსენებათ, 2019 წლის შემდეგ, 2022 არის პირველი წელი, როდესაც საქართველო ტურისტებს მკაცრი კოვიდრეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე უმასპინძლებს. უნდა ითქვას, რომ აპრილსა და მაისში შეზღუდვები მნიშვნელოვნად შემცირდა და ამან მყისიერი ეფექტი უკვე მოახდინა როგორც ტურისტულ შემოსავლებზე, ისე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაზე. რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფონზე, აპრილსა და მაისში მოიმატა რუსეთიდან და ბელარუსიდან დროებით ან მუდმივად საქართველოში გადმოსული ადამიანების რიცხვმა და ტურისტული შემოსავლების 96%-იანი აღდგენის ერთ-ერთი განმაპირობებელი შესაძლოა, ესეც იყოს. რადგან მიგრანტები საცხოვრებლად მეტწილად Airbnb-ის ან მსგავს განთავსების ადგილებს ირჩევენ, მიგრანტების ეფექტის გარეშეც, ჩვენი შეფასებით, ტურიზმის სექტორი სწრაფ აღდგენას განაგრძობს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ დაბალ მაჩვენებელზეა და 2022 წლის მაისში მხოლოდ 29%-იანი აღდგენის ნიშნულზეა. ამის ძირითადი მიზეზი მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე არსებული კოვიდშეზღუდვებია, რომლებიც ივნისიდან ფაქტობრივად სრულად მოიხსნა და ამ მიმართულებითაც აღდგენა მოკლე ვადებშია მოსალოდნელი. რეგიონში არსებული სიტუაციის, კოვიდრეგულაციების გაუქმებისა და ტურიზმზე პანდემიის განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნის ფონზე შესაძლებელია, 2022 წელს ტურისტული შემოსავლები სრულად აღდგეს და 2019 წლის მაჩვენებელს გაუსწორდეს.

სექტორის აღდგენის პროცესში რა შეთავაზებები გაქვთ ტურისტული ობიექტებისთვის?

პანდემიის პერიოდში სექტორში ახალი პროექტების განვითარების ტემპი შენელდა, თუმცა ბოლო დროის დადებითი დინამიკა სექტორში უფრო მეტი აქტივობისთვის კარგ დასაყრდენს ქმნის. საქართველოს ბანკის ცოდნა და ექსპერტიზა უკვე 12 წელზე მეტს ითვლის ნულოვანი ეტაპიდან სასტუმრო პროექტების, ე.წ. Greenfield-პროექტების დაფინანსებაში როგორც თბილისში, ასევე რეგიონში. ბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ახალი მიმართულებების ტურისტული განთავსების ადგილების განვითარების ხელშეწყობა. ამ მხრივ რეგიონებში დიდი პოტენციალია და ვცდილობთ ბიზნესის იმ ინიციატივების მაქსიმალურ მხარდაჭერას, რომლებიც ტურიზმის რეგიონში განვითარებას შეეხება.

რა რისკებს ხედავთ ტურიზმის დაფინანსების პროცესში? როგორია საქართველოს ბანკის ანალიტიკა ამ კუთხით?

დღევანდელ ინფლაციურ გარემოში გაზრდილია სასტუმროების როგორც სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ხარჯები, ასევე მართვისა და ოპერირების ხარჯები. ახალი პროექტების დაფინანსებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რამდენად ზუსტად არის დაგეგმილი და რამდენად გამოცდილი სამშენებლო გუნდი ასრულებს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებს. სამშენებლო გუნდთან ერთად უკვე ოპერირების ეტაპზე, ასევე მნიშვნელოვანია სასტუმროს მართვაში გუნდის კვალიფიკაცია. ბრენდულ სასტუმროებთან მიმართებით მართვის ნაწილში უფრო მეტი სიცხადეა, რადგან ძირითად შემთხვევებში ბრენდი თვითონ უზრუნველყოფს სასტუმროების ძირითადი მმართველობითი რგოლის დაკომპლექტებას. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიის შედეგად, ზოგადად მსოფლიოში და საქართველოშიც სექტორიდან თანამშრომლების სხვა სექტორებში გადინება შეიმჩნეოდა და ამ მხრივ ბიზნესს გარკვეული სირთულეები შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში შეექმნას, თუმცა გრძელვადიანად ტურიზმის აღდგენასთან ერთად მოსალოდნელია, რომ აღდგება ტურიზმის, როგორც დამსაქმებლის ნდობა და კადრების დეფიციტიც აღმოიფხვრება.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფინანსებული პროექტების კუთხით, თქვენს ანგარიშზე რამდენიმე მსხვილი ობიექტი „განთავსდა“. მათ შორის სასტუმროები, „აქსის თაუერსი“ ვაკეში და ა.შ. რა გახდა ამ პროექტების დაფინანსების მოტივაცია?

დიახ, ბოლო ერთი თვე, ახალი სასტუმროების გახსნის თვალსაზრისით, საკმაოდ დატვირთული იყო. საქართველოს ბანკის დაფინანსებით თბილისში ახვლედიანის ქუჩაზე გაიხსნა 158-ნომრიანი Ibis Budget-ი, რომელშიც ჩვენი ინვესტიცია 5 მლნ დოლარს შეადგენს. თბილისი საკმაოდ კარგად ვითარდება მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროების თვალსაზრისით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაბალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ბიუჯეტურ სეგმენტში ბრენდირებული სასტუმროების განვითარების პოტენციალი კიდევ არსებობს. რაც შეეხება მაღალი კლასის სასტუმროებს, საქართველოს ბანკის დაფინანსებით თბილისში ჭავჭავაძის ქუჩაზე გაიხსნა „აქსის თაუერსის“ მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც განთავსებულია 226-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო Pulman-ი. აღნიშნულ პროექტში საქართველოს ბანკის მიერ პარტნიორი ბანკების თანამონაწილეობით განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 60 მლნ დოლარამდეა. კომპლექსი თავისი უნიკალური არქიტექტურითა და ფუნქციური დატვირთვით ახალი მიზიდულობის წერტილია როგორც საერთაშორისო ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რადგან კომპლექსში განთავსებულია როგორც სასტუმრო, ასევე აუზი, სპა, საოფისე, სარესტორნე და სავაჭრო სივრცეები. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ მიუხედავად პანდემიისა, ამ პროექტების განხორციელება შევძელით ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

ტურიზმის გარდა, რომელი სექტორებია საქართველოს ბანკის კორპორაციული მიმართულებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და რომელი სექტორების დაფინანსების გაძლიერებას გეგმავთ?

ტურიზმთან ერთად საქართველოს ბანკის კორპორაციულ პორტფელში აღსანიშნავია საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტისა და მშენებლობის მიმართულება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია. საცხოვრებელი უძრავი ქონება და მშენებლობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში სტაბილურად დიდი კონტრიბუტორია და მზარდი ურბანიზაციის ფონზე ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნულ სექტორში სტაბილური ზრდა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. ბანკისათვის ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და განათლების სექტორი. ჯანდაცვის სექტორმა საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა პანდემიის განმავლობაში და კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა პირველად ჯანდაცვაში მეტი ინვესტიციების აუცილებლობა და ამ მხრივ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს, ბიზნესისა და ბანკების თანამშრომლობით სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გარდაუვალია.

Previous Post

თბილისში თიბისის მხარდაჭერით „მაკდონალდსის“ ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიღომში დეველოპერული პროექტი „მწვანე ხეივანი“ ხორციელდება

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიღომში დეველოპერული პროექტი „მწვანე ხეივანი“ ხორციელდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიღომში დეველოპერული პროექტი „მწვანე ხეივანი“ ხორციელდება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Recent News

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result