Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

წყლის გლობალური კრიზისი, კლიმატის ცვლილება და კორონავირუსი | კრიზისიდან შესაძლებლობებამდე

by Davit Tsiramua
March 31, 2021
in მოსაზრება, მსოფლიო
0
წყლის გლობალური კრიზისი, კლიმატის ცვლილება და კორონავირუსი | კრიზისიდან შესაძლებლობებამდე
0
SHARES
0
VIEWS

კორონავირუსის პანდემიამ, რომელმაც უკვე ერთი წელია, სრულად მოიცვა ჩვენი სამყარო,   წყლის სიმცირისა და  მასთან წვდომის საკითხები ერთმნიშვნელოვნად დააყენა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში. მართლაც, ორივე მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სანიტარული პირობებისა და ჰიგიენის, ისე  კორონავირუსის გავრცელების შემცირების თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრ ადგილას ადამიანებს დაუბრკოლებელი წვდომა აქვთ ონკანის სუფთა წყალთან,  ბევრგან ასეთი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და თითქმის არ არსებობს. საქართველოშიც კი,  სადაც მრავლადაა მდინარე, ტბა და ნაკადული – სუფთა, სასმელ წყალთან წვდომა არ შეიძლება, ბუნებრივ  მოცემულობად ჩავთვალოთ.

ახლა, როცა ყველა ერთად აღვნიშნავთ წყლის საერთაშორისო დღეს, საჭიროა, ყურადღება მივაქციოთ ამ საჭირბოროტო საკითხს, გავიაზროთ ის საფრთხე, რომელსაც იგი უქმნის კაცობრიობას და, ზოგადად, სიცოცხლეს დედამიწაზე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კლიმატის ცვლილების, გაუდაბნოებისა და მსოფლიო მასშტაბით წყლის დაბინძურების ტემპების სხვა, დამატებითი მახასიათებლები.

წყლის კრიზისი ხასიათდება სამი პარალელური პროცესით. პირველი არის სასმელი, სოფლის მეურნეობის სფეროში გამოყენებული და ტექნიკური წყლის შემცირება დაბინძურებისა და წყლის მოხმარების მუდმივი ზრდის გამო. მეორე გახლავთ წყლის ხარისხის მუდმივი გაუარესება, რაც გულისხმობს მისი დიდი წილის დაბინძურებას ან დამლაშებას დროთა განმავლობაში. მესამე კი არის წყლის ხელმისაწვდომობა: მსოფლიოს ბევრ ადგილას წყლის წყაროები შორს არის დასახლებული ცენტრებიდან, რომლებიც  არ არის მიერთებული წყლის მიწოდების სისტემებთან.

დაახლოებით 2.5 მილიარდი ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 36%) ცხოვრობს ადგილებში, სადაც წყალი ნაკლებად ხელმისაწვდომია. ეს მოვლენა მომავალი ათწლეულების განმავლობაში გაუარესდება, რადგან სულ უფრო მძაფრდება კლიმატის ცვლილებისა და მსოფლიო მოსახლეობის ზრდის მძლავრი პროცესები;  იზრდება მოთხოვნა ინდუსტრიულ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე  და  უფრო მასშტაბური ხდება გაუდაბნოება. წყლის ნაკლებობას შედეგად მოაქვს მიგრაცია, ომები და კონფლიქტები. მომავალი წლების განმავლობაში, წყლის ოდენობის შემცირების გამო, მილიონობით ადამიანი აღმოჩნდება ადგილის მონაცვლეობის საფრთხის წინაშე.

ამ ფენომენთან გამკლავებისა და პრობლემის მოგვარების მიზნით, უნდა გავიაზროთ, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი კამპანია, რომელიც მოითხოვს აუცილებელი საფეხურების ინტეგრაციას, ესენია: წყლის კონსერვაციის შესახებ ინსტრუქციები და განათლება; წყლის მოხმარების რენტაბელობის გაზრდა და ამ საკითხის კოორდინაცია;   ამ მხრივ საერთაშორისო, სახელმწიფო და კერძო სახსრების გაზრდა; დაბინძურებული წყლის წყაროების რეაბილიტაცია და ინვესტიციებისა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობა. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ახალი მიდგომები, რათა განვახორციელოთ ინვესტიციები წყალსა და სანიტარიასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურებსა და მომსახურებაში. ამასთანავე, დაცული უნდა იყოს თითოეული ადამიანის სასმელ წყალთან წვდომის უფლება. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გაზიარებაზე, რომელიც შეეხება წყლის ოდენობას, ხარისხს, განაწილებას, წვდომას, მის მოხმარებასა და რისკებს.

ამასთან დაკავშირებით, ისრაელს, როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და განვითარებული წყლის სისტემა და ინოვაციური ტექნოლოგიები ბევრ სფეროში, ჩატარებული აქვს უამრავი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო, ამ პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩამდინარე წყლების გაწმენდა და გადამუშავება: ისრაელი ამ სფეროში ლიდერობს მსოფლიო მასშტაბით, რადგან მისი ჩამდინარე  წყლების თითქმის 90% იწმინდება და გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. იგივე რომ ხდებოდეს მთელ მსოფლიოში, შესაძლებელი იქნებოდა საგრძნობლად  შეგვემცირებინა სასათბურე გაზები, გარემოს დაბინძურება და ბუნებრივი სისტემების რღვევა და, ამასთანავე, უკან, ბუნებაში დაგვებრუნებინა და სოფლის მეურნეობაში გამოგვეყენებინა გაწმენდილი და გაფილტრული წყალი. გარდა ამისა, პარალელურად შესაძლებელი იქნებოდა, შეგვემცირებინა სასათბურე გაზების ფართომასშტაბიანი ემისია; შეგვექმნა კლიმატური მოვლენების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა; ხელი შეგვეწყო ბუნებაში უფრო მეტი წყლის არსებობისთვის, რაც ეხმარება  სასათბურე გაზების ეფექტიან აბსორბციას; გაგვეუმჯობესებინა ფუნქციონირება, მოგვეხდინა  წყლის ნაკლებობით გამოწვეული ეკოლოგიური სისტემების რღვევის პრევენცია და ბევრი სხვა რამ.

კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ისრაელი მსოფლიო მასშტაბით ლიდერობს, არის ურბანულ სისტემებში წყლის დანაკარგის პრევენცია. მაშინ როცა ისრაელში წყლის მიწოდების ურბანულ სისტემებში წყლის დანაკარგის ძალიან მცირე პროცენტული რაოდენობაა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომლებშიც არიდული ჰავა და წყლის რესურსების სიმწირეა,  წყლის დანაკარგი რამდენიმე ათეულ პროცენტს უტოლდება.   ისრაელში შემუშავდა უამრავი სახის ტექნოლოგია და მეთოდი, რათა მიგვეღწია მიწოდების სისტემებში წყლის დანაკარგის პრევენციისთვის  და დისტანციური სენსორების საშუალებით გაჟონვის წერტილები აღმოგვეჩინა. და თუ ასეთი მიდგომა განხორციელდება მსოფლიო მასშტაბით, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული   კრიზისის შედეგების შემცირებას.

ისრაელმა წარმატებით განავითარა ის ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ზღვის წყლის დემინერალიზაციას, მლაშე წყლის გამოყენებას სოფლის მეურნეობაში, წვეთოვან ირიგაციას, ისეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების განვითარებას, რომლებიც ნაკლებ წყალს საჭიროებს და ჰაერიდან წყლის ექსტრაჰირებასაც კი.  ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, გავუზიაროთ ჩვენ მიერ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება მთელ მსოფლიოს, კერძოდ  იმ ქვეყნებს, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა.

საქართველოში, ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (MASHAV) გურიის რეგიონის „შალომ კლუბთან“ ერთად წამოიწყო ადგილობრივი სკოლების მხარდაჭერის ინიციატივა, რაც გულისხმობს სკოლების მომარაგებას იაფი, ადვილად გამოსაყენებელი, ისრაელში წარმოებული დაბინძურებული წყლის გამწმენდი სისტემებით, რის შედეგადაც წყალი დასალევად ვარგისი ხდება.   გარდა ამისა, ისრაელმა ქართველ ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტებს მიაწოდა წვეთოვანი სარწყავი სისტემები. მიმდინარე თვეში MASHAV-ი (USAID-სთან ერთად) წვეთოვანი ირიგაციის 60 ერთეულს გადასცემს კასპის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის სოფელ გამდლისწყაროში მცხოვრებ ოჯახებს.

წყალი არსებობის მთავარი წყაროა. ვინც ისწრაფვის სიცოცხლისკენ, უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს ეს ძვირფასი რესურსი გონივრულად.

ჩვენ, ისრაელი, მზად ვართ, საერთო ძალისხმევით – ჩვენს ქართველ მეგობრებთან,  პარტნიორებთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად – მოვაგვაროთ ეს პრობლემები, რათა ჩვენც და თითოეულმა ადამიანმა დედამიწაზე  წყალთან წვდომის უფლებით სარგებლობა შეძლოს. წყალი სიცოცხლეა.

Tags: topblog
Previous Post

PayPal-ი ამერიკელ მომხმარებლებს სხვადასხვა კრიპტოვალუტით გადახდის უფლებას აძლევს

Next Post

ისარგებლე Trade-In აქციით, მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ისარგებლე Trade-In აქციით, მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას

ისარგებლე Trade-In აქციით, მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result