Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

წყალი, როგორც ინსპირაცია

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
წყალი, როგორც ინსპირაცია
0
SHARES
0
VIEWS

აუზი და სპა-ზონები ფუფუნების მოყვარული თუ  ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანებისთვის ერთნაირად აუცილებელია, ამ კომფორტის მოწყობას კი, ცხადია, გამოცდილი და საქმის მცოდნე ადამიანების ხელი სჭირდება.

AQUALINE-ი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ჯერ კიდევ 11 წლის წინ ხარისხისა და კომფორტის შეგრძნების საშუალება მისცა და ყველა ოცნების ასრულება შესთავაზა, რაც წყალს უკავშირდებოდა. კომპანიის სავიზიტო ბარათად დღემდე მაღალი დონის საერთაშორისოდ აღიარებული პროდუქცია და მაღალკვალიფიციური კადრები რჩება.

ბიზნესიდეის წარმომავლობასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე ჩვენ AQUALINE-ის დამფუძნებელი ვახტანგ მესხი გვესაუბრა.

როდის შეიქმნა კომპანია  AQUALINE-ი და რამ განაპირობა თქვენი ამ სფეროთი დაინტერესება ?

მოგეხსენებათ, რა რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება იყო 90-იანი წლების საქართველოში, შესაბამისად, საბერძნეთში მომიწია გარკვეული დროით წასვლამ. ვინაიდან ტექნიკური განათლება მქონდა და კარგად ვერკვეოდი ელექტრობასა და წყლის სისტემებში, მუშაობა საცურაო აუზების სამონტაჟო კომპანიაში დავიწყე. შემდეგ ამავე კომპანიაში უფროსის მოადგილის პოზიცია დავიკავე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე, თავადაც შემექმნა მსგავსი პროფილის კომპანია.

AQUALINE -ი  2006 წელს დაფუძნდა. დაარსებიდან დღემდე მრავალი პროექტი განვახორციელეთ როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ სექტორში.

რა სახის პროდუქციასა და მომსახურებას  სთავაზობს კომპანია  AQUALINE-ი მომხმარებლებს?  სხვადასხვა ტექნიკას ადგილზე აწარმოებთ თუ თქვენი ბრენდის სახელით, ძირითადად, იმპორტირებულ პროდუქტს ყიდით?

AQUALINE-ში წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც საიზოლაციო, ასევე მოსაპირკეთებელ მასალებს, საცურაო აუზისთვის განკუთვნილ დანადგარებს, აქსესუარებს, ქიმიკატებს, აუზის გარშემო არსებული ტერიტორიის მოსაპირკეთებელ მასალას, ხის მასალას საუნისთვის, ღუმელებს და ა.შ.  პროდუქციის 97%, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ, იმპორტირებულია, იმპორტის 72% -ევროპაზე, 28% კი თურქეთზე მოდის.

ჩვენი მომწოდებლები მსოფლიოში აღიარებული კომპანიებია, რომლებიც პროდუქციის უმაღლესი ხარისხითა და მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევიან. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს. ჩვენი მომსახურება რამდენიმე ნაწილად იყოფა:  საცურაო აუზების პროექტირება და მშენებლობა, საუნებისა და SPA-ზონების დაგეგმარება და მოწყობა, წყლის საწმენდი ტექნოლოგიების დანერგვა.

რაც შეეხება აუზებს, დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე, თითოეულ ეტაპს უზრუნველვყოფთ: იქნება ეს პროექტირება, მშენებლობა-მოპირკეთება თუ ობიექტის შემდგომი მეთვალყურეობა, ფაქტობრივად, იდეიდან მის რეალიზებამდე. ცხადია, გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში დაგვიგროვდა, გვაძლევს იმის საშუალებას,  რომ მომხმარებლებს კვალიფიციური და ობიექტური რჩევები მივცეთ და მათი სურვილები სწორი მიმართულებით წარვმართოთ. ჩვენ მუდმივად ვესწრებით საერთაშორისო გამოფენებს და ვაკვირდებით ტენდენციებს, რომლებიც აქტუალურია ამ სფეროში მსოფლიო მასშტაბით, შემდეგ კი  მათ დანერგვას საქართველოში ვცდილობთ.

მინდა, ასევე ყურადღება გავამახვილო სასმელი წყლის საწმენდ სისტემებზე, რომელთა დანერგვაც ჩვენს უკრაინელ და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ბაზარზე 2016 წელს დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ კარგი ხარისხის წყალი გვაქვს და მისი გაფილტვრის გარეშე გამოყენება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ამ სახით მიღება სასარგებლოა. წყალში უამრავი მინარევია, მაგალითად, ქლორი, მძიმე მეტალები და ა.შ., რომლებიც დროთა განმავლობაში არასახარბიელოდ მოქმედებენ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც საყოფაცხოვრებო ფილტრებს, რომლებიც ინდივიდუალურად სახლში ან ბინაში მონტაჟდება, ასევე სამეწარმეო დანიშნულების საწმენდ სისტემებს სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, ლუდისა და ლიმონათის ქარხნებისთვის, სამრეცხაოებისთვის და ა.შ.

სწორედ ახლა დავასრულეთ წყლის საწმენდი სისტემის მონტაჟი მუხროვნის სამხედრო ბაზის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყლის შემადგენლობა მკვეთრად განსხვავებულია,  შესაბამისად, სამეწარმეო დანიშნულების ობიექტების შემთხვევაში, ჩვენ თავდაპირველად ვიღებთ წყლის სინჯს და შემდგომ, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კონკრეტულ შეთავაზებას ვამზადებთ. ფაქტობრივად, ჩვენ ნებისმიერი წყალი შეგვიძლია დასალევ წყლად ვაქციოთ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მომხმარებლებს AQUALINE-ში გაყიდვის შემდგომი სერვისის მიღებაც შეუძლიათ. ჩვენ ოფიციალურად წარმოვადგენთ საქართველოში ყველა მომწოდებელს, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, შესაბამისად, სერვისცენტრის თანამშრომლებსაც სისტემატურად ვუტარებთ ტრენინგებს და  ცოდნის ასამაღლებლად საზღვარგარეთ ვგზავნით.

რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი პროდუქცია  და მომსახურება?

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მაღალპროფესიონალური კადრები და ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქციაა, რომელსაც მომხმარებელს  ვთავაზობთ. ჩვენს მომხმარებელს უკვე დისტანციურად შეუძლია აუზის წყლის პარამეტრების კონტროლი და წყლის დეზინფიცირება ავტომატური დოზაციის სისტემის მეშვეობით, ასევე აუზის ფსკერისა და კედლების წმენდა ავტომატური საწმენდის, ე.წ. რობოტის საშუალებით, რომლის მართვა უკვე მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ადამიანების სურვილებს ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად. დაარსებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ რეგიონულადაც გავფართოვდით და ფილიალი ბათუმში გავხსენით.

რაც შეეხება მომსახურებას, როგორც უკვე აღვნიშნე, თანამშრომლების პროფესიული დონის ამაღლებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ზოგადად ვიტყვი, რომ საქართველოში ამ სფეროში  კვალიფიციური კადრების პოვნა ძალიან რთულია. საცურაო აუზის მოვლა ძალიან სპეციფიკური და ვიწრო სპეციალობაა, შესაბამისად, არ არსებობს რაიმე სახის  საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პროფტექნიკურ სასწავლებლებთან, გადამზადების ცენტრებთან. ვცდილობთ, თვითონ გამოვზარდოთ კადრები და მივცეთ მათ კვალიფიკაცია წყლის სისტემებისა თუ აუზების მშენებლობის განხრით. ნებისმიერი სამუშაო, რომლის შესრულებაც ახლა რომელიმე ჩვენს თანამშრომელს უწევს, თავად მაქვს შესრულებული ამა თუ იმ წლებში და ვიცი სპეციფიკა. თავის დროზე შეკვეთებს სამნი ვასრულებდით და, ფაქტობრივად, ყველაფრის კეთება მიწევდა, რაც კი შეკვეთის სრულყოფილად შესრულებისთვის იყო საჭირო.

რა პროექტებია  AQUALINE-ის პორტფოლიოში და ძირითადად კერძო დაკვეთებზე გიწევთ მუშაობა თუ საზოგადოებრივი სექტორის შეკვეთებზე?

ერთ-ერთი ჩვენი პირველი დიდი ობიექტი გახლდათ  50 მეტრი სიგრძის ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი “ოლიმპიკი”, შემდეგ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საცურაო აუზი, ანაკლია,  სასტუმროების “ლოპოტასა” და “შატო მერეს”  აუზები, “ყვარლის ტბის” აუზი და სპა, “კლუბი 71”,  “როიალ ბატონის” აუზი, პროექტები გუდაურსა და ბაკურიანში და ა.შ. ჩვენ პროექტები საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გვაქვს განხორციელებული. ამჟამად მოვაპირკეთეთ 110-მეტრიანი აუზი შეკვეთილში, რომლის უნიკალურობაც, გარდა მასშტაბებისა,  ისაა, რომ ამ აუზის უმეტესი ნაწილი ზღვაშია შესული. ამჟამად ვმუშაობთ “აქსის თაუერსის” პროექტზე, რომელიც ასევე მასშტაბურია. უკვე დავასრულეთ მუშაობა “თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმში” ორი ღია აუზის მშენებლობაზე,  რომლებიც მუზეუმის სახურავზეა განთავსებული.

ასევე მინდა აღვნიშნო “ჭრელი აბანოს”  რეაბილიტაციის პროექტი. ამ ისტორიულ ობიექტზე მუშაობა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია.

გარდა საზოგადოებრივი სექტორისა, რა თქმა უნდა, პროექტებს კერძო სექტორშიც ვახორციელებთ. ზოგადად მინდა აღვნიშნო,  რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მომხმარებლის ინფორმირების დონე საკმაოდ ამაღლდა. თუ ადრე გადამწყვეტი მხოლოდ პროექტის ფასი იყო, ახლა მომხმარებელი ხარისხიანი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი, უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის მქონე მასალისა და ტექნოლოგიების შერჩევას ცდილობს. მოთხოვნები კერძო და საზოგადოებრივ სექტორში, რა თქმა უნდა, განსხვავდება. საზოგადოებრივ სექტორში (სასტუმროები, სპა-ცენტრები, კომერციული აუზები) ახალი ტექნოლოგიების დანერგვა უფრო მარტივია, მოთხოვნებიც უფრო მაღალია, ვინაიდან აქ უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს, ვიდრე კერძო აუზებზე. კერძო აუზებზე შესაძლებელია განხვავებული დიზაინის შექმნა და ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, როგორიცაა, მაგალითად, უქლორო დეზინფექცია და ა.შ.

როგორ აპირებთ AQUALINE-ის ქართულ ბაზარზე შემდგომ პოზიციონირებას და თქვენი ბრენდის პოპულარიზაციას?

საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მომავალში საცურაო აუზები სულ უფრო მიემსგავსება ბუნებრივ წყალსაცავებსა და ტბორებს. უკვე ახლა ჩვენი მომხმარებლების ნაწილი უარს ამბობს სტანდარტულ, ცისფერი ფერის მოპირკეთებაზე და ირჩევს თეთრ, ქვიშისფერ, ნაცრისფერ და მწვანე მოპირკეთებას. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროექტების ეკოლოგიურ მხარეს.   ჩვენც ეკოპროექტების მიმართულების განვითარებასა  და მომხმარებლებისთვის საინტერესო და ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებას ვაპირებთ. 

სტატია ინგლისურ ენაზე.

Previous Post

Европейский инвестиционный банк выделит 250 млн евро на строительство дорог в Грузии

Next Post

WB: საქართველოში გაზრდილი გადასახადით, ყველაზე მეტად მოსახლეობის ღარიბი ფენა ზარალდება

მაგდა დოლიძე

Next Post
WB: საქართველოში გაზრდილი გადასახადით, ყველაზე მეტად მოსახლეობის ღარიბი ფენა ზარალდება

WB: საქართველოში გაზრდილი გადასახადით, ყველაზე მეტად მოსახლეობის ღარიბი ფენა ზარალდება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result