Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ცოდნა ზრდის საზღვრებს – საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, თამუნა პაპავას გამოცდილება Fulbright-ის პროგრამაში

by იზა გვარამაძე
October 23, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ცოდნა ზრდის საზღვრებს – საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, თამუნა პაპავას გამოცდილება Fulbright-ის პროგრამაში
0
SHARES
0
VIEWS

იმ ახალგაზრდებს, ვისაც განათლების მიღება საზღვარგარეთ სურთ, საქართველოს ბანკი უკვე 10 წელზე მეტია აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ ბანკის სტიპენდია Fulbright-ის, CHEVENING-ის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაში და სასურველ უნივერსიტეტებში სრულიად უფასოდ ისწავლონ.

საქართველოს ბანკმა უკვე გამოავლინა 60-მდე სტიპენდიატი, რომლებმაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლა დიდი ბრიტანეთისა თუ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელეს, და ბერლინში არსებულ, კრეატიული ინდუსტრიის ლიდერ Miami Ad School Europe-ში ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია ფარავს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს.

საერთაშორისო სტიპენდიების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობების შესახებ უფრო დეტალურად კი Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის გამარჯვებული, თამუნა პაპავა გვესაუბრება.

თამუნა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში (Georgetown University), ქალაქ ვაშინგტონში სწავლობდა, შემდეგ სტაჟირების პროგრამა Amazon-ში გაიარა, ამჟამად კი პროფესიონალი ქოუჩის ამპლუაში აგრძელებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

როგორც გვიყვება, Fulbright-მა გაუმყარა მას რწმენა, რომ დასახული მიზნების მიღწევა მონდომებითაა შესაძლებელი.

„Amazon-ის წარმომადგენლების პრეზენტაციის შემდეგ აჩემებული მქონდა, რომ ძალიან მინდოდა ამ კომპანიაში სტაჟირების გავლა. ყველა ჩემს კურსელს, ვინც გასაუბრების ეტაპზე დაიბარეს, ან ტექნოლოგიებში ჰქონდა გამოცდილება მიღებული ან საცალო გაყიდვების ინდუსტრიაში, მე – არცერთში. თითქოს და შანსი არ უნდა მქონოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მონდომებას დამატებული საკონსულტაციო ბიზნესში მრავალფეროვანი გამოცდილება და Fulbright-ის პროგრამაში მოპოვებული სტიპენდია გადამწყვეტი აღმოჩნდა“, – გვიყვება თამუნა.

ამბობს, რომ სტაჟირების პროგრამისთვის აპლიკაციების მზადება საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ „მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ სწავლის დასრულების შემდეგ რა შესაძლებლობები გამოჩნდება“.

„Fulbright-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი საკუთარ გამარჯვებულებს სწავლისა და ცხოვრების ყველა ხარჯს სრულად უფინანსებს და ხშირ შემთხვევაში, პროგრამის მეშვეობით, ამერიკაში სამუშაო გამოცდილების მიღების შანსიც ეძლევათ. გარდა ამისა, ამ პერიოდთან დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს და უკან რომ ვიხედები, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო, ფერად დროდ მახსენდება“.

ამიტომ, ყველას, ვისაც საზღვარგარეთ ცოდნის მიღება სურს, ურჩევს, ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა.

ზოგადად საზღვარგარეთ სწავლის მნიშვნელობაზე საუბრისას კი ამბობს, რომ ეს არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ მიიღო განათლება წამყვან უნივერსიტეტებში, არამედ დააგროვო დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება ყოველდღიურობისგან განსხვავებულ და სრულიად უცხო გარემოში, რაც საკუთარი თავის გაცნობაში გეხმარება.

“უკან რომ იხედები ადვილია თქვა, რომ რაღაცას სხვანაირად გააკეთებდი. მაგრამ ფაქტია ყველანი მოცემულ მომენტში იმ საუკეთესო არჩევანს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ახლა რომ ვფიქრობ ალბათ მეტ ენერგიასა და რესურსს ჩავდებდი იმაზე ფიქრში და მსჯელობაში, თუ რისი სწავლა მინდოდა, რატომ ბიზნესის ადმინისტრაცია. ამ გამოცდილებამაც იქონია გავლენა იმაზე, თუ რატომ შევიცვალე პროფესია და გავხდი ქოუჩი – უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანებს დავეხმარო იმის აღმოჩენაში თუ სინამდვილეში რისი კეთება უნდათ, სად იგრძნობენ თავს ბედნიერად და რეალიზებულად. საბოლოო ჯამში, ფულბრაიტმა აღმომაჩენინა, თუ რისი კეთება მინდოდა თავად მე“, – ამბობს თამუნა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

S

Previous Post

მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საქართველოს ბანკი სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

Next Post

Forbes: NBA-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელები

იზა გვარამაძე

Next Post
Forbes: NBA-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელები

Forbes: NBA-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result