Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

წლის გარიგება

by ელენე კვანჭილაშვილი
March 26, 2021
in კომპანიები
0
წლის გარიგება
0
SHARES
0
VIEWS

თემურ უგულავა “აჭარაბეთის” საკონტროლო პაკეტში 115.4 მილიონ ევროს ანუ 349 მილიონ ლარს მიიღებს. მთლიანი გარიგების ღირებულება, სავარაუდოდ, 225 მილიონი ევრო, ანუ 685 მილიონი ლარი იქნება.

ერთი წუთით თვალები დახუჭეთ და მსოფლიო ინტერნეტის გარეშე წარმოიდგინეთ. ალბათ ძნელი იქნება ეს განცდა საერთოდ რამეს შევადაროთ, ამიტომ არც ვეცდები.

ფაქტია, World Wide Web-ი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, ვაღიარებთ თუ არა, მაინც დიდწილად მასზე დამოკიდებულები ვართ. და არა მხოლოდ ადამიანები – მთელი ინდუსტრიები, რომელთაც ინტერნეტის გავრცელების კვალდაკვალ ან ზნე იცვალეს, ან ფერი, ანდაც ორივე ერთად.

საერთოდ ცალკე თემაა სულ ახალი ინდუსტრიები, რომლებიც საკუთარი ბიზნესპოტენციალის რეალობად ქცევას პირველ რიგში სწორედ ინტერნეტს უნდა უმადლოდნენ.

ერთ-ერთი ასეთი გემბლინგია – უფრო ზუსტად, აზარტული ონლაინთამაშების ინდუსტრია.

ყველაფერი 1994 წელს ანტიგუა და ბარბუდადან დაიწყო, როცა კარიბის ზღვისა და ატლანტის ოკეანეს შორის განლაგებულ ამ კუნძულებზე გამოსცეს თავისუფალი ვაჭრობისა და ტექნოლოგიების აქტი (Free Trade & Processing Act) და ამით კანონიერი საფუძველი შეუქმნეს ორგანიზაციებს, რომლებიც ანტიგუასა და ბარბუდას ონლაინკაზინოების გახსნის წინადადებით აკითხავდნენ.

სწორედ ანტიგუა და ბარბუდას ხალხია პასუხისმგებელი მსოფლიოს პირველ დაცულ და სრულად გამართულად ფუნქციონირებად ონლაინკაზინოზე, რომელსაც The Gaming Club-ი დაარქვეს.

ონლაინგემბლინგმა რეალური პოპულარობა 90-იანი წლების ბოლოსკენ მოიპოვა, როცა 1998 წლის ბოლოს გამოცემული Frost & Sullivan-ის ანგარიშის მიხედვით, ამ ბიზნესით მიღებულმა შემოსავლებმა მხოლოდ ამ წელს 830 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ამავე წელს ბაზარზე პირველი ონლაინპოკერ- რუმი გამოჩნდა.

2001 წლამდე გლობალურად დაახლოებით 8 მილიონამდე ადამიანი აქტიურად ჩაერთო ონლაინგემბლინგში და მათი რაოდენობა განუხრელად იზრდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა მუდმივად ახლდებოდა და, შესაბამისად, ბიზნესიც მუდმივად სასამართლო გარჩევების რეჟიმში ფუნქციონირებდა.

კიდევ სულ რაღაც 7 წელიწადი და ინდუსტრიამ მილიარდების ათვლა დაიწყო.

2016 წელს Statista-მ ივარაუდა, რომ 2018 წელს გლობალური ონლაინგემბლინგიდან მიღებული შემოსავლები 56 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებდა.

სხვადასხვა მონაცემით, ონლაინგემბლინგის გლობალურმა ინდუსტრიამ ამ ნიშნულს 2017 წელს მიაღწია.

ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალია – ეს სამეული ამ ინდუსტრიაში უკვე რამდენიმე წელია, სტაბილურად ლიდერობს.

მსოფლიო და, მათ შორის, ამ ბაზრების ერთ- ერთი გამორჩეული გლობალური მოთამაშე კი უკვე საქართველოს ბაზარზეა.

“საქართველოს აზარტული თამაშების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის, “აჭარაბეთის” 51%-იანი წილი გაიყიდა. მყიდველი ირლანდიური კომპანია Paddy Power Betfair-ია”, – ეს ინფორმაცია პირველად გამოცემა Business Irish-მა გაასაჯაროვა.

გამოცემის ინფორმაციით, გარიგების საფასური 115.4 მილიონ ევროს ანუ 349 მილიონ ლარს შეადგენს, რომელსაც კომპანიის დამფუძნებელი თემურ უგულავა მიიღებს.

ეს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით 2019 წლის ყველაზე მსხვილი გაცხადებული გარიგებაა, რომელსაც საქართველოს აზარტული თამაშების ბაზარზე ირლანდიური გიგანტის, Paddy Power Betfair-ის შემოსვლა მოჰყვა.

“აჭარაბეთით” დაინტერესება Paddy Power Betfair-ის ახალმა ხედვამ გამოიწვია, რომელიც, კომპანიის CEO-ს პიტერ ჯექსონის შეფასებით, კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიზნესსაქმიანობის კავკასიის რეგიონში გააქტიურებას ისახავს მიზნად.

Paddy Power Betfair-ის ინტერესებს “აჭარაბეთის” ინტერესებიც დაემთხვა. იმავე პერიოდში “აჭარაბეთს”, საკუთარი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, უკვე დაწყებული ჰქონდა ძლიერი პარტნიორების  ძებნა სხვადასხვა პოტენციურად საინტერესო ქვეყანაში – მით უმეტეს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა და სომხეთის ბაზრის ათვისება უკვე კარგად ჰქონდა დაცდილი. 6 მილიარდი ბრიტანული გირვანქის კაპიტალიზაციის კომპანია, რომელიც თავისი ოპერირების ყველა რეგიონში ერთ- ერთი ლიდერია, ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო კანდიდატი აღმოჩნდა.

“აჭარაბეთის” CEO-ს, არჩილ კახიძის შეფასებით, მის კომპანიას კიდევ უფრო მეტი გზა გაეხსნება სხვა ბაზრებზე განვითარებისთვის, რაც, ამავდროულად, ქვეყანაში მოზიდულ ახალ ფულად სახსრებს და მეტ სამუშაო ადგილსაც გულისხმობს.

Paddy Power Betfair-მა “აჭარაბეთი” საუკეთესო ტრამპლინად რამდენიმე კომპონენტის გამო მიიჩნია.

“აჭარაბეთი” 1998 წელს დაარსდა და ბაზარზე ლიდერის პოზიცია პირველივე დღიდან დაიკავა. ინოვაციური მიდგომების დანერგვას არც იმ ბნელ პერიოდში მორიდებია: სპორტული ფსონების ონლაინსივრცეში განთავსების ფუნქცია მომხმარებლებს პირველმა სწორედ “აჭარაბეთმა” შესთავაზა, როცა 2004 წელს პირველი ვებგვერდი შექმნა. ამ დროისთვის კომპანიაში 30 თანამშრომელი იყო დასაქმებული და ძირითადი მიმართულება სპორტი გახლდათ. 2011 წლიდან ბევრი რამ შეიცვალა: საიტს დაემატა პროდუქტები (მათ შორის, სლოტები, პოკერი, ბლექჯექი, ნარდი, ბურა), თანამშრომლების რაოდენობამ კი 800-ს მიაღწია. 2016 წელს adjarabet.com-მა, როგორც WSOP-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რეგიონში, პოკერის ყველაზე დიდი ტურნირი ჩაატარა საქართველოში. მომდევნო წელს კი სომხეთის ბაზარზე ოპერირების ლიცენზიაც აიღო. “

აჭარაბეთს” ქართული აზარტული თამაშების ბაზრის 40%-იანი, ხოლო სომხეთის აზარტული თამაშების ბაზრის 10%–იანი წილი  უჭირავს.

ამ გარიგებით Paddy Power Betfair-მა Adjarabet-ის 2017 წელს ამოქმედებული სომხური ფილიალი – adjarabet.am-იც შეიძინა.

ამდენად, ეს გარიგება არა მხოლოდ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ, უდავოდ, ბოლო დროის ერთ- ერთი უმსხვილესი ბიზნესტრანზაქციაა, არამედ იმიტომაც, რომ მხოლოდ ქართულ ბაზარს არ ეხება. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ, გარიგების შედეგად, “აჭარაბეთი” ლონდონისა და დუბლინის საფონდო ბირჟებზე მოხვდება, რაც კომპანიის აქტივების Paddy Power Betfair-თან შერწყმით იქნება განპირობებული.

Paddy Power Betfair-ი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ- ლისტინგში – FTSE 100-ში ივაჭრება, მისი ერთი აქციის ღირებულება 6.43 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. “აჭარაბეთის” შეძენის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციები 0.2 გირვანქა სტერლინგით გაიზარდა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე Paddy Power Betfair-ის საბაზრო კაპიტალიზაცია (ანუ ყველა აქციის ჯამური ღირებულება) 4,9 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ანუ $6.44 მილიარდ დოლარს აღემატება.

კომპანიის შემადგენლობაში შედის აშშ- ის ონლაინტოტალიზატორების ბაზრის (Daily Fantasy Market) ერთ- ერთი უმსხვილესი მოთამაშე FanDuel-ი. Paddy Power Betfair-ი ასევე ფლობს ავსტრალიის უმსხვილეს ბუკმეიკერს – Sportsbet. com.au-ს, სპორტულ ტელეკომპანია TVG-ის და გემბლინგის თითქმის ყველა სახეობის წარმომადგენელ კომპანიებს ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.

2017 წლის განმავლობაში Paddy Power Betfair-ის მთლიანი შემოსავალი 1.75 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, ანუ 2.28 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიამ 2017 წელს 511 მილიონი ამერიკული დოლარის საოპერაციო მოგება და 284 მილიონი ამერიკული დოლარის წმინდა მოგება ნახა. კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 7000-ს აღემატება.

ირლანდიური კომპანია მომავალი სამი წლის განმავლობაში საკონტროლო პაკეტთან ერთად “აჭარაბეთის” დანარჩენი 49%-ის შესყიდვის სურვილსაც გამოთქვამს. ამ წილების სანაცვლოდ, “აჭარაბეთის” დამფუძნებელი ან ნაღდ ფულს, ან Paddy Power Betfair-ის შესაბამისი ღირებულების აქციებს მიიღებს. სავარაუდოდ, მთლიანი გარიგების ღირებულება 225 მილიონი ევრო, ანუ 685 მილიონი ლარი იქნება. რამდენიმე წლის შემდეგ იმავე თემაზე რომ დავწერთ, სტატია შეიძლება ასეც დავიწყოთ: ერთი წუთით თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, ონლაინგემბლინგი კრიპტოვალუტის გარეშე…

ყველა შეფასებით, სწორედ კრიპტოვალუტით (ბიტკოინით) გემბლინგია დღეს ამ ინდუსტრიის განვითარების მთავარი ახალი ტრენდი, რადგან (ა) უფრო ადვილია საზღვრებს შორის ვაჭრობა; (ბ) უფრო დაბალია ტრანზაქციების მოსაკრებელი.

საქართველოს ბაზარზე ისეთი მსხვილი გლობალური მოთამაშის გამოჩენით, როგორიც Paddy Power Betfair-ია, ადგილობრივი ბაზრის ამგვარი განვითარებაც არ არის გამორიცხული. თუმცა მანამდე, მყისიერი ეფექტი ალბათ მაინც აზარტულ თამაშებში ლონდონის ბირჟის გამჭვირვალობის სტანდარტის შემოტანა იქნება, რაც განუზომლად მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით ისეთი წინააღმდეგობრივი აღქმის გამომწვევი ბიზნესისთვის, როგორიც აზარტული თამაშებია.

Previous Post

Грузинские юридические фирмы среди лучших компаний мира – рейтинг 2019 года

Next Post

მარადიული FORD-ი

ელენე კვანჭილაშვილი

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი.

Next Post
მარადიული FORD-ი

მარადიული FORD-ი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Recent News

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result