Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ბიზნესი

ცხოვრება პაციენტების გულისთვის

by Davit Tsiramua
August 23, 2024
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, საქართველო, ყველა სიახლე
0
ცხოვრება პაციენტების გულისთვის
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
კარდიოქირურგი გიორგი ბახსოლიანი ცდილობს, განვითარების პიკზე მყოფი დარგის მიღწევები საქართვალოში (გა)დანერგოს. ამაში მას კლინიკა „ჯერარსის” მაღალტექნოლოგიური გარემო ეხმარება. წარმატება მისი მოტივაციის საწვავია, რათა ფიზიკურად და გონებრივად ერთ-ერთ ყველაზე მომთხოვნ დარგში იმუშაოს.

ბატონო გიორგი, რატომ ექიმობა და რატომ კარდიოქირურგია?

სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი არ მქონია, მაგრამ ბავშვობიდან მომწონდა ადამიანების დახმარება. მამა საკმაოდ ახალგაზრდა  გულის პრობლემით გარდამეცვალა. მაშინ ამ პროფესიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, ყველა ამბობდა, რომ მისი დაავადების განკურნება შეუძლებელი იყო და მე სულ მაწუხებდა ფიქრი, თუ ექიმი გავხდებოდი, იქნებ შემეძლო იმავე დაავადებების მქონე ადამიანების გადარჩენა. გარდა ამისა, კარგად ვსწავლობდი და იმ პერიოდში კარგი მოსწავლეობა მომავალ ექიმობასთან ასოცირდებოდა. ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი.

როცა სტუდენტი გავხდი, მაშინ კარდიოქირურგია ძალიან ნელი ტემპით ვითარდებოდა, სულ ორიოდე ცენტრი იყო საქართველოში და სტუდენტებისთვის ოპერაციებზე დასწრება არ იყო ხელმისაწვდომი. პირველ კურსზე გერმანიაში მოვხვდი პრაქტიკებზე, სადაც პირველად ვნახე კარდიოქირურგიული ოპერაციები და მაშინ ვიგრძენი, რომ ეს იყო ის საქმე, რაც მინდოდა მეკეთებინა.

რა უნარებს ითხოვს ექიმისგან კარდიოქირურგია?

დისციპლინას, შრომისმოყვარეობას, პრინციპულობას და უწყვეტი განათლებისა და განვითარების სურვილს. საკმაოდ მძიმე პროფესიაა, რასაც ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვუთმობთ, გარდა ამისა, ყველა კარდიოქირურგს და მათ შორის მეც, ისეთი პროფესიული დაავადებები გვაქვს, როგორიცაა ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ხერხემლის პრობლემები, მუდმივი გადაღლილობა, სტრესი, მაგრამ ამ ყველაფრის კომპენსაციად გყავს პაციენტები, რომლებსაც ძალიან მძიმე მდგომარეობიდან წარმატებით გამოვიყვანთ ხოლმე და ამ დროს ყველანაირი გადაღლილობა და პრობლემები გვავიწყდება.

როგორც ამბობთ, ეს პროფესია გამორჩეულ დატვირთვას მოითხოვს – საინტერესოა, შესაძლებელია ამ პირობებში პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის ბალანსის მიღწევა?

მეუღლეც ექიმია, დილით ძალიან ადრე ვშორდებით ერთმანეთს და შეიძლება ისე მოხდეს, რომ რამდენიმე დღე ვერ შევხვდეთ. ვცდილობთ, შვილებისთვის მნიშვნელოვან მომენტებს არ გამოვაკლდეთ, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, როცა დღესასწაული პიკს უახლოვდება, მაშინ მიწევს მოულოდნელად ყველაფრის დატოვება და წასვლა გადაუდებელი ოპერაციის შესასრულებლად.

როგორ ახერხებთ ამ პირობებში სათანადო მოტივაციისა და სტიმულის პოვნას? განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი ყოველდღიურობა მაღალი რისკის შემცველ დაავადებებთან ბრძოლაა,  რაც ყოველთვის დადებითი შედეგით ვერ დასრულდება?

თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი ჩემი შრომის ყველაზე მნიშვნელოვანი დაფასებაა. 10–15–საათიანი ოპერაციით გამოწვეულ დაღლილობას საბოლოოდ დამდგარი დადებითი შედეგი მყისიერად მავიწყებს და ისევ ახალი ენერგიით ვივსები. 

რაც შეეხება წარუმატებელ შემთხვევებს, სამწუხაროდ, ჩვენს პროფესიაში მაღალია ისეთი შემთხვევების რისკი, როდესაც ექიმი უძლურია დაავადების სიმწვავესთან. ბოლომდე ვიხარჯებით მაგრამ ამის მიუხედავად შესაძლოა, ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს. პირადად ჩემთვის ასეთი შემთხვევები ძალიან რთული გადასატანია. თითოეული პაციენტი მახსოვს, რომლის შედეგიც კარგად არ დასრულდა… ძალიან რთულია ასეთ დროს მათი ახლობლების ნუგეშისცემა. მერწმუნეთ, შუძლებელია იმის გადმოცემა, რასაც იმ მომენტში განვიცდი…

პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია გახსოვთ?

პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია 25 წლის ასაკში გავაკეთე და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. დამწყები ექიმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელმძღვანელის ნდობაა, რაც მე მოვიპოვე თავის დროზე და იმედებიც გავამართლე.  ყველა ჩემი ხელმძღვანელისგან ვგრძნობდი ასპროცენტიან ნდობას და სიყვარულს, რაც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა, რომ კიდევ უფრო უკეთესი ვყოფილიყავი.

ძალიან მშრომელი ვარ და არ არის საკითხი, რასაც გამოვტოვებ, როგორც ამბობენ, აღმომაჩნდა ქირურგიული უნარები. ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ვფლობ განსაკუთრებულ ტექნიკას, მაქვს განსაკუთრებული მიდგომა და ალბათ, ამ ყველაფერმა თავისი როლი ითამაშა  პროფესიონალად ჩემ ჩამოყალიბებაში.

ვინ იყო თქვენი მთავარი მხარდამჭერი ამ გზაზე?

 პროფესიონალად ჩემ ჩამოყალიბებაში დედაჩემს აქვს უმნიშვნელოვანესი წვლილი. კარდიოქირურგიის სწავლას საკმაოდ დიდი ფინანსური დანახარჯი სჭირდება. ეს არ არის პროფესია, სადაც რაიმე კონკრეტულ სწავლებას გაივლი და კარდიოქირურგი გახდები. ეს არის მუდმივად განვითარებადი დარგი. საკმოად ძლიერ ქირურგებთან შედიხარ კონკურენციაში და იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდრო, კარგი განათლება გჭირდება, რისთვისაც საჭიროა როგორც მორალური, ისე ფინანსური მხარდაჭერა, რასაც საწყის ეტაპზე მთლიანად დედაჩემი უზრუნველყოფდა.

როგორც აღნიშნეთ, კარდიოქირურგია მუდმივად ვითარდება და, შესაბამისად, ახალ შესაძლებლობებსაც იძლევა. რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია ბოლო წლების განმავლობაში?

სიახლეების კუთხით გამოვყოფდი მაქსიმალურად დამზოგველ ოპერაციებს – თუ ადრე კარდიოქირურგიული ოპერაციის დროს მკერდის ძვლის დიდი ჭრილობა იყო საჭირო, ახლა ბევრად პატარა, 4-5-სანტიმეტრიანი  განაკვეთით კეთდება ოპერაცია, შესაბამისად, ბევრად გამარტივდა პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდიც. გარდა ამისა, კეთდება ოპერაციები გაჭრის გარეშეც. საუბარია მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებზე, რაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ საქართველოში სწრაფად ვერ ხერხდება ამის დანერგვა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს კარდიოქირურგია თავისი განვითარების პიკზეა.

დიდი ხანი არ გასულა, რაც კლინიკა „ჯერარსის“ გუნდს შეუერთდით. ეს კლინიკა გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენმა პაციენტებმა უახლესი მიღწევებით ისარგებლონ?

ექიმის წარმატებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია გარემო, სადაც უწევს საქმიანობა. კლინიკა „ჯერარსს“ აქვს უმაღლესი ტექნიკური აღჭურვილობა და მაქსიმალურად კომფორტული გარემო ექიმისა და პაციენტებისთვის. კლინიკის მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს ვაკეთოთ ყველაფერი ისეთივე ხარისხით,  როგორითაც ამას ჩვენი უცხოელი კოლეგები აკეთებენ თავიანთ ქვეყნებში. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკაში იყოს ყველა პირობა პაციენტის უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად, უაღრესად მნიშვნელოვანია სისუფთავე, კლინიკის მენეჯმენტის მიდგომა ექიმის განვითარების მიმართ, ყველა ეს პირობა მაქვს „ჯერარსში“ და მშვიდ და სტაბილურ გარემოში ვახორციელებ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას.

საკმაოდ ხშირია პაციენტების გადინება სხვადასხვა ქვეყანაში დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის მიზნით. რა ხდება ამ თვალსაზრისით კარდიოქირურგიაში?

სხვა მიმართულებებზე საუბრისთვის არ ვიქნები კომპეტენტური, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კარდიოქირურგია საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, ჩემს კოლეგა ქირურგებს აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ ნებისმიერი ევროპული ცენტრის ხელმძღვანელობა შეძლონ, შესაბამისად, ჩვენი მიმართულებით არ არის იმის საჭიროება, რომ პაციენტი წავიდეს საზღვარგარეთ და სტატისტიკურადაც ძალიან ცოტა ადამიანი გადის ამ მიზნით, თუ პაციენტს არ ესაჭიროება გულის გადანერგვა (რაც ჯერ არ კეთდება საქართველოში, თუმცა, უახლოეს მომავალში იგეგმება) სხვა ნებისმიერი ოპერაცია–მანიპულაცია საკმაოდ მაღალ დონეზე სრულდება საქართველოში.

Previous Post

მკურნალობა სახლის პირობებში

Next Post

Life for Patients’ Heart

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
უცნობი სუპერგმირები: სისხლის უანგარო დონორები

უცნობი სუპერგმირები: სისხლის უანგარო დონორები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result