Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ცხოვრება ჩარჩოების გარეშე

by Giorgi Pirtskhalava
March 8, 2021
in ქართულად
0
Life Without Limits
0
SHARES
0
VIEWS

გარემოს დამცველი, ემიგრანტი, ომის შვილი, ქართველი, რომელმაც წარმატებას საზღვარგარეთ მიაღწია, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, VETEMENTS-ის, დამფუძნებელი – ეს გურამ გვასალია გახლავთ. აქვე დავამატებ: ერუდიტი, დივერგენტული აზროვნების მქონე და იქნებ, საქართველოს მომავალი პრეზიდენტიც, რადგან არავინ ვიცით, მომავალში რა გველის.

Forbes Georgia-ს რესპონდენტი გურამ გვასალიაა, მუდმივად დამაინტრიგებელი VETEMENTS-ის დამფუძნებელი. ჩვენთან საუბრისას ბატონი გურამი სხვადასხვა საკითხს შეეხო, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის გავლენას მოდის ინდუსტრიაზე, VETEMENTS-ის ბიზნესსაქმიანობის ეფექტიანობას 2020 წელს და მის საოჯახო ბიზნესს, დემნას გარეშე.

გულწრფელად გეტყვით, რომ წელს კოვიდ-19-ის სტატისტიკას გაცილებით ხშირად ვეცნობოდი, ვიდრე Vetements-ის ახალ კოლექციას. შესაბამისად, მსურს, ჩვენი ინტერვიუ  პანდემიითა და მოდის ინდუსტრიაზე მისი გავლენით დავიწყოთ. კორონავირუსი და მოდის ინდუსტრია: განიცდის თუ არა აღნიშნული სფერო „ეგზისტენციალიზმის კრიზისს“, როგორც ამას ბევრი ექსპერტი ამტკიცებს? 

კიც და არაც. ზოგადად, ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული საძირკვლის სიმყარეზე. თუკი, პირობითად, თქვენი სახლი კარგადაა აშენებული, სათანადოდ დაგეგმილი და ხარისხიანი მასალებით ნაშენი, იგი არათუ ძლიერ ქარს, არამედ ქარიშხალსაც კი გაუძლებს.  თუკი მუყაოსია, მაშინ მისი გადარჩენის ალბათობა ძალიან მცირეა, განურჩევლად ქარის სიძლიერისა.

ჩვენს ნაგვით სავსე მსოფლიოში, მრავალი ინდუსტრია, მათ შორის, მოდის სფერო, სულ მეტსა და მეტს აწარმოებს, რაც, როგორც დღის ბოლოს ირკვევა, აღარავის სჭირდება – სწორედ ასეთია ჩვენი რეალობა, რომელსაც თქვენ ღიად აპროტესტებდით. გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ეს ჭარბწარმოება, იგივე „ნაგავი“ შემცირდება?

არავის სჭირდება იმდენი სამოსი, რამდენსაც დღეს კაცობრიობა მოიხმარს. ადამიანთა უმრავლესობა ახალ ტანსაცმელს იმიტომ კი არ ყიდულობს, რომ შესამოსი არაფერი აქვს,  ან თუნდაც ფეხსაცმელს – იმიტომ, რომ დახეულია, არამედ წმინდა ფსიქოლოგიური მიზეზით.

ტანსაცმლის ინდუსტრია საკმაოდ დამაზიანებელია გარემოსათვის და გლობალური დათბობის ერთ-ერთი მიზეზიც გახლავთ. აქ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ „მასმარკეტის“ ინდუსტრია, რომელიც მილიარდობით საქონელს აწარმოებს დაბალანაზღაურებადი მუშახელისა და ცუდი სამუშაო გარემოს პირობებში და ფეშენებელური ინდუსტრია, რომელიც შეზღუდული რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს პროფესიონალების მეშვეობით.

გვჭირდება კი ელიტური სამოსი, იმისათვის, რომ გადავრჩეთ? რა თქმა უნდა, არა. განაგრძობს ხალხი ტანსაცმლის ყიდვას მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ვითარება გაუმჯობესდება? – პასუხია დიახ და უფრო მეტსაც კი იყიდიან, ვიდრე – აქამდე.

მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამჟამად ადამიანები გარკვეული ემოციების, შეგრძნებებისა და განცდების შიმშილს განიცდიან. ამ დანაკლისის ანაზღაურებას ისინი იმავ წამს შეეცდებიან, როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ. თუკი კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ სააღდგომო დიდმარხვის დასრულებისთანავე ადამიანთა უმრავლესობა გაშმაგებით ეძალება საკვებს, რომლის მიღებაც მათ მარხვის დროს აკრძალული ჰქონდათ. მომხმარებელთა ყიდვის ქცევაც ანალოგიურ პრინციპზეა აგებული. ზოგადად, მოდის ინდუსტრია ღრმა ფსიქოლოგიურ ჰორიზონტზეა დაფუძნებული, ჰორიზონტზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ლოგიკურ აზროვნებასა და აღქმას არ ემორჩილება.

რა ძირითადი გაკვეთილი ექნება კოვიდ-19-ს Vetements-სა და ზოგადად, მოდის ინდუსტრიისთვის? 

ყოველთვის კარგია, როდესაც ცხოვრებაში მომავლის სხვადასხვა სცენარისთვის ხარ მზად. ჭადრაკის თამაშისას ვსწავლობთ სხვადასხვა შესაძლო ცვლადების გამოთვლას და საბოლოოდ შედარებით საუკეთესო ვარიანტს ვირჩევთ. რა ვისწავლეთ ჩვენ? ვისწავლეთ ის, რომ თუკი საკმარისად შრომობ, ყოველთვის იპოვი სწორ გადაწყვეტას. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი ბიზნესმოდელის ადაპტაცია, დავხვეწეთ მომარაგების ქსელი, ურთიერთობა გავამყარეთ მწარმოებლებთან და საცალო გაყიდვების პარტნიორებთან. წელს ჩვენ მოვახერხეთ გაყიდვებში რეალური ზრდის მიღწევა და 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, საგრძნობი ზრდით დავასრულებთ.

რამდენად შეცვალეთ VETEMENTS-ის მართვის სტილი პანდემიის დროს?

თუკი მანქანა სათანადოდაა დაზეთილი, იგი კარგად იმუშავებს. რამდენადაც თქვენ და თქვენი გუნდი ორიენტირებულები ხართ იმ საქმეზე, რასაც აკეთებთ, გაქვთ მიზანი და საერთო რწმენა, დამცავი ნიღბის ტარება და საკუთარ სახლში კომფორტულად დარჩენა მცირედ გავლენას მოახდენს თქვენს საქმეზე. საჭიროა მხოლოდ ადაპტაციის გავლა და აქ არაფერია ისეთი, რასაც დიდ გამოწვევას დავარქმევდი. თუკი მარჯვენა ხელი დაგიშავდათ,  მის მორჩენამდე კვლავაც შეგიძლიათ მარცხენა ხელის გამოყენება.

ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ გლობალური პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა შეზღუდვას წარმოადგენდა. როგორია თქვენი პოზიცია ამ მხრივ?

ცხოვრებას თავისი წესები აქვს. მე, როგორც ომის შვილს, გაცილებით უარესი რამის ნახვა მომიხდა. ოჯახთან დამატებითი დროის გატარება ნამდვილი საჩუქარია. ადამიანები იმდენად გადაეშვნენ რუტინაში, რომ ხშირად ავიწყდებათ, რომ ზოგჯერ ნაკლების კეთება სინამდვილეში მეტის კეთებას ნიშნავს. ალბერტ აინშტაინმა თქვა, ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი, იცხოვრო ისე, თითქოს არაფერია სასწაული. მეორე კი, ცხოვრობდე ისე, თითქოსდა ყველაფერი სასწაულია. ცხოვრება სასწაულია. მოდი, ყველაფერს ამგვარად შევხედოთ.

ხშირად ამბობდით, რომ თქვენი კომპანიის განვითარებისას მარტივად მიჰყვებოდით თქვენს ინსტინქტებსა და ლოგიკას. სად მიჰყავხართ თქვენს ინსტინქტებსა და ლოგიკას ამჟამად, არსებული პანდემიური კრიზისის დროს?

ცხოვრებაში ძალიან სასარგებლოა, გამორთო შინაგანი ხმა და მიჰყვე გულის კარნახს. გულმა ყოველთვის იცის, რომელი გადაწყვეტილებაა სწორი და რა მიმართულებით წახვიდეთ, თუმცა შინაგანი ხმა ზოგჯერ ჯაბნის გულის კარნახს. შინაგანი ხმის გათიშვით, სამყაროს ჰორიზონტს მიღმა დაინახავთ. და სამყაროს ჰორიზონტს მიღმა დანახვით, უკეთ შეიცნობთ საკუთარ თავს.

სცადეთ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. დიდი ალბათობით, დიდ ენერგიას დახარჯავთ და სამიზნე წერტილამდეც ვერ მიხვალთ. გაცილებით მარტივია, იცუროთ დინების მიმართულებით და მშვიდად მიჰყვეთ დინებას.

„ვფიქრობ, რომ შევასრულე ჩემი კონცეპტუალისტისა და ინოვატორი დიზაინერის მისია“, – სწორედ ეს იყო დემნას ოფიციალური განცხადება Vetements-ის დატოვებისას. რა შეიცვალა კომპანიაში დემნას წასვლის შემდეგ?

ყველაფერს თავისი დრო აქვს. მოდის სამყარო საკმაოდ დამაუძლურებელია და კრეატიულობას ფიტავს. ყველა დიზაინერს გარკვეული ვადა აქვს კომპანიაში თუ პროექტზე მუშაობისთვის. განვიხილოთ თუნდაც რაფ საიმონსი, ჩვენი დროის ნამდვილი კერპი, რომელმაც შეუდარებელი საქმიანობა გასწია Jil Sander-ში, შემდეგ გადავიდა Christian Dior-ში, შემდეგ Calvin Klein-ში და ახლა Prada-ს სათავეშია. თითოეულ ამ კომპანიაში გატარებული დრო არც ისე ხანგრძლივი იყო. დიდი ალბათობით, არც Prada იქნება მისი კარიერული მოღვაწეობის ბოლო კომპანია. გარკვეულ მომენტში ნებისმიერი დიზაინერი შეიძლება აღმოჩნდეს Chanel-ში, ან Zara-ში,  თუნდაც ამ ორს შორის არსებულ ნებისმიერ კომპანიაში. არავინ ვიცით, რა გველის მომავალში.

დემნას წასვლის შემდეგ Vetements-ის პირველი ჩვენება 2020 წლის იანვარში ჩატარდა. როგორ შეაფასა მან აღნიშნული ჩვენება?

ალბათ უმჯობესია, ეს თავად მას ჰკითხოთ.

ჯერ კიდევ 2017 წელს თქვენ სიამაყით აცხადებდით, რომ Vetements-ი იყო საოჯახო ბიზნესი და ასეთად დარჩებოდა. ბევრი რამ შეიცვალა შემდგომი ორი წლის თავზე. როგორი იყო თქვენი, როგორც ძმის და როგორც კომპანიის აღმასრულებლის რეაქცია დემნას გადაწყვეტილებაზე?

დაფუძნების საწყის დღეებშივე VETEMENTS-ი წარმოადგენდა სხვადასხვა, ნიჭიერ ადამიანთა ერთობლიობას, სადაც ყველას თავისი იდეა ჰქონდა კომპანიის შემდგომი წინსვლისთვის. მნიშვნელოვანი იყო ამ ნიჭიერ ადამიანთა გაერთიანება, თუმცა მათგან ზოგიერთის სარგებელი ხანმოკლე აღმოჩნდა, ხოლო ზოგს კვლავაც აქვს კომპანიის შემდგომი წინსვლის ხედვა.

კომპანიის მუშაობის პრინციპი მართლაც საოჯახო ბიზნესის ანალოგიურია და VETEMENTS-ი არის და დარჩება საოჯახო ბიზნესად, ვიდრე მე ამ კომპანიაში ვიქნები და ამაზე ვიზრუნებ.

რა ძირითადი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს საოჯახო ბიზნესს?

საოჯახო ბიზნესში ამოსავალი ნდობაა. როდესაც იცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სწორედ ოჯახია, ვისაც ყველაზე მეტად დაეყრდნობი. ცხოვრებაში, როდესაც კონცენტრირებას უპირატესობებზე ახდენთ, ნაკლოვანებები იშლება, ფერმკრთალდება და ქრება.

თქვენი წიგნი – „ნულოვანი სიდიდე“ – გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება დავუბრუნდეთ ნულოვან მდგომარეობას, სადაც ცხოვრებაში ყველაფერი ჯადოსნურია და როგორ დავიწყოთ ცხოვრება ნულოვანი შეზღუდვებით. შეზღუდვების გარეშე ცხოვრება მართლაც მიმზიდველად ჟღერს და სათქმელად ადვილია, თუმცა რა ვუყოთ სოციუმს?

ჩვენ სოციუმის წევრებად ვიბადებით და ვიდრე გარემომცველ ხალხთან ერთად ვცხოვრობთ, ის ყოველთვის დარჩება ჩვენი ცხოვრების ნაწილად. იცხოვრო ჩარჩოების გარეშე, სულაც არ ნიშნავს ხელში ჩაქუჩის აღებას და ქუჩაში მანქანების ჩალეწვას, ის ნიშნავს ჩარჩოების  საკუთარ თავში მოშლას.

დაბადებისთანავე ერთგვარი პროგრამა გვაქვს ჩანერგილი, თუ ვინ ვართ და როგორ უნდა მოვიქცეთ. აღნიშნული წესები გვკარნახობს, როგორ ვიქცეთ სოციუმის წევრებად, თუმცა ამავდროულად ისინი ჩარჩოებში სვამს ადამიანის ქმედებებს. არ არსებობს კარგი ან ცუდი პროგრამა, თუმცა ნებისმიერი მათგანი საკუთარ ჩარჩოებს აწესებს. თუკი თქვენ შვილს ეტყვით, რომ იგი ჭკვიანია, ამით მას წაართმევთ გენიოსობის შესაძლებლობას.

მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან. მიიღეთ საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც ხართ. მიიღეთ საზოგადოება ისეთი, როგორიც არის. და ყოველთვის გაიღიმეთ, თუნდაც, შინაგანად.

ხომ არ დაგიწყიათ ახალ წიგნზე მუშაობა?

ნამდვილად იქნება შემდეგი წიგნი, სავარაუდოდ, არაერთი. როდესაც სათანადო დრო დადგება, წიგნი თავად დაწერს საკუთარ თავს. სპირიტუალობა მნიშვნელოვანი საკითხია და სათანადო მიდგომას მოითხოვს. მოდა, სპირიტუალობის თვალსაზრისით, ფსკერისკენ გექაჩებათ, რადგან ძალიან მატერიალისტურია. შესაბამისად, უნდა გადაწყვიტოთ, როდის რა გააკეთოთ. „ახლა“ – ყოველთვის მოგცემთ სათანადო მინიშნებას.

არაერთხელ გითქვამთ, რომ Vetements-ს ზრდის ლიმიტს უწესებდით, რადგან არ გსურდათ, იგი „გარყვნილ ბავშვად“ აღზრდილიყო. მიაღწია თუ არა კომპანიამ აღნიშნულ ლიმიტს?

ამჟამად თინეიჯერობის ასაკს ვასრულებთ და მახინჯი იხვის ჭუკიდან გარდავისახებით მოზრდილში, რომელსაც მყარი მოსაზრება და მკაფიო შეხედულება აქვს.

როგორია კომპანიის გეგმები 2021 წლისთვის?

ვგეგმავთ ბრენდზე მუშაობის გაგრძელებას, მის შემდგომ განვითარებასა და გამყარებას. დამატებით ვაპირებთ რამდენიმე ახალი პროექტის წარდგენას, რომლებიც VETEMENTS-ის ძირითად მიმართულებასთან კავშირში არ იქნება.

რას ურჩევთ თქვენს თანამემამულეებს, ვისაც საზღვარგარეთ სურს წარმატების მიღწევა?

ქართული კულტურა ფენომენალურია, რომელიც, ამავდროულად, ცხოვრებაში ბევრ რამეზე მოდუნების საშუალებას გვაძლევს. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრ რამეში ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე დაყრდნობის იმედი გვაქვს. ურთიერთობა ნამდვილად არაა ის, რასაც ევროპაში დაეყრდნობი. საკუთარი თავის ამარა ხარ. ერთადერთი, რაც დაგეხმარება, დაუღალავი შრომა და თავგანწირვაა.

ძალიან მშიშვნელოვანია, გქონდეს მკაფიო ხედვა, თუ რა გსურს ცხოვრებაში. და ის, რაც გსურს, ვერ იქნება ფულით სავსე ჩემოდანი. ფული არასდროს არ უნდა იყოს მიზანი, ის  მხოლოდ საშუალებაა მიზნის მისაღწევად.  იოცნებეთ კარგ სახლ-კარზე, კარიერაზე. იოცნებეთ იმაზე, რასაც ფულით შეიძენთ. თქვენს უკანა ეზოში დამარხული ოქრო სხვა არაფერია, თუ არა ლოდი.

როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება საქართველოში დარჩენის შემთხვევაში?

ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ ჩემი წარმომავლობით. იგი ძალიან მაძლიერებს და მაძლევს ძალას გადარჩენისთვის. „როგორ წარიმართებოდა“ – მცდარი შეკითხვაა. თუკი რაიმე ხდება, ამას ნამდვილად აქვს მიზეზი, რადგან „კაცი ბჭობს და ღმერთი იცინის“. თუმცა, თუკი საქართველოში დავრჩებოდი, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო კანდიდატად ვიყრიდი კენჭს.

Previous Post

Forbes Georgia. 2021 წლის მარტის ნომერი

Next Post

French billionaire politician Olivier Dassault killed in helicopter crash

Giorgi Pirtskhalava

Next Post
French billionaire politician Olivier Dassault killed in helicopter crash

French billionaire politician Olivier Dassault killed in helicopter crash

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result