Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

წარმატებული 2021 წელი — ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულებას აჯამებს

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
წარმატებული 2021 წელი — ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულებას აჯამებს
0
SHARES
0
VIEWS

მცირე და საშუალო ბიზნესი ტერაბანკის საქმიანობის სტრატეგიული სეგმენტია, მისი ხელშეწყობა კი — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ, ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი პროდუქტებსა და სხვადასხვა მხარდამჭერ ინიციატივას მუდმივად სთავაზობს.

რამდენიმე დღის წინ ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის, მისი ხელშემწყობი პროექტებისა და შედეგების შესახებ 2021 წლის წარმატებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მათ შესახებ კი ახლა ვრცლად ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსი კონსტანტინე მაქაცარია გვესაუბრება.

როგორც გამოქვეყნებულ შედეგებშია აღნიშნული, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ტერაბანკმა პოზიტიური ზრდა აჩვენა, რა შეგიძლიათ გვითხრათ კონკრეტულ მაჩვენებლებზე?

უპირველესად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის გასული წელი, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების თვალსაზრისით, ხელშესახები შედეგების მომტანი აღმოჩნდა. სეგმენტის დაფინანსების მაჩვენებელი გაიზარდა: საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელი — 17%-ით, მსესხებლების რიცხვი კი — 26%-ით.

შედეგებზე საუბრისას ჩვენთვის განსაკუთრებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შარშან ტერაბანკის საკრედიტო პორტფელი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების კუთხითაც გაფართოვდა. მხედველობაში მაქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები. მაგალითად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  ინიციატივების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების 50 ბიზნესი დავაფინანსეთ, რომელთა შორის ადგილობრივი წარმოებისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან. სულ სააგენტოს მიერ გაცემული სესხების რაოდენობის 10%-მდე ტერაბანკზე მოდის, რაც ძალიან კარგი შედეგია.

როგორც უკვე აღვნიშნე, ინტენსიურად ვმუშაობდით აგრო სესხების მიმართულებით, რითაც აქტიურად ვიყავით ჩართულები სოფლის მეურნეობის განვითარებაში. სულ აგროსექტორზე გაცემული სესხების პორტფელი 78 მილიონ ლარს შეადგენს.

რით იყო გამორჩეული 2021 წელი ბიზნესკლიენტებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების თვალსაზრისით?

გასულ წელს ჩვენს ბიზნესკლიენტებს ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი სიახლეები შევთავაზეთ. მაგალითისთვის შემიძლია, დავასახელო მცირე და საშუალო ბიზნესების საქმიანობების გაციფრულების მხარდაჭერა, რომელზეც განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებდით. სწორედ ამ მხარდაჭერამ გახადა შესაძლებელი მათთვის ელექტრონული გადახდის სისტემის ცალკე პროდუქტად შეთავაზება.

ამას გარდა, ბიზნესკლიენტებისთვის ავამოქმედეთ უნივერსალური Cash in&out ბანკომატი, რომელიც დიდი მოცულობის თანხის შეტანისა და გატანის საშუალებას ნებისმიერ დროს იძლევა.

ბანკის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს პანდემიის დროს. ბოლო წლების განმავლობაში ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დიდ ნაწილს სწორედ ამგვარი ხელშემწყობი ინიციატივები წარმოადგენს. ამ კუთხით როგორ შეაფასებდით 2021 წელს?

გასულ წელს ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებაზე გავაკეთეთ. ამ მიზნით, ბიზნესკლიენტებისთვის, რომლებიც საქმიანობებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უძღვებიან, საინფორმაციო შეხვედრები ჩავატარეთ და ჩვენი პროდუქტები და მომსახურებები გავაცანით. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს ინიციატივებს, დაფინანსების შესაძლებლობებსა და შეღავათიან ბიზნესსესხებს, მათ დეტალურ წარდგენას დაეთმო.

პარალელურად, ბიზნესკლიენტებისთვის ცოდნის გაზიარებაზეც ვზრუნავდით. ჩავატარეთ განსხვავებული თემატიკის ვებინარები, მათ შორის იყო აგროტურიზმის პერსპექტივა საქართველოში და ტურიზმი პანდემიის პერიოდში, ბიზნესის გაციფრულება, ბრენდინგი, ინფორმაციული უსაფრთხოება და ა.შ.

2021 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ტერაბანკის ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებამ განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა. პროექტმა „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“, რომელშიც მართლაც დიდი ძალისხმევა ჩავდეთ, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო მოიგო. მან ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში – მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში – გაიმარჯვა. ეს იყო ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო პროექტი, რომელიც 2020 წელს განხორციელდა და ტერაბანკის 50 ბიზნესკლიენტისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების პაკეტით დასაჩუქრებას გულისხმობდა. მან მცირე და საშუალო ბიზნესს რეალური, ხელშესახები შედეგები მოუტანა.

რა იქნება ის მთავარი აქცენტები, რომლებზეც მიმდინარე წელს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროცესში გაამახვილებთ ყურადღებას?

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა 2022 წლისთვისაც ტერაბანკის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. მთავარი აქცენტები კვლავაც ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარებაზე, ცოდნის გაზიარებასა და ბიზნესსაქმიანობების განვითარების ხელშეწყობაზე გაკეთდება.

Previous Post

საბა 2022 იწყება

Next Post

რუსული გაზის წილი საქართველოში გაორმაგდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რუსული გაზის წილი საქართველოში გაორმაგდა

რუსული გაზის წილი საქართველოში გაორმაგდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

28MARS Casino: Quick‑Hit Slots and Rapid‑Fire Gaming Adventures

ივლისი 22, 2026

Chicken Road: El juego de crash de golpe rápido que te mantiene al borde

ივლისი 22, 2026

Justplay Quick‑Play Casino – Fast Slots, Lightning Roulette and More

ივლისი 22, 2026

Casinolo Casino – Quick‑Spin Thrills & Fast‑Track Gaming for the Modern Player

ივლისი 22, 2026

Recent News

28MARS Casino: Quick‑Hit Slots and Rapid‑Fire Gaming Adventures

ივლისი 22, 2026

Chicken Road: El juego de crash de golpe rápido que te mantiene al borde

ივლისი 22, 2026

Justplay Quick‑Play Casino – Fast Slots, Lightning Roulette and More

ივლისი 22, 2026

Casinolo Casino – Quick‑Spin Thrills & Fast‑Track Gaming for the Modern Player

ივლისი 22, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result