Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტრამპმა 180 ქვეყანას საპასუხო ტარიფები დაუწესა

by Salo Papalashvili
აპრილი 3, 2025
in ბიზნესი, ეკონომიკა, მსოფლიო, პოლიტიკა, ფინანსები, ყველა სიახლე
0
როგორ შეიცვალა ტრამპის მოწონების რეიტინგი ინაუგურაციის შემდეგ?
0
SHARES
0
VIEWS

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპასუხო ტარიფები დაუწესა. ახალი გადასახადი, თითოეული სახელმწიფოსთვის, მათ მიერ აშშ-ისთვის დაწესებული სავაჭრო ბარიერის მთლიანი ხარჯისა და ტარიფების ჯამური ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე განისაზღვრა. ტრამპის განკარგულებით, ჩინეთისთვის იმპორტზე გადასახადის ზომა 54%-მდე, ხოლო ევროკავშირისთვის – 20%-მდე გაიზარდა.

ტრამპმა ქვეყნებისთვის დაწესებულ ინდივიდუალურ ტარიფებს „შეღავათიანი განაკვეთები“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი „არაფულად ბარიერებსა და სიცრუეში შეყვანის სხვა ფორმებსაც“ ეფუძნება. მისივე თქმით, აშშ-ის მიერ განსაზღვრული საპასუხო გადასახადი დაახლოებით ნახევარია იმ ჯამური გადასახადის, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ აშშ-ს დაუწესა და ის „გულისხმიერ“ ქმედებადაც შეაფასა.

საპასუხო ტარიფების გავლენით, ყველაზე მეტად ჩინეთი დაზარალდება. ჩინეთისთვის აშშ-ში იმპორტზე დაწესებული გადასახადი 20%-დან 54%-მდე გაიზარდა. ვიეტნამიდან აშშ-ში შესული საქონელი 46%-ით დაიბეგრება, იაპონიიდან – 24%-ით, ხოლო ინდოეთიდან – 26%-ს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის მიერ განცხადების გაკეთებისას გასაჯაროებული სქემის მიხედვით, აშშ-ის ახალი ტარიფების ნაწილი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო კამპანიისას დაანონსებულ 20%-იან გადასახადს.

აშშ-ში ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონელი, ტრამპის გადაწყვეტილებით, ახლა 20%-ით დაიბეგრება. გარდა ამისა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც სიაში არ მოხვდნენ, საბაზისო 10%-იანი ტარიფი დაუწესდებათ. მათ შორის მოხვდა საქართველოც.

ცნობისთვის, ტრამპის საბაზისო ტარიფებს არ დაექვემდებარებიან კანადა და მექსიკა, თუმცა მათთვის განსაზღვრული 25%-იანი გადასახადები მიმდინარე კვირაში ამოქმედდება. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუშინ საღამოსვე ქვეყანაში იმპორტირებულ ყველა ავტომობილზე ტარიფები ამოქმედდა.

აშშ-ის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ სიაში მოხვედრილი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა აშშ-ს ტარიფების „დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ“ მოუწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის ქმედება „გლობალურ ეკონომიკურ განვითარებას საფრთხეში აგდებს“ და აშშ-ის ინტერესებსა და მიწოდების ჯაჭვს დააზიანებს. პეკინის განცხადებით, „სავაჭრო ომს გამარჯვებული არ ჰყავს“.

ტრამპის საპასუხო ტარიფებს „მსოფლიო ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა“ უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესსექტორთან შეხვედრას გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხოლო იტალიის პრემიერ ჯორჯა მელონის შეფასებით, ტრამპის ნაბიჯი „არასწორია“, თუმცა სავაჭრო ომის თავიდან ასარიდებლად ის მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს.

იაპონიამ 24%-იან გადასახადებს „სამწუხარო“ უწოდა და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და აშშ-იაპონიის შეთანხმება დააზიანოს. ისრაელის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 17%-იანი ტარიფები „მოულოდნელი“ აღმოჩნდა ოფიციალური თელ-ავივისთვის. „ჩვენ მიგვაჩნდა, რომ აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების სრულად მოხსნა გადასახადებისგან დაგვიცავდა“, – განუცხადა ეკონომიკური სამინისტროს წარმომადგენელმა შიდა მედიას.

ტრამპის განცხადებას ცვლილებები მოჰყვა საფონდო ბირჟებზეც. S&P 500-ის ფიუჩერსები თითქმის 2%-ით, Nasdaq 100-ის 2.5%-ით, ხოლო Dow Jones Industrial Average ფიუჩერსები თითქმის 1%-ით დაეცა.

Previous Post

Liberty Introduces a New Premium Banking Brand – Studio Liberty

Next Post

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო კამპანია – როგორ მიიღო PLUS ქულები, 5 000 და 10 000 ლარი?

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ბანკის საგაზაფხულო კამპანია – როგორ მიიღო PLUS ქულები, 5 000 და 10 000 ლარი?

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო კამპანია - როგორ მიიღო PLUS ქულები, 5 000 და 10 000 ლარი?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Oz2Win: Quick Mobile Wins and Pulse‑Pounding Slots

აგვისტო 9, 2026

Ruby Reels Online Casino – Quick‑Hit Slots and Instant Wins for Rapid Play

აგვისტო 8, 2026

Red Dog Casino – Fast‑Paced Slots & Instant Wins for the Modern Player

აგვისტო 8, 2026

Kinbet Casino: High‑Intensity Slots, Live Games & Quick Wins

აგვისტო 7, 2026

Recent News

Oz2Win: Quick Mobile Wins and Pulse‑Pounding Slots

აგვისტო 9, 2026

Ruby Reels Online Casino – Quick‑Hit Slots and Instant Wins for Rapid Play

აგვისტო 8, 2026

Red Dog Casino – Fast‑Paced Slots & Instant Wins for the Modern Player

აგვისტო 8, 2026

Kinbet Casino: High‑Intensity Slots, Live Games & Quick Wins

აგვისტო 7, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result