Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტრამპ-ზელენსკის შეხვედრა | მთავარი საკითხები და შედეგები

by Salo Papalashvili
August 20, 2025
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ტრამპ-ზელენსკის შეხვედრა | მთავარი საკითხები და შედეგები

Getty Images

0
SHARES
0
VIEWS

გუშინ, 18 აგვისტოს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. ზელენსკის აშშ-ში ვიზიტამდე ტრამპი ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა და მასთან უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებულის შესაძლებლობა განიხილა.

ალასკის სამიტზე არც უკრაინის პრეზიდენტი და არც ევროპელი ლიდერები მიწვეულნი არ ყოფილან. თუმცა ტრამპმა, ალასკაში ჩასვლამდე მეორე შეხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინთან პირველი შეხვედრის მიზანი ვითარების გარკვევა იყო, მეორე რაუნდი კი ბევრად პროდუქტიული იქნებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის პუტინთან შეხვედრის შემდეგ გასაუბრება და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრაც შესთავაზა.

როგორც შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება არ მიღწეულა, თუმცა დიდი პროგრესი იყო რიგ საკითხებთან დაკავშირებით. პუტინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ჯერ უკრაინაში რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაა საჭირო.

სწორედ ალასკის სამიტის დასრულების შემდეგ დაადასტურეს აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ზელენსკისა და მასთან ერთად, სხვა ევროპელი ლიდერების ვაშინგტონში ვიზიტიც. უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონს 18 აგვისტოს ეწვია და ტრამპმა მასთან ოვალურ კაბინეტში პირისპირი შეხვედრა გამართა. ამის შემდგომ პრეზიდენტებს სხვა ევროპელი ლიდერებიც შეუერთდნენ.

შედეგად, 18 აგვისტოს მოლაპარაკებებზე უკრაინის პრეზიდენტთან ერთად თეთრ სახლში იმყოფებოდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ტრამპის ოპტიმისტური განწყობისა და ევროპელი პარტნიორების დადებითი შეფასებების მიუხედავად, ორშაბათ საღამოს მხარეებს უსაფრთხოების გარანტიები ან სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები არ დაუსახელებიათ. ამის ნაცვლად, შეხვედრას Truth Social-ის საშუალებით გამოეხმაურა ტრამპი და ამჯერად სამმხრივ მოლაპარაკებებზე მიანიშნა. ტრამპის განცხადებით, თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, მან პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შესაძლებლობა განიხილა.

„შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტ პუტინს დავურეკე და პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი შეხვედრის ორგანიზება დავიწყე, ლოკაცია მოგვიანებით დაზუსტდება“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე და დაამატა, რომ შეხვედრას თავადაც შეუერთდება. ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო ზარი მოგვიანებით დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმაც, რომლის თქმითაც პრეზიდენტებმა ორშაბათს დაახლოებით 40 წუთი ისაუბრეს.

ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას ტრამპისა და მაკრონის საუბრის მცირე მონაკვეთიც გავრცელდა. როგორც CNN წერს, ტრამპმა მაკრონს საუბრისას პუტინზე მიანიშნა, რა დროსაც მიკროფონი ჩართული იყო:  „ვფიქრობ, მას შეთანხმების მიღწევა სურს. ვფიქრობ, მას ჩემთვის გარიგების დადება სურს. გესმით ეს? რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს“.

თუმცა მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინსა და უკრაინის ომზე NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ პუტინს ომის დასრულება სურს. მაკრონმა რუსეთს აგრესორი უწოდა და უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი პირობებს აუცილებლად დაარღვევს. შემდგომში, მაკრონი ზელენსკი-პუტინის შეხვედრის შესაძლებლობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უმჯობესია, თუ მოლაპარაკებები ნეიტრალურ ქვეყანაში გაიმართება.

უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა თავად პრეზიდენტმა ტრამპმა, თუმცა ომის შემდგომი დახმარებების მასშტაბი არ დაუკონკრეტებია. ტრამპს ზელენსკისთვის არც უკრაინაში აშშ-ის სამხედროების გაგზავნა შეუთავაზებია, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვისას, შეიძლება თუ არა უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების განთავსებას მოიცავდეს, ტრამპს ეს შესაძლებლობა არ გამოურიცხავს.

ევროპა „თავდაცვის პირველი ხაზია“, მაგრამ „ჩვენ ჩავერთვებით“, დასძინა ტრამპმა. ორშაბათს გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიის ნაწილი აშშ-სა და უკრაინას შორის იარაღის შესყიდვის  $90 მილიარდის ღირებულების შეთანხმებას მოიცავდა – მათ შორის საავიაციო სისტემებსა და ანტისარაკეტო სისტემებს. ზელენსკის თქმით, აშშ უკრაინულ დრონებსაც შეიძენს, რაც ქეყანას შიდა წარმოების დაფინანსებაში დაეხმარება. უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევის უსაფრთხოების გარანტიები, სავარაუდოდ, 10 დღეში შემუშავდება.

გარდა ამისა, 18 აგვისტოს შეხვედრისას ტრამპმა ევროპის ლიდერებთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც განიხილა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, მას არ მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია, თუმცა ამ მოსაზრებას ევროპელი ლიდერები მკაცრად ეწინააღმდეგებიან. როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და შემდგომ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულ უნდა იქნას.

ომის დასასრულებლად ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე ისაუბრეს ევროპის სხვა ლიდერებმა. მათ შორის ჯორჯა მელონიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ მშვიდობა და სამართლიანობა ერთიანობით მიიღწევა, ხოლო პრეზიდენტ მაკრონის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები სრულად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას გულისხმობს. საერთო ჯამში ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ზელენსკიმ, ვაშინგტონში შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თებერვალში, თეთრ სახლში ზელენსკის ბოლო ვიზიტისგან განსხვავებით, ამჯერად პრეზიდენტი ზელენსკი ტრადიციული სამხედრო სამოსის ნაცვლად მუქ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. ეს ფაქტი პრეზიდენტმა ტრამპმაც აღნიშნა და ზელენსკის „შესაბამისად გამოწყობილი“ უწოდა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპს პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას წერილი გადასცა, რომელიც აშშ-ის პირველი ლედისთვის, მელანია ტრამპისთვის იყო განკუთვნილი.

Previous Post

Marquis Who’s Who Honors Marsha Broderick, ASID, CID, for Expertise in Interior Design and Construction Management

Next Post

SoftBank-ი Intel-ში $2 მილიარდის ღირებულების აქციებს შეიძენს

Salo Papalashvili

Next Post
SoftBank-ი Intel-ში $2 მილიარდის ღირებულების აქციებს შეიძენს

SoftBank-ი Intel-ში $2 მილიარდის ღირებულების აქციებს შეიძენს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

Recent News

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result