Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტოპ-10 კომპანია საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

by იზა გვარამაძე
May 31, 2024
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
უმსხვილესი კომპანიები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით
0
SHARES
0
VIEWS

ბოლო პერიოდში უმსხვილესი საჯარო კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც, თავის მხრივ, რეიტინგში მათი რიგითობა შეცვალა. ამ დროისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტულის მოსაპოვებლად Microsoft-ისა და Apple-ის რბოლა, ასევე Nvidia-ს აქციების ფასის რეკორდული ზრდა და ჩამონათვალში დაწინაურება იქცევს.

მოცემული დროისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიას Microsoft-ი ლიდერობს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.189 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ტექნოლოგიური გიგანტის ერთი აქციის ფასის ღირებულება ამჟამად დაახლოებით $429-ია. 2024 წელს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 14.13%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 57%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება მოცემული მდგომარეობით Microsoft-ის მდევრად ქცეულ Apple-ს, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.917 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ Apple-ი, Microsoft-ის გარდა, ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ასევე შეძლო $3-ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვა. მოცემული დროისთვის, iPhone-ის შემქმნელის ერთი აქციის ფასი დაახლოებით $190-ს შეადგენს.

არ არის გამორიცხული, რომ $3-ტრილიონიანი ნიშნულის გადამლახავი კომპანიების რიცხვს მალე ნახევარგამტარების მწარმოებელი Nvidia შეუერთდეს, რომელიც ბოლო პერიოდია, აქციების ღირებულებით რეკორდს რეკორდზე ხსნის. ამაზე გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმი და, შედეგად, ინვესტორების მხრიდან ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავლის მნიშვნელოვანი მატების მოლოდინი.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ზრდის მიხედვით 2023 წელს საუკეთესო შედეგი სწორედ Nvidia-ს ეკუთვნის. გასული წლის განმავლობაში მისი აქციების ღირებულება 239%-ით გაიზარდა. ჩიპების მწარმოებელი ზრდას მიმდინარე წელსაც  განაგრძობს და საბაზრო კაპიტალიზაციით უკან უკვე ჩამოიტოვა Saudi Aramco, Amazon-ი და Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი.

მოცემული დროისთვის, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 2.824 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. შედეგად, ის ამჟამად მე-3 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. ბოლო მონაცემებით, Nvidia-ს ერთი აქციის ღირებულება $1,148-ს უტოლდება.

ცნობისთვის, ზემოხსენებულ სამ კომპანიასთან ერთად ტრილიონიან ნიშნულს ასევე აჭარბებს Alphabet-ის (Google), Amazon-ის, Saudi Aramco-სა და Meta Platforms-ის ღირებულება.

ტოპ-10 საჯარო კომპანია საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით: 

  1. Microsoft – $3.189 ტრილიონი
  2. Apple – $2.917 ტრილიონი
  3. Nvidia – $2.824 ტრილიონი
  4. Alphabet (Google) – $2.181 ტრილიონი
  5. Amazon – $1.894 ტრილიონი
  6. Saudi Aramco – $1.882 ტრილიონი
  7. Meta Platforms – $1.203 ტრილიონი
  8. Berkshire Hathaway – $872.40 მილიარდი
  9. TSMC – $800.51 მილიარდი
  10. Eli Lilly – $771.28 მილიარდი
Previous Post

1 GBIT/S-ზე სწრაფი ინტერნეტი საწარმოების მხოლოდ 4.6%-ს აქვს

Next Post

2023 წელს ბაზარზე ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი საწარმოთა 6.8%-მა შემოიტანა

იზა გვარამაძე

Next Post
2023 წელს ბაზარზე ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი საწარმოთა 6.8%-მა შემოიტანა

2023 წელს ბაზარზე ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი საწარმოთა 6.8%-მა შემოიტანა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result