Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

 თიბისიმ  უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
 თიბისიმ  უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო
0
SHARES
0
VIEWS

თიბისიმ უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო და 2020 წლის ივნისიდან უკვე დაიწყებს საბანკო საქმიანობას უზბეკეთში.

თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრულ არხებზე და პარტნიორობაზე დაფუძნებულ დისტრიბუციებზე გაკეთდება.

ამჟამინდელი საოპერაციო გარემოსა და გლობალური პანდემიის გავლენის გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ უფრო გააუმჯობესა და მეტად ციფრული გახადა ბიზნესის მოდელი. დამატებითი აქცენტი გაკეთდება ეფექტურ, ნაკლები ინფრასტრუქტურისა და ხარჯების საჭიროების მქონე პროდუქტებსა და არხებზე. 

პირველ ეტაპზე თიბისი უზბეკეთის მოსახლეობას შემდეგ მომსახურებებს შესთავაზებს:

მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები გახსნა;

  • სახელფასო და ავტოსესხები;
  • ბარათები, მობილური აპლიკაცია და ანგარიშსწორების შესაძლებლობა, მათ შორის, P2P ოპერაციები, ფულადი გზავნილები და კომუნალური გადასახადები.

პარალელურად თიბისი ჯგუფი აქტიურად  მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ 2 მილიონამდე  აქტიური მომხმარებლით. Payme აქტიურად ითანამშრომლებს თიბისი ბანკთან უზბეკეთში.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევის შედეგად მოვიპოვეთ ლიცენზია, რომ საბანკო ოპერაციები დავიწყოთ უზბეკეთში. მადლობა მინდა გადავუხადო უზბეკეთის ხელისუფლებას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ეს არის თიბისი ბანკის ჯგუფის ისტორიის ახალი თავი და მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის რეგიონში შემდგომი განვითარებისთვის,“  – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

თიბისი უზბეკეთს გამოცდილი მენეჯმენტის საბჭო მართავს, რომელსაც ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი სანდრო რთველაძე. იგი მანამდე იყო საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი Bayport Financial Services-ში, ხოლო მანამდე იკავებდა საქართველოში ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას.

„მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი თიბისი უზბეკეთის  გამოცდილ გუნდს და მსურს მადლობა გადავუხადო უზბეკეთის ცენტრალურ ბანკს ჩვენი გეგმების უმოკლეს ვადებში განხორციელებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მცირე ფიზიკური ინფრასტრუქტურის საჭიროების მქონე ბიზნეს მოდელი და უზბეკეთში ჩვენი გრძელვადიანი მიზნები, სწორ საწყისს გვაძლევს ჩვენი მისწრაფებების მისაღწევად,“ – სანდრო რთველაძე, თიბისი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი.

თიბისი ბანკის ჯგუფმა უკვე განახორციელა 12,6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია თიბისი უზბეკეთის კაპიტალში და 2020 წლის ბოლომდე აპირებს დამატებით კიდევ 9,4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას.

2020 წლის ბიზნესგეგმის განსახორციელებლად დარჩენილ 20 მლნ დოლარს კი, სავარაუდოდ, თიბისის პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ადგილობრივი პარტნიორი უზბეკ-ომანის საინვესტიციო კომპანია (Uzbek-Oman Investment Company ) დააფინანსებენ.

თიბისი ბანკის ჯგუფი კი, კვლავ რჩება უმსხვილეს აქციონერად თიბისი უზბეკეთში – 51% პროცენტით.

თიბისი ჯგუფისთვის უზბეკეთის მზარდი ბაზარი 33 მილიონი მოსახელობით ძალიან მიმზიდველი და მნიშვნელოვანია. მოსამზადებელი სამუშაოები თიბისიმ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და ჩამოაყალიბა მენეჯმენტის ძირითადი გუნდი. თიბისიმ უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან წინასწარი ლიცენზია 2020 წლის იანვარში მიიღო.  

Previous Post

TBC obtains banking licence in Uzbekistan

Next Post

როდის იქნება კვლავ შესაძლებელი ევროპაში მოგზაურობა?

მაგდა დოლიძე

Next Post
როდის იქნება კვლავ შესაძლებელი ევროპაში მოგზაურობა?

როდის იქნება კვლავ შესაძლებელი ევროპაში მოგზაურობა?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Justplay Quick‑Play Casino – Fast Slots, Lightning Roulette and More

ივლისი 22, 2026

Casinolo Casino – Quick‑Spin Thrills & Fast‑Track Gaming for the Modern Player

ივლისი 22, 2026

Crypto Casino – The Fast‑Paced Crypto Slot Playground for Quick Wins

ივლისი 22, 2026

Chicken Road: Quick‑Hit Multiplayer Crash Game for the On‑The‑Go Player

ივლისი 21, 2026

Recent News

Justplay Quick‑Play Casino – Fast Slots, Lightning Roulette and More

ივლისი 22, 2026

Casinolo Casino – Quick‑Spin Thrills & Fast‑Track Gaming for the Modern Player

ივლისი 22, 2026

Crypto Casino – The Fast‑Paced Crypto Slot Playground for Quick Wins

ივლისი 22, 2026

Chicken Road: Quick‑Hit Multiplayer Crash Game for the On‑The‑Go Player

ივლისი 21, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result