Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისიმ ESG აკადემია დააარსა

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისიმ ESG აკადემია დააარსა
0
SHARES
0
VIEWS

თიბისიმ ESG (გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის) აკადემიის დაარსება დააანონსა. აკადემიის პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 22 თებერვალს გაიმართა. თიბისის ESG აკადემია Green for Growth Fund (GGF)-ისა და The European Fund for Southeast Europe (EFSE)-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე – მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა საქართველოსთვის. პანელურ განხილვაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა, GGF-ის ტექნიკური მხარდაჭერის და EFSE-ს განვითარების პროგრამების უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ივანე ლექვთაძე, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის Global Shield Solutions პლატფორმის თანათავმჯდომარე კარსტენ ლოფლერი და თიბისის რისკების დირექტორი ნინო მასურაშვილი.

პანელური განხილვის მონაწილეებმა ისაუბრეს მწვანე დაფინანსების მნიშვნელობაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე და სოციალურ ტაქსონომიებზე, თიბისის როლზე მწვანე დაფინანსების ხელშეწყობაში, ცოდნის ჩამოყალიბებასა და საქართველოში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

ESG აკადემიის დაარსებით, თიბისი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება და გააღრმაოს ცოდნა გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებზე. მათ შორისაა ისეთი თემები, როგორებიცაა მრავალფეროვნება, ადამიანური რესურსების პოზიტიური პოლიტიკა, მდგრადი ბიზნეს მოდელები, კლიმატური რისკები და თიბისის მხრიდან მწვანე დაფინანსებების შესაძლებლობები.

ESG აკადემია არის პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ თიბისის თანამშრომლებს, არამედ მის მომხმარებლებს აძლევს ცოდნის მიღებისა და გაღრმავების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ახლად დაარსებული ESG აკადემიის გარდა, თიბისიში უკვე ფუნქციონირებს IT აკადემიისა და რისკების აკადემიის კურსები.

თიბისის, როგორც წამყვან ფინანსურ ინსტიტუციას საქართველოში, გრძელვადიანი, მდგრადი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, ხელმძღვანელობს მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, რაც კომპანიის განვითარების სტრატეგიის, კულტურისა და ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.

„თიბისის აქვს ამბიცია, იყოს სამაგალითო კომპანია ქვეყანასა და რეგიონში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ გვყავს პროფესიონალთა მოტივირებული გუნდი, რომლებიც  სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ და რომლებსაც პასუხისმგებლობიანი და მდგრადი ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და საზოგადოებასთან. TBC აფინანსებს მდგრად ბიზნესებს, რითაც ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას და არ თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ გარემოსა და სოციუმზე. ამ გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მდგრადობის იდეას ჩვენს ორგანიზაციაში და მის ფარგლებს გარეთ.“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

2021 წლიდან თიბისი გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის (ESG) მიზნებსა და ინიციატივებს იყენებს თავის ESG სტრატეგიაში. კომპანიისთვის ღირებულია ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა ESG მართვის სტრუქტურა დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე; აქცენტი მდგრად დაფინანსებაზე, სერვისებსა და პროდუქტებზე; თანამშრომლებს შორის მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა, შედეგების გაზომვა, მონიტორინგი და რეპორტინგი.

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის 22 თებერვალს, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებმა თიბისის გუნდისა და მენეჯმენტისთვის სემინარი ჩაატარეს. აღნიშნული სემინარი იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომელსაც მხარს უჭერს ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF) და კლიმატური სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის დაწესებულება (CASF). პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ამ საკითხით დაინტერესება.

სემინარი ფოკუსირებული იყო კარგი მმართველობის, კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების ზედამხედველობისა და მართვის, კლიმატის ცვლილებისა და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფის (TCFD) შესახებ ცოდნის გაღრმავებაზე. სემინარსა და სამუშაო სესიებზე აქცენტი გაკეთდა თიბისიში გარემოს დაცვითი სტრატეგიის განვითარების ერთწლიანი პროექტის ძირითად მიგნებებზე და მენეჯმენტს წარედგინა სტრატეგიის განხორციელების მკაფიო პერსპექტივა. S

Previous Post

ბილ გეიტსმა Heineken-ის აქციები შეისყიდა

Next Post

TBC Launched ESG Academy

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ზოგიერთმა გაჯეტმა შესაძლოა, გულის მოწყობილობების მუშაობა შეაფერხოს – კვლევა

ზოგიერთმა გაჯეტმა შესაძლოა, გულის მოწყობილობების მუშაობა შეაფერხოს - კვლევა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

Recent News

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result