Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით, კაფე „გა•ზაფხული“ ბათუმელების საყვარელ ადგილად იქცა

by იზა გვარამაძე
ოქტომბერი 27, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით, კაფე „გა•ზაფხული“ ბათუმელების საყვარელ ადგილად იქცა
0
SHARES
0
VIEWS

თიბისი სტარტაპერის პარტნიორი კომპანია კაფე „გა•ზაფხული“ სულ რაღაც ერთი წელია დაფუძნდა, თუმცა ქართული და ევროპული კულინარიის შერწყმითა და ძველი, ნაცნობი გემოების განახლებით, ბაზარზე ადგილის დამკვიდრება უკვე მოახერხა. „გა•ზაფხულის“ საქმიანობაზე მისი ერთ-ერთი მფლობელი და მენეჯერი, ნინოლა ნაგერვაძე გვიამბობს:

„ჩვენს სტარტაპზე საუბარი, ალბათ, მისი სახელწოდებით უნდა დავიწყოთ. 2022 წლის გაზაფხულზე, როცა კაფეს გახსნა ბოლო ეტაპს უახლოვდებოდა (ამ დროს მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ამ გუნდის წევრი), მარკეტინგის გუნდთან ერთად, გადაწყდა ამ ადგილისთვის „გა-ზაფხული“-ს დარქმევა. ამ სახელწოდებას ჩვენთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს: გაზაფხული ხომ რაღაც ახლის დასაწყისია, რომელსაც ზაფხული, ანუ შედეგით ტკბობა მოსდევს. შედეგი კი მართლაც ისაა, რაც ჩავიფიქრეთ – სივრცე გემრიელი, ჯანსაღი კერძებისა და კომფორტული გარემოს მოყვარულთათვის.

ჩვენი რესტორანი ძველი ბათუმის მთავარ გამზირზე, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და ყოველდღიურად მასპინძლობს სტუმრებს, რომელთაც უყვართ კულინარია და სურთ განსხვავებული, ხარისხიანი კერძების დაგემოვნება. რესტორანი 50-მდე ადამიანს იტევს. ჩვენი ტერასა ბათუმის მთავარ გამზირზე ამ ქალაქისთვის ავთენტური დიზაინითა და ატმოსფეროთი – მყუდრო, მეგობრულ, კომფორტულ გარემოს ქმნის და აქ მოსულ სტუმრებს ე.წ. fine dining-ს სთავაზობს.

„გა•ზაფხულისთვის“ უმნიშვნელოვანესია სასმელებისა და კერძების ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადება, ამიტომაც საგანგებოდ ვარჩევთ პროდუქტს. ნედლეულს, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ.

კოქტეილებსა და ლიმონათებს ვამზადებთ ჩვენივე ხილის პიურეებით, არ ვიყენებთ დანამატებს. შედეგად, ყველა სტუმარი აღნიშნავს, რომ ჩვენს სასმელს განსხვავებული, ჯანსაღი და სასიამოვნო გემო აქვს.

ყავას იტალიური, მაღალი ხარისხის მარცვლით ვამზადებთ და სტუმრებს ვეგანურ, ნუშის, სოიას რძეებსაც ვთავაზობთ.

„გა•ზაფხულის“ მენიუ შედგენილია ახალგაზრდა მზარეულის, ლუკა ხინკალაძის მიერ, რომელთანაც წლებია წარმატებულად ვთანამშრომლობთ. სწორედ მისი დამსახურებაა ჩვენი კერძების გამორჩეულობა, რომელთა სრულყოფაშიც ადგილობრივ მზარეულებთან ერთად, ნიჭიერი შეფი, გიგა ჭანიძე გვეხმარება.

ყველაზე მოთხოვნად კერძებს შორისაა გებჟალიას სალათი, რომელიც ჩვენმა შეფმა სრულიად ახალი ფორმით წარმოგვიდგინა. ეს კერძი იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ნაცნობი, ტრადიციული გემო, ახლის, განსხვავებულის და ძველივით მშვენიერის შესაქმნელად გამოიყენო.

ჩვენს მენიუს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი თევზისგან შექმნილი კერძების ნაირსახეობები: „გამომცხვარი კარჩხანა“, „რიზოტო მიდიებით“, „სიბასი ბრინჯითა და ბოსტნეულით“ და ,,სინორი პიტნით და კარჩხანას ფილეთი – ეს უკანასკნელი ტრადიციული აჭარული კერძისა და ზღვის პროდუქტების შერწყმაა.

რაც შეეხება დესერტებს, „გა•ზაფხულის“ სტუმრებს განსაკუთრებულად უყვართ ბასკური ჩიზქეიქი და „პონჩიკერა“. „პონჩიკერა” რამდენიმე წლის წინ თიბისის მხარდაჭერით შექმნილი სტარტაპია, რომელიც ამ ეტაპზე გაზაფხულთან კოლაბორაციას ქმნის და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახეობის „პონჩიკებს“. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი „პონჩიკი“ სწორედ კაფე „გა•ზაფხულში“ მზადდება.

ჩვენი რესტორნის მართვაში სამი ძირითადი გუნდია ჩართული. მართვისა და მენეჯმენტის საქმე, როგორც ერთ-ერთმა მფლობელმა, საკუთარ თავზე ავიღე. მეორე ციფრული მენეჯმენტის გუნდია, რომელიც უმნიშვნელოვანესია დღევანდელობაში ბიზნესის სამართავად. მესამე და მთავარ გუნდს რესტორნის მფლობელები წარმოვადგენთ – ვლადიმერ თოდაძე, სალომე ინწკირველი და ნინოლა ნაგერვაძე. ჩვენი მისიაა დანარჩენი გუნდების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი დროული მხარდაჭერა, რათა რესტორანმა სრულყოფილად და ხარვეზების გარეშე, უწყვეტი ფუნქციონირება შეძლოს.

სტუმრებს ვპირდებით, რომ „გა•ზაფხული“ აუცილებლად დარჩება ბათუმში მათი კულინარიული თავგადასავლების მთავარ სივრცედ და ამაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია თიბისის როლი. თიბისის გუნდთან თანამშრომლობა, რაც ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა, მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.“ S

Previous Post

სემეკი – მელიორაციის მარეგულირებელი

Next Post

Amazon-მა 2021 წლის შემდეგ მოგების საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა

იზა გვარამაძე

Next Post
Amazon-მა 2021 წლის შემდეგ მოგების საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა

Amazon-მა 2021 წლის შემდეგ მოგების საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

Recent News

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result