Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
0
SHARES
0
VIEWS

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სექტემბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა. მართალია, წლიური ზრდის მაჩვენებელი წინა თვეებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა აღნიშნული გასული წლის მაღალ საბაზო ეფექტს ასახავს. ეკონომიკის აღდგენის ტემპი კვლავ ძლიერი იყო და 2019-ის დონესთან შედარებით, ზრდამ დაახლოებით 6.2% შეადგინა.

წლიურ ზრდაში ფისკალური კომპონენტის უარყოფითი კონტრიბუცია, რაც მიმდინარე წლის ივნისიდან შეინიშნება, სექტემბერშიც გაგრძელდა. თუმცა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა აღნიშნული ეფექტის დასაბალანსებლად კვლავ საკმარისი აღმოჩნდა.  სექტემბერში ექსპორტის, იმპორტისა და ფულადი გზავნილების წლიური ზრდაც ნორმალიზებაზე მიუთითებდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძლიერი საბაზო ეფექტის გამო, რადგანაც შესაბამისი მაჩვენებლები 2019 წლის დონესთან შედარებით ძლიერი იყო. საგარეო სექტორის მსგავსად, მაღალმა საკრედიტო აქტივობამ ზრდაზე დადებითად იმოქმედა.

სექტორების კუთხით, ზრდა გასული თვის მსგავსი იყო, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად  მშენებლობაშიც ზრდა დაფიქსირდა და შესაბამისად, შემცირებული აქტივობა მხოლოდ სამთო-მოპოვებით სექტორში შეინიშნებოდა.

მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის შემთხვევების მატება, შენელებული ვაქცინაციის პროცესი და არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ეკონომიკური აქტივობისთვის რისკს წარმოადგენს, როგორც ჩანს, საბაზო სცენარით 2021-ის ზრდა დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ამას თიბისი კაპიტალის ადრინდელი, 10.5%-იანი სცენარი ითვალისწინებდა.

სებ-მა 27 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე შეინარჩუნა. კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის გაძვირების გარდა, ინფლაციის მატება საერთაშორისო სატრანსპორტო ხარჯების ზრდითაა გამოწვეული. ასევე, სებ-ის მიხედვით, მაღალი ინფლაციური მოლოდინების საფრთხე კვლავ აქტუალურია და პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაში დარჩა. ეკონომიკის ზრდის მხრივ კი, აღინიშნა, რომ მთლიანი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და სებ-მა 2021 წლისთვის პროგნოზი 8.5%-დან 10.0%-მდე გაზარდა.

სექტემბრის სტატისტიკა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე შემოსავლიანობის დიფერენციალის დამატებით გაფართოებაზე მიუთითებს, რაც ლარზე განაკვეთების ზრდამ განაპირობა. უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები კი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. თიბისი კაპიტალის ინარჩუებს შეხედულებას რომ, საერთაშორისო განაკვეთების მოსალოდნელი ნორმალიზაციისვმიუხედავად, საქართველოში სავალუტო დეპოზიტებზე დაბალი განაკვეთები დიდ ხანს შენარჩუნდება.

ბანკების მიერ ლარის დეპოზიტების გაზრდილ ფასში მოზიდვასთან ერთად, საშუალო საბაზრო და რეფინანსირების განაკვეთებს შორის დიფერენციალი დამატებით გაიზარდა, რაც სებ-ის რესურსს უფრო მიმზიდველს ხდის. ამას ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკების სესხების მოცულობის ზრდაც მოწმობს, მაშინაც კი, როდესაც ცენტრალური ბანკი სახაზინო ფასიანი ქაღალდების შეძენით ბაზარს ეროვნულ ვალუტას დამატებით აწვდის, რაც გარკვეულწილად რეფინანსირების სესხების ჩამნაცვლებელია.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ M2-ით გამოხატული ლარის მიწოდება გარკვეულწილად აღდგა, ის მაინც ზომიერი რჩება. ბაზარზე ლარის დაფინანსების საჭიროება ვალუტების მიხედვით კომერციული ბანკების ლიკვიდურობის მაჩვენებლებიდანაც ჩანს.

ამის ძირითადი მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინი და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებია. იმ დაშვებით, რომ არჩევნების შემდეგ ლარი შედარებით სტაბილურობას შეინარჩუნებს, სავარაუდოა, რომ კონვერტაციები უკვე საპირისპირო მიმართულებით განხორციელდება. ამან, ოქტომბერში გაძლიერებულ სავალუტო ნაკადებთან ერთად, როგორც ეს თიბისის მონაცემებიდან ჩანს, შეიძლება ლარის კურსის გამყარებისკენ ზეწოლა გამოიწვიოს. გამომდინარე იქიდან, თიბისი კაპიტალი არც ლარის მკვეთრი გამყარების და არც გაუფასურების აპეტიტს არ ხედავს, გუდი არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს შეისყიდის.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 1 ნოემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: tbccapital.ge

Previous Post

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ახალი გამარჯვებული  26 წლის ლიკა კეშელავაა

Next Post

თიბისის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის  ჯილდო გადაეცა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის  ჯილდო გადაეცა

თიბისის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის  ჯილდო გადაეცა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Rich Royal Casino: Un’Avventura Rapida per Giocatori di Sessioni Brevi

აგვისტო 14, 2026

AviaMasters Game: Diversión de Choques a Alta Velocidad para Ganancias Rápidas

აგვისტო 14, 2026

Chancer Casino: Gyors nyeremények és magas intenzitású nyerőgépek az úton lévő játékosoknak

აგვისტო 14, 2026

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026

Recent News

Rich Royal Casino: Un’Avventura Rapida per Giocatori di Sessioni Brevi

აგვისტო 14, 2026

AviaMasters Game: Diversión de Choques a Alta Velocidad para Ganancias Rápidas

აგვისტო 14, 2026

Chancer Casino: Gyors nyeremények és magas intenzitású nyerőgépek az úton lévő játékosoknak

აგვისტო 14, 2026

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result