Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
0
SHARES
0
VIEWS

ბოლო პერიოდში M2 მონეტარული აგრეგატის ზრდა მნიშვნელოვნად აჩქარდა. არის თუ არა ეს ინფლაციის ან/და ლარის გაუფასურების კუთხით რისკი? თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ფულის მასის მატება მოთხოვნას ზრდის, ეს პირველ რიგში აჩქარებულ საკრედიტო და, თავის მხრივ, ეკონომიკურ აქტივობაში უნდა გამოჩნდეს. ამ მხრივ, მაჩვენებლები, განსაკუთრებით მშპ-ის კუთხით, მართალია მაღალია, თუმცა, ამჯერად ფულის მასასთან მნიშვნელოვანი კავშირი არ იკვეთება. უფრო მეტიც, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, აპრილში მშპ-ის წლიური ზრდის მნიშვნელოვანი შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ, როდესაც ფულადი აგრეგატები კვლავ მაღალი ტემპით ფართოვდება. ამასთან, რაც აშკარად ჩანს, ესაა დეპოზიტების გაზრდილი ლარიზაცია და სესხების გაზრდილი დოლარიზაცია. ეს კი, როგორც შოკის გამაძლიერებელი, ტრადიციულად, ლარის გამყარების ეპიზოდებში გამყარებისკენ მიმართულ უფრო მეტ ზეწოლას იწვევს, ლარის გაუფასურების ეპიზოდებში კი ასევე მეტ გაუფასურებას. ამდენად, სადღეისოდ სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება მხოლოდ მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებებით არაა გამოწვეული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როგორც თიბისი კაპიტალის ადრინდელ პუბლიკაციებშია აღნიშნული, თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეების დიდ ნაწილს გაცვლითი კურსის სეზონური მერყეობის სჯერა, მაშინ ეს ტენდენცია აღარაა მოსალოდნელი, რადგანაც ადგილი ექნება ცუდ სეზონზე ლარის ყიდვას და კარგ სეზონზე გაყიდვას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში დიდწილად სწორედ ამგვარი ქცევა იკვეთება.

ამდენად, მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და გაუმჯობესებული სენტიმენტების გამო, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის გაზრდილი მიწოდების შედეგად, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, სენტიმენტების კომპონენტის გამო, ფიშერის პირველადი ფორმულის მიხედვით, რომელშიც ჯამური ტრანზაქციები გამოიყენება და არა მხოლოდ მშპ, ადგილი აქვს ე.წ. ფულის ბრუნვის სიჩქარის შემცირებას. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან ლარის კურსის მიმართ განწყობა გაუმჯობესდა, ლარის საშუალო ნაშთი, რომელსაც ბიზნესისა და მოსახლეობის ნაწილი ფლობს, გაიზარდა, ნაცვლად დოლარისა და ევროს ნაშთისა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროპორციულად გაიზარდა ლარში ტრანზაქციების რაოდენობაც. ამდენად, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ფულის მასის მიმდინარე ზრდის მიხედვით, მომატებულ ეკონომიკურ აქტივობაზე საუბარი რთულია. მაგრამ მაინც, არის თუ არა რისკები? თიბისი კაპიტალის აზრით – არის, და საკმაოდ მატერიალური. საკუთრივ, ნებისმიერი მიზეზით სენტიმენტების ცვლილება უკვე დეპოზიტების დოლარიზაციასა და სესხების ლარიზაციას გამოიწვევს. სავალუტო ბაზარზე არსებულ ბრუნვასთან მიმართებით სესხებისა და დეპოზიტების საკმაოდ მაღალი მოცულობის გათვალისწინებით კი, ეს ტრადიციულად, ლარის კურსზე არსებით ზეგავლენას ახდენს. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ მართალია სებ-ის სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა თუ ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ლარი გაუფასურდება, ფაქტობრივი გაუფასურების გარეშე ამ მოლოდინების განეიტრალება საკმაოდ რთულია. უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სადღეისოდ ლარის საშუალო კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით უფრო მეტადაა გამყარებული და ასევე, არსებული ლარის კურსით, საბაზო სცენარში წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 3%-იან სამიზნეზე ნაკლებია, მათ შორის, მართალია ჯერჯერობით მხოლოდ ყოველთვიურ ჭრილში, თუმცა ადგილობრივი ინფლაციის ჩათვლით. S

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

Previous Post

„დაწერე, აჩუქე, მოიგე!“ – საქართველოს ბანკი წიგნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის პარტნიორია

Next Post

მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები – Visual Capitalist

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები – Visual Capitalist

მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები - Visual Capitalist

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Recent News

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result