Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

თიბისი აქტივების მართვის პორტფელმა $100 მილიონს გადააჭარბა – ინტერვიუ ანა კვარაცხელიასთან

by იზა გვარამაძე
October 20, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი აქტივების მართვის პორტფელმა $100 მილიონს გადააჭარბა – ინტერვიუ ანა კვარაცხელიასთან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოში საინვესტიციო ფონდების მიმართ ინტერესი იზრდება – ფონდებს, როგორც თანხის დაბანდების ალტერანტიულ წყაროს, სულ უფრო მეტი ინვესტორი ირჩევს. სექტორის ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს ბაზრის უმსხვილესი მონაწილე – თიბისი აქტივების მართვა, რომელიც ოთხი წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და სამ საკრედიტო ფონდს მართავს. კომპანიის ჯამურმა აქტივებმა უკვე 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ივნისის ბოლოს კი ეს მაჩვენებელი 60 მილიონ აშშ დოლარამდე იყო. მოკლე ვადაში დაფიქსირებული მკვეთრი ზრდა, ნათლად აჩვენებს, რომ სექტორი დინამიკურად ვითარდება. საინვესტიციო ტენდენციებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე თიბისი აქტივების მართვის დირექტორი ანა კვარაცხელია საუბრობს.

 

რამ განაპირობა ბოლო პერიოდში საინვესტიციო ფონდების მიმართ მაღალი ინტერესი?

გაზრდილი აქტივობა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება: საპროცენტო განაკვეთების შეცვლილმა გარემომ და მოლოდინებმა საინვესტიციო ფონდის შემოსავლიანობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა სხვა ალტერნატივებთან შედარებით. საკრედიტო ფონდები 8.5–9.5%-მდე წმინდა ამონაგებს სთავაზობს ინვესტორებს (გადასახადებამდე), რაც საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლიანობის მსგავსია და მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ადგილობრივ საინვესტიციო შესაძლებლობებს, როგორებიცაა: სავალუტო კორპორაციული ობლიგაციები, ვადიანი დეპოზიტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები და ა.შ.

ბაზრის ზრდის კიდევ ერთი ფაქტორია ინვესტორების ახალი სეგმენტები – განსაკუთრებით კომპანიები, რომლებიც უფრო აქტიურად ინტერესდებიან საინვესტიციო პროდუქტებით, მათ შორის, ფონდებით. ეს ტენდენცია ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა და ვცდილობთ, პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, პროდუქტები მაქსიმალურად მოვარგოთ ამ ტიპის ინვესტორების საჭიროებებს.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზრის ბუნებრივი განვითარება: წლების განმავლობაში ინვესტორების გამოცდილებამ, შედეგებისადმი ნდობამ და თანმიმდევრულმა კომუნიკაციამ ფონდების მიმართ მეტი სანდოობა შექმნა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ თიბისი აქტივების მართვას, როგორც ბაზრის წამყვან მოთამაშეს, გადამწყვეტი როლი ჰქონდა. პროდუქტების მუდმივმა განვითარებამ და კომპანიაში დაგროვილმა გამოცდილებამ გაზარდა ინვესტორების ნდობა, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი იყო პირველი ფონდის წარმატებით დახურვა და ახალი 2 ფონდის გაშვება.

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, საინტერესოა, როგორ ერგება თიბისი აქტივების მართვა ინვესტორების მოთხოვნებს და რა პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებლებს? ზოგადად, როგორია პროცესი?

თიბისი აქტივების მართვა ინვესტორებს საკრედიტო ფონდებში ინვესტირებასა და უნიკალურ აქტივებზე წვდომას სთავაზობს. ფონდში დაბანდებით მომხმარებელი ყიდულობს წამყვანი ქართული კომპანიების უზრუნველყოფილ სესხებს, რომლებიც გაცემულია უცხოურ ვალუტაში საქართველოში ლიცენზირებული ბანკების – ამჟამად, თიბისი ბანკის მიერ. შედეგად, მომხმარებელი სარგებლობს ლიცენზირებული ბანკების დიდი გამოცდილებით და მასთან ერთად მომგებიანად აინვესტირებს თანხას.

ბუნებრივ დივერსიფიკაციასთან ერთად, ფონდებში ინვესტირებულ თანხებზე დაცვის სხვადასხვა მექანიზმი მოქმედებს, რაც მაღალ შემოსავალთან ერთად, შემცირებულ რისკებსაც ნიშნავს. უფრო კონკრეტულად: სესხები, რომლებსაც ფონდი ყიდულობს, უზრუნველყოფილია; გააჩნია უმაღლესი საკრედიტო ხარისხი, ხოლო მსესხებლებს სხვადასხვა დათქმა და შეზღუდვა აქვთ; ხაზგასასმელია ისიც, რომ სესხებში, რომლებსაც ფონდი ყიდულობს, მმართველად და მნიშვნელოვან თანაინვესტორად რჩება შესაბამისი კომერციული ბანკი, ამჟამად თიბისი ბანკი. ფინანსური ინსტიტუტი განაგრძობს მსესხებელის პერიოდულ მონიტორინგს და მართავს პროცესებს.

ამასთან, TBC AMC-ს კერძო საკრედიტო ფონდებზე დაწესებული გვაქვს სექტორული და მსესხებლის ჯამურ დავალიანებაზე დაწესებული კონცენტრაციის ლიმიტები, რაც უზრუნველყოფს ფონდის აქტივების დივერსიფიკაციას და რისკის შემცირებას. ჩვენი ფონდები დიდწილად იმეორებს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული, აშშ დოლარში დენომინირებული, კორპორაციული საკრედიტო პორტფელის გადანაწილებას.

კერძო საკრედიტო ფონდში ინვესტირება დღეს მიმზიდველი შესაძლებლობაა, რადგან სხვა ტიპის ინვესტიციებთან შედარებით გამორჩევა უფრო მაღალი განაკვეთებით, სტაბილური შემოსავლიანობითა და დაცვის მაღალი მექანიზმებით. თიბისი აქტივების მართვას ამ ეტაპზე 2 განსხვავებული ტიპის შეთავაზება აქვს ინვესტორებისთვის: უფრო დივერსიფიცირებული, 8.5-9.0%-იანი სამიზნე განაკვეთით; და მიზნობრივი/სექტორული, 9.0-9.5% სამიზნე განაკვეთით.

ბოლო 12 თვის შემოსავლიანობა შერჩეულ ინვესტიციებზე.  წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, თიბისი კაპიტალი, თიბისი აქტივების მართვა, Federal Reserve Bank of St. Louis (FRED). დეტალებისთვის იხ. https://tbcamc.ge/ka/why-choose-tbc-asset-management

ვინ არიან საინვესტიციო ფონდების ინვესტორები და რა განსაზღვრავს მათ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს?

ფონდებში თანხებს ძირითადად გათვიცნობიერებული ინვესტორები აბანდებენ, ძირითადად – ფიზიკური პირები. თუმცა, როგორც აღვნიშნე, გაზრდილია კომპანიების მონაწილეობა და დაინტერესებაც.

თიბისი აქტივების მართვის ფონდს დღეს უკვე 250  ინვესტორი ჰყავს, რომელთა ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქეები არიან; არარეზიდენტ ინვესტორებში კი ჭარბობენ ევროკავშირისა და ისრაელის რეზიდენტები.

რაც შეეხება კორპორაციული სეგმენტის მზარდ ინტერესს – კომპანიებისთვის ეს პროდუქტი საინტერესო ხდება როგორც მაღალი მოსალოდნელი ამონაგების, ასევე დივერსიფიკაციის შესაძლებლობების გამო. ამ პროცესს ხელს უწყობს ლიკვიდურობის მართვის პროდუქტებიც, მაგალითად: თიბისი კაპიტალის მიერ დანერგილი ლიკვიდურობის მართვის ახალი სერვისი, რომელიც კომპანიებს ეხმარება მათს საჭიროებებზე მორგებული საინვესტიციო პორტფელის შექმნაში.

საკრედიტო ფონდის ტიპის ინვესტიციები, როგორც წესი, საშუალო ან გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი. ამიტომ ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკისა და დივერსიფიკაციის ხარისხი, ლიკვიდურობის პირობები და გამჭვირვალობა.

გამჭვირვალობა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ამიტომ თიბისი აქტივების მართვა ინვესტორებს დეტალურად აწვდის ინფორმაციას სტრუქტურასა და რისკებზე. ამასთან, რეგულარულად აცნობს ფონდის შედეგებს, მათ შორის ვებგვერდის მეშვეობით: www.tbcamc.ge

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – ლიკვიდურობა. ფონდების სტრუქტურა გასვლის მოქნილ მექანიზმებს უზრუნველყოფს. ასევე, საკმაოდ აქტიურია მეორადი ბაზარი, რომელიც საბროკერო კომპანიის – თიბისი კაპიტალის – დახმარებით შევქმენით. რათქმაუნდა, ბაზარზე მოთხოვნა გარანტირებული არ არის, თუმცა, მაგალითად: გასულ წელს პორტფელის დაახლოებით 20% მეორად ბაზარზე გადაიყიდა, რაც ადგილობრივი სავალუტო საჯარო ობლიგაციების მეორადი ბაზრის აქტივობას აჭარბებს და ლიკვიდურობის შედარებით მაღალ მაჩვენებელზე მიანიშნებს.

თიბისი აქტივების მართვა საქართველოში წამყვანი აქტივების მმართველია. რა გამოგარჩევთ ადგილობრივ ბაზარზე?

უპირველეს ყოვლისა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი:
კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, რომლებმაც გამოცდილება წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დააგროვეს. TBC AMC-ს ფონდების წარმატებით მართვის უკვე 4-წლიანი გამოცდილება აქვს.

საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენცია მაღალია, აქ ჩართული არიან ისეთი გლობალური მოთამაშეები, როგორებიც არიან: BlackRock, Blackstone, KKR და სხვები. ბუნებრივია, მასშტაბებით მათ ვერ შევედრებით, თუმცა ჩვენი უპირატესობაა საქართველოს ბაზრისა და საკრედიტო რისკის სიღრმისეული ცოდნა, რაც თიბისი ბანკის 20-წლიანი გამოცდილებითაა გამყარებული. ეს ექსპერტიზა ინვესტორებს – მათ შორის, უცხოელ ინვესტორებს კომფორტს უქმნის და ჩვენს მიმართ ნდობას უძლიერებს.

როგორც ახსენეთ, საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზარი შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდია. საინტერესოა, გლობალური ტენდენციები – რამდენად გავრცელებულია საკრედიტო ფონდები განვითარებულ ბაზრებზე?

2025 წელს საინვესტიციო ფონდების აქტივებმა გლობალურად $2.1 ტრილიონს გადააჭარბა. თუ ადრე ფონდები შედარებით ნიშური საინვესტიციო მიმართულება იყო, დღეს  გლობალური საინვესტიციო სამყაროს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ეს არის ინვესტირების ალტერნატიული წყარო, რომელიც ცვალებადი ბაზრის პირობებში ინვესტორებს სთავაზობს პროგნოზირებად, მაღალ სარგებელზე ორიენტირებულ შემოსავალს.

პოზიტიური დინამიკა განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ დაიწყო, რაც ძირითადად განაპირობა: საპროცენტო განაკვეთების ზრდამ (შედეგად, გაიზარდა კერძო სესხების მომგებიანობა და მოიზიდა შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორები), საბანკო დაკრედიტების გამკაცრებულმა რეგულაციებმა და ინსტიტუციური და მაღალშემოსავლიანი ინდივიდუალური ინვესტორების მზარდმა ინტერესმა.

ამ ეტაპზე საინვესტიციო ფონდების ყველაზე მსხვილი და განვითარებული ბაზარი ჩრდილოეთ ამერიკაა, სადაც აქტივების 2/3-ია (1.1 ტრილიონი აშშ დოლარი) თავმოყრილი.

გლობალურ ბაზრებზე საინვესტიციო ფონდები მაღალი ნდობით სარგებლობს, რასაც ჯამური აქტივების მოცულობაც ადასტურებს. როგორია თქვენი, როგორც ბაზრის წამყვანი მოთამაშის, სამომავლო ხედვა ადგილობრივი ბაზრისა და პროდუქტების განვითარებასთან დაკავშირებით?

მომავალში მიზნად გვაქვს, ინვესტორებისთვის უფრო ფართო და მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზება. გვსურს, ფონდები კიდევ უფრო მეტად მოვარგოთ მომხმარებლების საჭიროებებს – ლიკვიდურობის, რისკისა და ამონაგების სხვადასხვა კომბინაციით.

გარდა კერძო საკრედიტო ფონდებისა, ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე, რომლებიც ინვესტორებისთვის დამატებით ღირებულებას შექმნის. ჩვენი სტრატეგია დაფუძნებულია ინოვაციურ პროდუქტებსა და თიბისი ჯგუფის კონკურენტულ უპირატესობებზე, რათა ყველა შემოთავაზება მაქსიმალურად პასუხობდეს ინვესტორთა ინტერესებს და ხელს უწყობდეს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებას საქართველოში.

თიბისი აქტივების მართვისა და ჩვენი ფონდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ჩვენი ვებგვერდი: www.tbcamc.ge

S

Previous Post

პაკისტანი და ავღანეთი დოჰაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

Next Post

რომელი სამკაულები მოიპარეს ლუვრიდან ქურდებმა?

იზა გვარამაძე

Next Post
რომელი სამკაულები მოიპარეს ლუვრიდან ქურდებმა?

რომელი სამკაულები მოიპარეს ლუვრიდან ქურდებმა?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result