Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რომელი სამკაულები მოიპარეს ლუვრიდან ქურდებმა?

by იზა გვარამაძე
October 20, 2025
in კულტურა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
რომელი სამკაულები მოიპარეს ლუვრიდან ქურდებმა?

(FILES) This picture shows the crown of the Empress of the French Eugénie de Montijo displayed at Apollon's Gallery on January 14, 2020 at the Louvre museum in Paris after the reopening of the Gallery following ten months of renovations. Robbers broke in to the Louvre and fled with jewellery on October 19, 2025 morning. France's Interior Minister said that jewellery stolen from the Louvre Museum was "priceless". Diamond and emerald crown of the Empress of the French Eugénie de Montijo was found broken near Louvre after robbery, a source close to the case announced. (Photo by STEPHANE DE SAKUTIN / AFP)

0
SHARES
0
VIEWS

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, კვირას დილით, ლუვრში მდებარე აპოლონის გალერეაში ქურდები გასაშლელი კიბის დახმარებით მოხვდნენ, იქიდან ძვირფასი ნივთები მოიპარეს და სკუტერებით გაუჩინარდნენ.

კულტურის სამინისტროს ცნობით, მოპარულია შემდეგი რვა ნივთი:

  • დიადემა დედოფალ მარი-ამელისა და დედოფალ ორტენზიას სამკაულების ნაკრებიდან
  • ყელსაბამი დედოფალ მარი-ამელისა და დედოფალ ორტენზიას საფირონის სამკაულების ნაკრებიდან
  • საყურე, დედოფალ მარი-ამელისა და დედოფალ ორტენზიას საფირონის სამკაულების ნაკრების წყვილის ნაწილი
  • ზურმუხტის ყელსაბამი მარი-ლუიზის ნაკრებიდან
  • ზურმუხტის საყურეების წყვილი მარი-ლუიზის ნაკრებიდან
  • ბრილიანტის გულსაბნევი, სახელწოდებით „რელიკვია“
  • იმპერატრიცა ეუხენიას დიადემა
  • იმპერატრიცა ეუხენიას გულსაბნევი

საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ მოპარულ სამკაულებს „ფასდაუდებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „პროფესიონალური“ ოპერაცია მხოლოდ ოთხ წუთს გაგრძელდა. დატიმ ასევე თქვა, რომ მოპარული სამკაულებიდან ერთ-ერთი მუზეუმის გარეთ იპოვეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ „დიდი ძარცვაში“, როგორც მან უწოდა, სამიდან ოთხამდე ქურდი მონაწილეობდა.

სამართალდამცველი ორგანოების წყაროებმა Agence France-Presse-ს განუცხადეს, რომ ქურდები შემთხვევის ადგილზე მუზეუმის გახსნიდან დაახლოებით ოცდაათი წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დილის 9:30-9:40 საათზე მივიდნენ. კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ისინი სკუტერებით იყვნენ და ძარცვის დროს ამწე და ხელის პატარა ხერხები გამოიყენეს.

ეს პარიზის მუზეუმში მომხდარი ხმაურიანი ძარცვის მხოლოდ უკანასკნელი შემთხვევაა. სექტემბერში ქურდების ჯგუფმა პარიზის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმიდან ოქროს ნიმუშები მოიპარა. მუზეუმის ცნობით, მოპარული ნიმუშების ღირებულება დაახლოებით 600 000 ევროს შეადგენდა.

მუზეუმის კიდევ ერთი ხმაურიანი ძარცვა 2024 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ქურდები დღისით Musée Cognacq-Jay-ში შეიჭრნენ და დამთვალიერებლების თვალწინ სამკაულები მოიპარეს. მოპარულ ნივთებს შორის იყო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საკუთრებაში არსებული ძვირფასი ქვებით მორთული თამბაქოს ორი ყუთი, რომლებიც მუზეუმისთვის დროებით იყო გადაცემული. ივლისში გამოცემა New York Times-მა განაცხადა, რომ სამეფო კოლექციების ტრასტმა, ორგანიზაციამ, რომელიც სამეფო ოჯახის ხელოვნების კოლექციას მართავს, ქურდობის შემდეგ 4 მილიონი დოლარის ოდენობის სადაზღვევო კომპენსაცია მიიღო.

ალბათ ყველაზე ცნობილი მაინც 1911 წლის ძარცვაა. ამ დროს ქურდმა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ მოიპარა. ქურდობამ ნამუშევარი მთელ მუზეუმში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხელოვნების ნიმუშად აქცია. ქურდი მოგვიანებით იდენტიფიცირდა, როგორც ვინჩენცო პერუჯა, ლუვრის თანამშრომელი, რომელმაც რენესანსის შედევრი ქურთუკის ქვეშ დამალა და მუზეუმიდან ისე გავიდა. პერუჯა ნახატს ორი წლის განმავლობაში თავის ბინაში მალავდა, სანამ გაყიდვის მცდელობისას არ დაიჭერდნენ.

ლუვრი პარიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელმაც გასულ წელს სულ 8.7 მილიონი ვიზიტორი მიიზიდა.

Previous Post

თიბისი აქტივების მართვის პორტფელმა $100 მილიონს გადააჭარბა – ინტერვიუ ანა კვარაცხელიასთან

Next Post

„არა – მეფეებს“ | აშშ-ში დონალდ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება

იზა გვარამაძე

Next Post
„არა – მეფეებს“ | აშშ-ში დონალდ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება

„არა - მეფეებს“ | აშშ-ში დონალდ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Recent News

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result