Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

,,თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ახალი, 20 მილიონი ევროს მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 7 მილიონი უკვე განათავსა

by იზა გვარამაძე
დეკემბერი 29, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
,,თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ახალი, 20 მილიონი ევროს მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 7 მილიონი უკვე განათავსა
0
SHARES
0
VIEWS

„თეგეტას“ 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამისადმი ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიამ ახალი, 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი მულტი-სავალუტო პროგრამა გამოაცხადა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი კვლავ „გალტ & თაგარტია“. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიამ „გალტ & თაგარტთან“ პარტნიორობით, ჯამურად, 20 მილიონი აშშ დოლარის და 16 მილიონი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 15 დეკემბერს კომპანიამ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველი მულტი-სავალუტო ობლიგაციების 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტის პროგრამა დახურა , რომლის ემისიაც 3 ტრანშად მოხდა. პროგრამის ბოლო ტრანში, 4 მილიონი ევროს ოდენობით, 180%-იანი გადაჭარბებით (Over-Subscription) 7.00% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. შედეგად კომპანიამ ახალი პროგრამის გამოცხადება გადაწყვიტა.

გადაჭარბებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი პროგრამის ფარგლებში გამოშვებული 7 მილიონიანი ტრანში გაუმჯობესებული, 6.75% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ტრანზაქციის ვადიანობა 2 წელია. მოზიდული სახსრები კომპანიამ არსებული საბანკო სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას მოახმარა, რის შედეგადაც კომპანიის დაფინანსების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათ შორის დაფინანსების ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ წარსული ემისიების მსგავსად, მიმდინარე ტრანზაქციისადმი კვლავ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად, ობლიგაციები 40-მდე ქართველმა და უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა.

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ტრანშების ემისია 2024 წლის დეკემბრამდე იგეგმება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგმა“ სამი კვირის წინ საქართველოში პირველი მულტი-სავალუტო ობლიგაციების 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტის პროგრამა, მესამე ტრანშით დახურა. ინვესტორების მხრიდან გამოკვეთილი მაღალი ინტერესის გამო ახალი პროგრამის გამოცხადება დაუგეგმავად გადავწყვიტეთ. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2023 წელს სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ვხურავთ. ახალი მულტი-სავალუტო პროგრამა ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე გამოვაცხადეთ, გამოხატული ინტერესი ნათლად აჩვენებს „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც სანდო პარტნიორის, წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს, მეორე მხრივ, კი ეს კომპანიის ფინანსურ განვითარებას უწყობს ხელს. „თეგეტას“ სტრატეგია საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების განთავსება უცხოურ ვალუტაში მოხდა. ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს უცხოურ ბაზრებზე კომპანიის განვითარების სტრატეგიას.“

ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” გენერალური დირექტორი: „„გალტ & თაგარტი“ კვლავ აგრძელებს „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ დაფინანსების პირობების გაუმჯობესებაში ხელშეწყობას და ჩვენი აქტიური თანამშრომლობა უკვე ახალი მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ახალი, 20 მილიონი ევროს მულტი-სავალუტო პროგრამიდან 7 მილიონი ევროს წარმატებით განთავსება ესეთ მოკლე პერიოდში საცალო ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ უდიდეს ნდობასა და დაინტერესებაზე მიანიშნებს. ხაზგასასმელია წინა, 3 კვირის წინ დახურულ ევროს გარიგებასთან შედარებითაც კი გაუმჯობესებული კუპონი 7.00%-დან 6.75%-მდე. ეს, ერთი მხრივ, უკავშირდება კომპანიის უპრეცედენტო აქტივობას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ხოლო, მეორე მხრივ – „გალტ & თაგარტის“ უნიკალური დისტრიბუციის არხების უპირატესობებზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ „გალტ & თაგარტი“ „თეგეტა ჰოდლინგის“ ექსკლუზიური პარტნიორია უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ყველა ემისიაში. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე ლიდერი საინვესტიციო ბანკია, სავალუტო ობლიგაციების გამოშვება-განთავსებაში უნიკალური გამოცდილებით და მთელი გუნდი მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ასეთი განსაკუთრებული გარიგებით დაგვესრულებინა მიმდინარე წელი.“ S

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ:

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/Tegeta

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

Previous Post

2023 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

Next Post

ციფრული ინდუსტრიის გარდაქმნის მისია | ინტერვიუ ლევან კობახიძესთან

იზა გვარამაძე

Next Post
ციფრული ინდუსტრიის გარდაქმნის მისია | ინტერვიუ ლევან კობახიძესთან

ციფრული ინდუსტრიის გარდაქმნის მისია | ინტერვიუ ლევან კობახიძესთან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result