Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„თეგეტა ჰოლდინგის“ უპრეცედენტო ემისია – კომპანიამ, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„თეგეტა ჰოლდინგის“ უპრეცედენტო ემისია – კომპანიამ, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
0
SHARES
0
VIEWS
  • ეს საქართველოს ისტორიაში, ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დიდი ემისიაა
  • ობლიგაციების ინვესტორების ბაზა დივერსიფიცირებულია. განთავსებაში არც ერთი ინვესტორის წილი 30%-ს არ აღემატება
  • თეგეტა კავკასიის რეგიონში, ავტოინდუსტრიის სფეროში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი აქვს

საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა „თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტო მასშტაბის ლარის ემისია განახორციელა. ემიტირებულია 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები. ეს საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისიაა, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი – სიდიდით მეორე.  გამოშვებული ობლიგაციის ფასი TIBR+3.5%-ით განისაზღვრა. განთავსების იურიდიული მრჩეველი BLC Law იყო.

„თეგეტა ჰოლდინგის“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 150 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ლიკვიდურობას. ობლიგაციების სრული ძირის თანხის დაფარვა გათვალისწინებულია 3 წლის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ყოველკვარტალურად დაიფარება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია, რომ საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე ენდობა თეგეტას. ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება ჩვენი კომპეტენტური გუნდის აქტიური ჩართულობითა და მუშაობით შევძელით. აღსანიშნავია თიბისი კაპიტალის მხარდაჭერა და როლი ამ უპრეცედენტო ფინანსურ ოპერაციაში. ბონდების ძირითადი უპირატესობა მისი არაუზრუნველყოფილი ბუნებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის საბანკო სესხის საუკეთესო ალტერნატივა, რომელიც კომპანიას ფინანსური ვალდებულებების დივერსიფიცირების მარტივ შესაძლებლობას აძლევს. ის სახსრები, რაც ბონდების რეალიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება, სრულად მოხმარდება ჩვენი ჰოლდინგის განვითარებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას. ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში გამოიცა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ჰოლდინგის სავალუტო რისკებს“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ განთავსებული ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არცერთი ინვესტორის წილი არ აღემატება განთავსების 30%-ს. გამოშვებულ ობლიგაციებთან მიმართებით ფინანსური ორგანიზაციების დაინტერესებასა და აქტიურობას „თეგეტა ჰოლდინგში“ კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობით ხსნიან.

აღნიშნული ობლიგაციები წელს თიბისი კაპიტალის რიგით მე-11 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული რაოდენობაა. წლის განმავლობაში განთავსებების ჯამურმა თანხამ 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ისტორიულად, თიბისი კაპიტალს ჯამში 60-ზე მეტი ორგანიზაციის ობლიგაცია აქვს განთავსებული. მათ შორისაა 8 ევროობლიგაცია, რომლებიც ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე განთავსდა.

2022 წლის მონაცემებით, კაპიტალის ბაზარზე თიბისი კაპიტალი ლიდერია და ჯამური განთავსების მოცულობის მიხედვით, ბაზრის 77%-ს იკავებს.

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „პირველ რიგში, ვულოცავთ „თეგეტა ჰოლდინგს“ წარმატებით დახურულ ტრანზაქციას. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ყველაზე მსხვილი კორპორაციული ობლიგაცია „თიბისი კაპიტალის“ ჩართულობით განთავსდა. კაპიტალის ბაზრის მეშვეობით, კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დავეხმარეთ და შესაძლებლობა მივეცით, დაფინანსების სტრუქტურა გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინათ „თეგეტამ“პირველი ემისიის გამოშვებაც ჩვენი დახმარებით განახორციელა. „თიბისი კაპიტალი“ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ჩვენ განვითარებაში ხელს ვუწყობთ როგორც ადგილობრივ კომპანიებს, ისე კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს, რაც ზრდის საქართველოს მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის“.

პირველი წარმატებული ემისია „თეგეტამ“ 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები გაანაღდა. ეს უპრეცედენტო მოცულობის ტრანზაქცია იყო კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა. მომდევნო წელს „თეგეტა ჰოლდინგი“ კაპიტალის ბაზარზე გააქტიურებასა და საერთაშორისო საფინანსო კომპანიებისთვის მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს.

Previous Post

საქართველოში ციფრული სავიზიტო ბარათების პირველი სტარტაპი, Statuso ამოქმედდება

Next Post

Unprecedented Emission by Tegeta Holding – The Company Issues Bonds Amounting GEL 150 Million With the Support of TBC Capital

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში BARTA 2022-ის გამარჯვებულია

საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში BARTA 2022-ის გამარჯვებულია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Recent News

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result