Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„თეგეტა ჰოლდინგი“ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით 20 000 000 ლარის ობლიგაციებს გამოუშვებს

by იზა გვარამაძე
დეკემბერი 8, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„თეგეტა ჰოლდინგი“ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით 20 000 000 ლარის ობლიგაციებს გამოუშვებს
0
SHARES
0
VIEWS

აღნიშნული ემისია იქნება პირველი, ლარში დენომინირებული ტრანზაქცია, რომელსაც თეგეტა საცალო მომხმარებლისთვის გამოუშვებს

 

„თეგეტა ჰოლდინგი“, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების ემისიას 18 დეკემბერს განახორციელებს. ფასიანი ქაღალდების საორიენტაციო მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია.

ლარში დენომინირებული ობლიგაციების შეძენას როგორც საქართველოს რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი მსურველი შეძლებს. ფასიანი ქაღალდების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 ერთეული ლარია, ვადა კი – 2 წელი. ობლიგაციონერები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით კი 14%-15%-ის დიაპაზონშია. ობლიგაციების ძირი თანხა 2 წლის თავზე დაიფარება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ეს 2023 წელს განხორციელებული უკვე მე-5 ემისიაა. კაპიტალის ბაზარზე პირველად, ჩვენი შეთავაზება ხელმისაწვდომია ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში. 20 000 000 ლარის ობლიგაციების ემისია საცალო მომხმარებლებისთვის მაღალი მოთხოვნისა და იმ გამოცდილების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომელიც დოლარსა და ევროში გამოშვებული ობლიგაციებით მივიღეთ. გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ემისია ეროვნულ ვალუტაში ყოფილიყო, ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ლარიზაციის პოლიტიკას და გვსურს, ხელი შევუწყოთ მომხმარებლებისთვის ახალი ინსტრუმენტების გაჩენას, მართონ საკუთარი დანაზოგები და მიიღონ მაღალი სარგებელი. ამასთანავე, „თეგეტასათვის“ მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და გვსურს, წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ერთი მხრივ, ეს ფინანსურად მომგებიანია კომპანიისთვის, მეორე მხრივ კი, ნათლად აჩვენებს „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც სანდო პარტნიორის, წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს”.

„თეგეტა ჰოლდინგის“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდება არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი და კომპანიის ლიკვიდურობა.

ყველა დოკუმენტი, რომელიც საჯარო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი და მხარდამჭერი თიბისი კაპიტალი ემისიის მთელ პროცესს წარმართავს.

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისათვის განკუთვნილი, პირველი ობლიგაციები თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდება. ეს ტრანზაქცია „თეგეტა ჰოლდინგისა“ და თიბისი კაპიტალისთვის  მე-4 ერთობლივი განთავსება იქნება. ობლიგაციებით, „თეგეტა ჰოლდინგთან“ ერთად, დაბანდების ალტერნატიულ შესაძლებლობას ვქმნით – მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ, ხარჯები და დანაზოგი ერთ ვალუტაში ჰქონდეთ და გონივრულად დაზოგონ ფინანსური სახსრები. ზოგადად, ლარის ობლიგაციების ფლობას რამდენიმე უპირატესობა აქვს: შემცირებული ინფლაციის გამო, ლარში საპროცენტო განაკვეთის კლებაა მოსალოდნელი. ამიტომ, ლარის ბონდებში ინვესტირებით, 2 წლის განმავლობაში ფიქსირებული სარგებლის მიღებაა შესაძლებელი. ასევე, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს და, საშუალოდ, მხოლოდ 0.31%-ით იცვლება დოლართან მიმართებით. თიბისი კაპიტალი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ხელს უწყობს ბაზარზე ინოვაციური ტრანზაქციების განხორციელებასა და საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას“.

ინფორმაციისთვის, პირველი წარმატებული ემისია „თეგეტამ“ 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა.

დღევანდელი მდგომარეობით, „თეგეტა ჰოლდინგს“ საქართველოს საფონდო ბირჟის A ლისტინგში განთავსებული აქვს 260 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები, რომელთა ინვესტორები არიან ადგილობრივი ბანკები, ფიზიკური რეზიდენტი და არარეზიდენტი პირები, კერძო კომპანიები და ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. ერთ-ერთი გამორჩეული ტრანზაქცია, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგმა“ ქართული კაპიტალის ბაზარზე განახორციელა, 2023 წლის ივნისში 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციების გამოშვება იყო. აღნიშნული ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში და ასევე რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი მწვანე ობლიგაციის განთავსებაა. ობლიგაციის ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება და დაფინანსდება ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი და ამასთანავე, საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელს 70 ახალი სადგური შეემატება. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების აგენტიც თიბისი კაპიტალი იყო.

—

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

Previous Post

Azernews: „სოკარი“ ევროპაში „ლუკოილის“ ბიზნესის შესყიდვითაა დაინტერესებული

Next Post

11 თვეში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 105%-ით გაიზარდა

იზა გვარამაძე

Next Post
ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით რეკორდული რაოდენობის მგზავრმა ისარგებლა

11 თვეში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 105%-ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Recent News

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result