Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თავდაცვის სფეროს კომპანიების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით

by Salo Papalashvili
October 31, 2023
in ბიზნესი, თავდაცვა, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
თავდაცვის სფეროს კომპანიების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით
0
SHARES
0
VIEWS

ყოველწლიურად სახელმწიფოები თავდაცვაზე მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, რაც ამ ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი კომპანიებისთვის შემოსავლების ძირითად წყაროდაა ქცეული. თუმცა ფირმათა ნაწილი, მათ შორის Boeing-ი, შემოსავალს არათავდაცვითი ინდუსტრიებიდან და სექტორებიდანაც გამოიმუშავებს.

2022 წლის შემოსავლების მიხედვით, Visual Capitalist-მა თავდაცვის წამყვანი კომპანიების რეიტინგი Defense News-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა. ცნობისთვის, ამ შემთხვევაში აღნიშნული რეიტინგი კომპანიების მიერ მხოლოდ თავდაცვიდან მიღებულ შემოსავლებს აღრიცხვას. გასაკვირი არაა, რომ 2022 წლის რეიტინგში ყველაზე მეტი, 12 კომპანიით ამერიკის შეერთებული შტატებია წარმოდგენილი, რომელსაც მეორე ადგილით ჩინეთი (4 კომპანია) მოჰყვება.

მსოფლიოს უმსხვილესი სამხედრო ბიუჯეტის მქონე ქვეყნიდან რეიტინგში პირველ სამ პოზიციას Lockheed Martin-ი, RTX-ი (ყოფილი Raytheon Technologies-ი) და Northrop Grumman-ი იკავებენ. Lockheed Martin-ი 1995 წელს Lockheed Corporation-ისა და Martin Marietta-ს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. თავდაცვის ამერიკული ფირმა ძირითადად F-35-ის მსგავსი მოწინავე გამანადგურებლების წარმოებითაა ცნობილი, თუმცა NASA-სთან ერთად Orion-ის კოსმოსურ ხომალდზეც მუშაობს.

Raytheon-ი სამხედრო აღჭურვილობის ფართო სპექტრს აწარმოებს, მათ შორის Javelin-ის პორტატიულ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას. CSIS-ის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 7,000 Javelin-ი მიაწოდა, რაც მისი მარაგის დაახლოებით მესამედს შეადგენს. რაც შეეხება 1994 წელს Northrop-ისა და Grumman Aerospace-ის შერწყმით ჩამოყალიბებულ Northrop Grumman-ს, ის B-2 „სტელსის“ ბომბდამშენების წარმოებითაა ცნობილი. 2023 წლის აგვისტოში, „კომპანიის ტექნოლოგიებზე წვდომის დასაჩქარებლად“ მან ოფისი ტაივანში გახსნა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთის სამივე წამყვანი თავდაცვის ფირმა სახელმწიფოს საკუთრებაა. „ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაცია“ (AVIC) ჩინეთის უდიდესი საჰაერო კოსმოსური და თავდაცვის კომპანიაა, რომელიც Fortune Global 500-ის 2023 წლის რეიტინგში 150-ე პოზიციაზეა წარმოდგენილი. AVIC-ის შვილობილი Chengdu Aerospace Corporation-ი ჩინეთის პირველ ოპერაციულ „სტელსის“ გამანადგურებელს – J-20-ს აწარმოებს.

„ჩინეთის ჩრდილოეთ ინდუსტრიის ჯგუფი“ (CNIG) საერთაშორისო მასშტაბით Norinco Group-ის სახელის ქვეშ ოპერირებს. 2003 წელს კომპანიას ბუშის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ირანისთვის სარაკეტო ტექნოლოგიების მიწოდების ბრალდებით. ჩინეთის მესამე უმსხვილესი თავდაცვის კომპანია კი „ჩინეთის სამხრეთ ინდუსტრიის ჯგუფია“ (CSIG), რომელიც სამხედრო მანქანებს, საბრძოლო მასალასა და სხვა აღჭურვილობას აწარმოებს. კომპანია ჩინეთის წამყვან ავტომწარმოებელსა და მსოფლიოში ელექტრომობილების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ Changan Automobile-საც ფლობს.

რეიტინგში წარმოდგენილი ევროპული კომპანიებიდან ორის სახელი, როგორც წესი, თავდაცვის ინდუსტრიას იშვიათად უკავშირდება ხოლმე, ესენია: Airbus-ი და Rolls-Royce-ი. Airbus-ი მსოფლიოში კომერციული თვითმფრინავების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, ამასთან ერთად კი მრავალფეროვან სამხედრო დრონებს, გამანადგურებლებსა და სატრანსპორტო საშუალებებსაც აწარმოებს.

რაც შეეხება Rolls-Royce-ს, ის თვითმფრინავებისა და საზღვაო ძრავების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია და გაერთიანებული სამეფოს წყალქვეშა ფლოტისთვის ბირთვულ ძრავების სისტემასაც აწარმოებს. მას რეალურად არა აქვს კავშირი Rolls-Royce Motor Cars-თან, რომელიც ამჟამად BMW-ს შვილობილი კომპანიაა. კომპანია 1970-იან წლებში ფინანსური სირთულეების გამო, მანქანებისა და აეროძრავების ბიზნესად გაიყო.

თავდაცვის სფეროს კომპანიების რეიტინგი 2022 წლის შემოსავლების მიხედვით:

კომპანია ქვეყანა თავდაცვიდან მიღებული შემოსავალი თავდაცვის წილი მთლიან შემოსავალში
Lockheed Martin აშშ $63.3 მილიარდი 96%
RTX Corp აშშ $39.6 მილიარდი 59%
Northrop Grumman აშშ $32.4 მილიარდი 89%
Aviation Industry Corporation of China ჩინეთი $31.0 მილიარდი 37%
Boeing აშშ $30.8 მილიარდი 46%
General Dynamics აშშ $30.4 მილიარდი 77%
BAE Systems გაერთიანებული სამეფო $25.2 მილიარდი 96%
China North Industries Group ჩინეთი $18.0 მილიარდი 22%
L3Harris Technologies აშშ $13.9 მილიარდი 82%
China South Industries Group ჩინეთი $13.5 მილიარდი 31%
Leonardo იტალია $12.9 მილიარდი 83%
Airbus ნიდერლანდები / საფრანგეთი $12.0 მილიარდი 20%
HII აშშ $10.6 მილიარდი 100%
Thales საფრანგეთი $9.6 მილიარდი 52%
China Aerospace Science and Technology Corporation ჩინეთი $9.6 მილიარდი 21%
Leidos აშშ $9.5 მილიარდი 66%
Amentum აშშ $6.0 მილიარდი 70%
Booz Allen Hamilton აშშ $5.9 მილიარდი 64%
Rheinmetall AG გერმანია $5.1 მილიარდი 75%
Dassault Aviation საფრანგეთი $5.0 მილიარდი 76%
Elbit Systems ისრაელი $5.0 მილიარდი 90%
Rolls-Royce გაერთიანებული სამეფო $4.9 მილიარდი 31%
Honeywell აშშ $4.6 მილიარდი 13%
Naval Group საფრანგეთი $4.6 ვ 100%
General Electric აშშ $4.4 მილიარდი 6%

 

Previous Post

ბერძენი კოლონისტები შავ ზღვაში: კოლხეთი ანტიკურ სავაჭრო სისტემაში

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო სექტორის B2B ფორუმი გაიმართება

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო სექტორის B2B ფორუმი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო სექტორის B2B ფორუმი გაიმართება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Recent News

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result