Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტერაბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, FMO-ს საგარანტიო პროგრამა NASIRA-ს განხორციელებას იწყებს

by იზა გვარამაძე
ნოემბერი 10, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ტერაბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, FMO-ს საგარანტიო პროგრამა NASIRA-ს განხორციელებას იწყებს
0
SHARES
0
VIEWS

ტერაბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამა NASIRA-ში ჩაერთო. პროგრამა ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. იგი ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

NASIRA სასესხო პორტფელის გარანტიას წარმოადგენს. იგი ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, გააფართოონ საკრედიტო საქმიანობა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ მცირე ფერმერებზე, მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდა მეწარმეებზე, რომლებიც, უზრუნველყოფის არარსებობისა და მაღალი საკრედიტო რისკების გამო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სირთულეებს ხშირად აწყდებიან. პროგრამის დახმარებით, ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ, გაიზიარონ შესაძლო დანაკარგები, შეამცირონ რისკები, უფრო ინტენსიურად დააკრედიტონ ეს ჯგუფები და გაზარდონ შესაძლებლობები ახალი სეგმენტების ასათვისებლად.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალური ხელმოწერა 9 ნოემბერს გაიმართა. დოკუმენტს ხელი ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ და ნიდერლანდების განვითარების ბანკის პროგრამა NASIRA-ს მენეჯერმა, ანელოეს მულინკ-ბოსმა მოაწერეს. ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი მელინე არაკელიანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თეა ლორთქიფანიძე, ტერაბანკის გენერალური დირექტორი: “FMO-სთან დიდი ხნის პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ფართოვდება და მონაწილეობას ვიღებთ NASIRA -ს საგარანტიო პროგრამაში. რისკების განაწილების პრინციპი, რასაც ეს ინოვაციური პროდუქტი ითვალისწინებს, საშუალებას მოგვცემს, გავაფართოოთ დაკრედიტება სეგმენტებზე, რომლებსაც რესურსებზე წვდომა დღეს შეზღუდული აქვთ. შედეგად, გავაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკისა და ჩვენი ბანკისთვის უმნიშვნელოვანესი სეგმენტის — მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.”

ანელოეს მულინკ-ბოსი: “მოხარულები ვართ, რომ ტერაბანკთან პარტნიორობის კუთხით მომდევნო ნაბიჯს ვდგამთ და შესაძლებლობა გვეძლევა, მხარი დავუჭიროთ მას, გააფართოოს სესხებზე წვდომა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მანამდე რისკის შემცველად აღიქმებოდნენ. ფინანსური ჩართულობა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას, ამცირებს უთანასწორობას საზოგადოებასა და სხვადასხვა ქვეყანას შორის. მოუთმენლად ველით პროგრამის წარმატებასა და ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის გაგრძელებას.”

ევროკავშირის წარმომადგენლობა: “ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების შესაბამისად, ევროკავშირი სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების 17 მილიარდ ევრომდე მოცვას გეგმავს. ევროკავშირი მოხარულია, რომ ეს გარანტიები ადგილზე კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ფლაგმანის – საქართველოში 80 000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროცესს. აღნიშნული გარანტია ხელს შეუწყობს მდგრადი და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო ძალისხმევის უზრუნველყოფას. ნაკლებად წარმოდგენილი ეკონომიკური სუბიექტებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩართავს ეკონომიკურ საქმიანობაში და ხელს შეუწყობს საქართველოში მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას”, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო: ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი მელინე არაკელიანი მიესალმა NASIRA-ზე ხელმოწერას, როგორც “FMO-ს მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში უკვე შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. NASIRA ახალ შესაძლებლობებს მისცემს ახალგაზრდა და მეწარმე ქალების მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებისთვისაც სხვა შემთხვევაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გამოწვევას წარმოადგენს. შეთანხმება ადასტურებს ნიდერლანდების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიმართ და წარმოადგენს საქართველოს საფინანსო სექტორში ჩვენი მრავალწლიანი ჩართულობის მაგალითს.” S

Previous Post

ნინო სურგულაძის მხატვრული სამყარო თეატრი სახელოსნო 42-ში – თეატრის სეზონის გენერალური სპონსორია SOLO

Next Post

AI Pin – ახალი მოწყობილობა, რომელმაც შესაძლოა, სმარტფონები ჩაანაცვლოს

იზა გვარამაძე

Next Post
AI Pin – ახალი მოწყობილობა, რომელმაც შესაძლოა, სმარტფონები ჩაანაცვლოს

AI Pin - ახალი მოწყობილობა, რომელმაც შესაძლოა, სმარტფონები ჩაანაცვლოს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

Recent News

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result