Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტექნოლოგიურმა გიგანტებმა სამ დღეში $1 ტრილიონის საბაზრო ღირებულება დაკარგეს

by გიორგი თოლორდავა
მაისი 10, 2022
in ბიზნესი, მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ტექნოლოგიურმა გიგანტებმა სამ დღეში $1 ტრილიონის საბაზრო ღირებულება დაკარგეს
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის ძლიერი ტენდენცია გრძელდება – მხოლოდ სამ სავაჭრო დღეში უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (Apple, Amazon, Microsoft, Google, Tesla, Meta, Nvidia) დაახლოებით 1 ტრილიონი აშშ დოლარის საბაზრო ღირებულება დაკარგეს.

გასულ 24 საათში აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსი (S&P 500) 3.2%-ით შემცირდა; Dow Jones-ის ღირებულება დაახლოებით 2%-ით დაეცა; ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება კი 4.3%-ითაა შემცირებული.

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის, Apple-ის აქციების ფასი ერთთვიან ჭრილში 8.3%-ითაა შემცირებული, გასულ სამ სამუშაო დღეში კი მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 220 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.

ერთ თვეში ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ტრილიონიანი კომპანიის სტატუსი დაკარგა, რადგან მისი ღირებულება თითქმის 19.5%-ით, $815 მილიარდამდე შემცირდა.

Microsoft-მა ერთ თვეში ღირებულების 7.3% დაკარგა, მხოლოდ გასულ სამ დღეში კი – 189 მილიარდი აშშ დოლარი.

Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მა ერთ კვირაში $123 მილიარდი დაკარგა, ერთთვიან პერიოდში კი მისი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 12.7%-ითაა შემცირებული.

საფონდო ბირჟების ვარდნისა და არასახარბიელო კვარტალური შედეგების გასაჯაროების ფონზე, Amazon-ის აქციები 30 დღეში დაახლოებით 28%-ით დაეცა, მოკლევადიან პერიოდში კი მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 173 მილიარდი აშშ დოლარითაა შემცირებული.

იმედისმომცემი ფინანსური შედეგების მიუხედავად, დაღმასვლის ტენდენციას ვერ გადაურჩა Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია Meta-ც, რომლის საბაზრო ღირებულება 70 მილიარდი აშშ დოლარითაა შემცირებული, ერთ თვეში მისი აქციები 9.4%-ით დაეცა.

ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრად ვარდნის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდაა. საგულისხმოა, რომ გასულ კვირას FED-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავდაპირველად ტრეიდერებმა და ინვესტორებმა დადებითად მიიღეს და ზოგადი ინდექსები საშუალოდ 3%-ით გაიზარდა, თუმცა მომდევნო დღის სავაჭრო სესია დაღმასვლის ძლიერი ტენდენციით დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

ინვესტორები შიშობენ, რომ ინფლაციის მოსათოკად ფედერალური რეზერვი კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად იმოქმედებს კაპიტალის ბაზარზე, რადგან შედარებით სპეკულაციურ აქტივებზე მოთხოვნა შემცირდება, რისკის პრემია კი გაიზრდება. გარდა ამისა, FED-ს მოუწევს საკმაოდ რთული ბალანსის დაცვა, რათა ინფლაციის კონტროლის ფონზე ზედმეტად არ შეიზღუდოს ეკონომიკა და ქვეყანა სტაგნაციურ, ან კიდევ უფრო უარეს – სტაგფლაციურ მდგომარეობაში არ გადავიდეს.

გასათვალისწინებელი ფაქტორია რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი, ევროკავშირის მხრიდან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობა და ჩინეთში COVID-19-ის გავრცელების ფონზე ე.წ. ლოკდაუნების დაწესება. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვნად ზრდის მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვისა და საქონლის გაძვირების რისკებს.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათის სავაჭრო სესია უოლ-სტრიტზე ჯერაც არ დაწყებულა, თუმცა ფიუჩერსულ კონტრაქტებში ზრდის ტენდენცია შეინიშნება: Nasdaq-ის სამომავლო კონტრაქტები 1.7%-ითაა გაზრდილი; 1.07%-ით მოიმატა S&P 500-ის ფიუჩერსების ღირებულებამ; Dow Jones-ის ფიუჩერსები კი 0.84%-ითაა გაზრდილი – აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ პანიკური ვაჭრობით გამოწვეული მკვეთრი კორექცია გარკვეულ მოკლევადიან დასასრულს უახლოვდება, ბაზრის ზოგადი სენტიმენტი კი უაღრესად დათვისებურიდან ხარისებრისკენ ინაცვლებდეს.

Previous Post

„დოქტორი სტრეინჯი 2“-ის საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $185 მილიონი შეადგინა

Next Post

30 UNDER 30 • Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტი და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი 11 მაისს შედგება

გიორგი თოლორდავა

Next Post
30 UNDER 30 • Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტი და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი 11 მაისს შედგება

30 UNDER 30 • Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტი და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი 11 მაისს შედგება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

Recent News

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result