Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტექნოლოგიური პროგრესი

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in Forbes
0
ტექნოლოგიური პროგრესი
0
SHARES
0
VIEWS

გაიცანით გიგანტურi თვითმფრინავი, Boeing 747. ამ თვითმფრინავით ამერიკის პრეზიდენტი და საუდის არაბეთის პრინცები დაფრინავენ. გლობალური საშუალო ფენისათვის ის კარგი საშუალებაა Mach 0.85 (0.85 მახი – 903 კმ/სთ, თვითმფრინავის კრეისერული სიჩქარე კრუიზისთვის ჩვეულ სიმაღლეზე) ბილეთების შეძენის შემდეგ იმოგზაურონ მსოფლიოს იმ ეგზოტიკურ ადგილებში, რომლებიც მანამდე მხოლოდ ჟურნალებში თუ უნახავთ. Boeing-მა ამ მოდელის უკვე 1 500-ზე მეტი თვითმფრინავი გაყიდა. მიუხედავად ამისა,არსებობს ერთი შემაშფოთებელი გარემოება: Boeing 747 ძალიან ძველია. მისი წარმოება 1965 წელს დაინერგა, პირველი ფრენა 1969 წელს განახორციელა, რეგულარული რეისები კი 1970 წლიდან დაიწყო.

იზრდება თუ მცირდება ტექნოლოგიური პროგრესის ტემპი? ამ შეკითხვას „სილიკონის ველის” მილიარდერი პიტერ ტილი საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუების დროს სვამს. ნიუ-იორიკის ერთ-ერთი ჟურნალის მოწინავე სტატია ასე იწყება: „პიტერ ტილმა ჯინსის ჯიბიდან iPhone ამოიღო და ზევით ასწია – მე ეს ტექნოლოგიურ გარღვევად არ მიმაჩნია, – განაცხადა მან, – Apollo-ს კოსმოსურ პროგრამასთან შედარებით ეს არაფერია” .

მას ჯორჯ მესონის უნივერსიტეტის ეკონომისტი ტაილერ ქოუენიც ეთანხმება. წიგნში „დიდი სტაგნაცია” (Great Stagnation) ქოუენი ამბობს, რომ ბებიამისი ბევრად მნიშვნელოვანი ცვლილებების მოწმე იყო – ის თვითმფრინავების, ცათამბჯენების, დაკიდებული ხიდების, რადიოსა და ტელევიზიის, ანტიბიოტიკების, ატომური ბომბებისა და ენერგიის, შტატთაშორისი ესტაკადების, რეაქტიული თვითმფრინავით მოგზაურობისა და მთვარეზე დაშვების ეპოქის დასაწყისში ცხოვრობდა.

მეორე მხრივ, 1970 წელს – ანუ მთვარეზე დაშვებიდან და Boeing 747-ის პირველი გაფრენიდან ერთი წლის შემდეგ – დაბადებული ბავშვი პერსონალურ კომპიუტერს, ვებ-ბროუზერებს, საძიებო სისტემებსა და ნანოტექნოლოგიას შეესწრო. არც ისე ამაღელვებელია, არა?

არ მინდა ზედმეტად დაუნახავი ვიყო. გასული 42 წლის განმავლობაში ტექნოლოგია საგრძნობლად განვითარდა. კომერციული საჰაერო მგზავრობა შედარებით იაფი და უსაფრთხოა, ავტომობილები – შედარებით სანდო, სტაციონარული მკურნალობის დრო კი შემცირებული. და ტილი/ქოუენის სკეპტიციზმის მიუხედავად, სოციალურ ქცევაში მომხდარი სასიკეთო გარდატეხა აშკარაა: რასიზმისა და სექსიზმისადმი ტოლერანტობა დაბალია, სამუშაო გარემო თამბაქოს ბოლისაგან თავისუფალი, მოხერხებული და უმეტესწილად კეთილგანწყობილი; საკვები უფრო მრავალფეროვანი და ჯანმრთელი; სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა – საგრძნობლად შემცირებული…

მაგრამ ჩვენ მაინც ვსვამთ კითხვას: შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ნამდვილ გარღვევად დღევანდელი კომფორტი (როგორიცაა, მაგალითად, iPhone და Facebook), თუ ეს მხოლოდ ორი თაობის უკან მიღწეული ტექნოლოგიური პროგრესის ლოგიკური გაგრძელებაა?

აუცილებელი დებატები

ექსპერტებს უყვართ იმაზე კამათი, შესაძლებელია თუ არა 21-ე საუკუნის ამერიკაში მე-19 და მე-20 საუკუნეების მსგავსი განვითარება და პროგრესი. პასუხი ტექნოლოგიაში უნდა ვეძებოთ: შეძლებს კი ის რევოლუციურ და არა ევოლუციურ განვითარებას? არსებობს ამ საკითხის როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური აღქმის მიზეზები.

ნეგატივი

• მეცნიერების განვითარება შეფერხებულია. ისააკ ნიუტონის მიერ აღწერილმა მატერიალურმა სამყარომ მე-18 და მე-19 საუკუნეების ინდუსტრიულ რევოლუციამდე მიგვიყვანა. მე-19 საუკუნეში ფიზიკისა და ქიმიის სფეროში კვანტური თვისებების აღმოჩენამ ნიადაგი მოუმზადა მიკროელექტრონიკას, ლაზერს, რადიოს, ტელევიზიას, ბირთვულ ენერგიას, კოსმოსში მოგზაურობასა და ინტერნეტს – ტექნოლოგიებს, რომლებმაც შემდგომ მე-20 საუკუნე გარდაქმნეს. ადამიანის გენომიკა, მზის ენერგია და ნანოტექნოლოგია 21-ე საუკუნის განმსაზღვრელ ტექნოლოგიებად ითვლება, მაგრამ მათი მეცნიერული ბაზა გაცილებით ძველია.

• კაპიტალის ბაზრები გაყინულია. ინვესტორებს სძულთ პროექტები, რომლებიც მოგებას დიდი ხნის შემდგომ იძლევიან. მათ არ უყვართ სფეროები, რომლებიც მსხვილ კაპიტალდაბანდებას საჭიროებს და ვერ იტანენ ინვესტიციებს, რომლებიც სახელმწიფო რეგულაციებთან და ფედერალურ ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული. მაგრამ თუ ამერიკა აპირებს წინსვლას მატერიალურ – და არა მხოლოდ ალგორითმულ სამყაროში, სოციალურ მედიასა და ეგზოტიკური ფინანსური ინსტრუმენტების სფეროში – მან უნდა მოახერხოს იმ ბარიერების გადალახვა, რომლებიც ინვესტირებას ართულებენ.

• მთავრობა მეგობარი არაა. ჩვენი პოლიტიკოსები ცდილობენ გაზარდონ სახელმწიფოს როლი და ამგვარად მეცნიერებას აფერხებენ. ისინი ხმას აძლევენ ხორბლისგან საწვავის მიღების არაეფექტიან გზას, თიხაფიქლოვანი ნავთობისა და გაზის მრეწველობას კი არ წყალობენ. ისინი აწარმოებენ უპერსპექტივო ომებს და კოსმოსურ კვლევებზე უარს ამბობენ.

პოზიტივი

• ინდუსტრიული ევოლუცია ჩქარდება. საკითხის პოზიტიური აღქმის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ევოლუცია რევოლუციური ტემპით მიმდინარეობს. ასე რომ, ადამიანის გენომიკა და ნანოტექნოლოგია მალე დაავადებებს დაამარცხებს და ადამიანს 120-წლამდე სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემს.

• ვირტუალობა – რეალობაა. ტელეკონფერენცია მალე ისეთი პოპულარული გახდება, რომ იაფ ზებგერით ნაკადებს კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოუწევს ლოდინი.

• საჭიროა მოთმინება. სამგანზომილებიანი ბეჭდვა მალე გარდაქმნის მრეწველობისა და ჯანდაცვის ინდუსტრიებს.

პიტერ ტილისა და ტაილერ ქოუენის შეხედულებები ტექნოლოგიურ წრეებში პოპულარობით არ სარგებლობს. თუმცა ორივე მათგანმა დიდი სამსახური გაგვიწია. კითხვა, იზრდება თუ მცირდება ტექნოლოგიური პროგრესის ტემპი, მართებული კითხვაა.

 

 

Previous Post

ზომბი-ეკონომიკა

Next Post

მილიარდერი პოლ ალენი $500 მილიონს ხარჯავს, რათა ტვინში ადამიანური ბუნების არსი იპოვოს

მაგდა დოლიძე

Next Post
მილიარდერი პოლ ალენი $500 მილიონს ხარჯავს, რათა ტვინში ადამიანური ბუნების  არსი იპოვოს

მილიარდერი პოლ ალენი $500 მილიონს ხარჯავს, რათა ტვინში ადამიანური ბუნების არსი იპოვოს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

აგვისტო 6, 2026

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026

Recent News

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

აგვისტო 6, 2026

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result